ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაურკვეველი
ჟანრი: პროზა
27 დეკემბერი, 2012


მ.

  ფეხებდასიებული მზე  უჟმურად მიცქერს.  მე ერთ ადგილას ვტრიალებ .ერთი,ორი სამი,ოთხი. ვითვლი ნაბიჯებს და ვაპარებ თვალებს ადამიანებისკენ,იქნებ ვინმემ მომაქციოს ყურადღება.გველივით მისრიალებს თებერვალი. დავგუბდი ერთ სივრცეში,ერთ კალაპოტში.ტყლაშ-ფეხების არმია ხვდება დაბინძურებულ სულს.ვიღაც სარკეში იხედება და ენანება საკუთარი ანარეკლის ამღვრევა. მოდი ,მოდი,მოდი -გულში ვიმეორებ სიტყვებს და ვაკვირდები  გრძელთმიან,ულვაშებიან ახალგაზრდას. ღრმა თვალები აქვს,ღია თაფლისფერი,.ტუჩებს ისველებს ყოველ წამს,ცოტა გული დამწყდა,რომ გულგრილია ჩემ მიმართ.  მე მას ვერასდროს ვნახავ,მაგრამ მინდა ახლა ვიეშმაკო.    ვფიქრობ მივიდე თუ არ მივიდე,დიდ დიალოგში ვარ საკუთარ თავთან და ბოლოს ვუახლოვდები.
  -გამარჯობათ..
-გამარჯობა(იღიმის)
-ტელეფონი გამიფუჭდა და საათს ხომ ვერ მეტყვით?
-მმ.ახლა არის 12-ის 20 წუთი.
-გაიხარეთ.-მინდა კიდევ რამე ვუთხრა,მაგრამ უკვე შებრუნდა,ზურგი მომაქცია და სიგარეტს მოუკიდა. გამოვედი .კიდევ ვცანცარებ,ცოტაც და  ავფეთქდები,ისევ მივდივარ მასთან,მაგრამ  ის მარჯვნივ უხვევს და ტელეფონზე რეკავს.მესმის მისი რბილი ხმა.ვიღაც გოგოს ესაუბრება.ხელს ვიქნევ გიჟივით ,ორჯერ ზედიზედ და ვამბობ:. ის არ არის მარტო. სახლში ვბრუნდები ,საწოლზე მძიმე მეშოკივით ვეცემი და კომპიუტერს ვრთავ. ფბ-ს ვამოწმებ.ჩემ კედელზე ჩანს,რომ მეგობარმა ვიღაც  ბიჭი დაამატა,.დროის გაყვანის მიზნით იმ უცნობის ფოტოებს ვათვალიერებ და        ----------ის არის.    ვფიქრობ რა მივწერო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები