ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კეტ1996
ჟანრი: პროზა
27 დეკემბერი, 2012


,,ის” (თავი III)

  დადგა დღე, რომელსაც ასე ველოდი. უფრო სწორედ, დღე, რომელიც აუცილებლად დადგებოდა და ჩემს ცხოვრებაში ცვლილებებს შეიტანდა. – დადგა ჩემი და კახას ქორწილის დღე.
  არასდროს მიოცნებია დიდ ქორწილზე, უამრავი სტუმრით და გადავსებული დარბაზით. ამიტომ მე და კახამ დავგეგმეთ ძალიან პატარა ქორწილი ჩვენს ახალ სახლში. ცერემონიას დაესწრებოდნენ მოსამართლე და მეჯვარეები. მეტი არავინ. თან ახლა მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებას ვაფორმებდით. ჯვრისწერა განუსაზღვრელი ვადით გადავდეთ.
  მოკლედ, ქორწილის დღეს ჩემი მოკრძალებული, თეთრი კაბა ჩავიცვი და ჩემს ერთადერთ მეგობარს დაველოდე. მე და ის ფაქტობრივად ერთად ვიზრდებოდით, სანამ ჩემი მშობლები დაიხოცებოდნენ. შემდეგ ის მშობლებთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. მე კი ბებიასთან დავრჩი. მას კრისტინა ერქვა და სწორედ ის იქნებოდა ჩემი მეჯვარე.
  ცოტა არ იყოს ვღელავდი, ამბობენ ქორწილში ყველა პატარძალი ღელავსო, არასდროს მჯეროდა ამ ბანალური მოსაზრების, - ყოველ შემთხვევაში აქამდე არ მჯეროდა, ახლა დავიჯერე. და სწორედ ამ მომენტში ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. კრისტინა მირეკავდა.
-გისმენ.
-მისმენ კი არა, შენს ქორწილში ვაგვიანებთ სულელო, ახლავე ჩამოდი. – როგორც ჩანს დღეს მარტო მე არ ვღელავდი.
-ჯერ ხომ ადრეა.
-რა ადრეა, უკვე სამი ხდება. – ო, არა...
საათს დავხედე, კრისტინა არ ტყუოდა. ცერემონია სამზე იწყებოდა. ნეტა რამ გამომაშტერა.
-ახლავე... მოვდივარ!
კრისტინას მანქანასთან სულ ბანცალ-ბანცალით ჩავედი, კარი გავაღე და ჩავჯექი.
-როგორც იქნა, - ამოიოხრა კრისტინამ. – ნუ ღელავ, მალე იქ ვიქნებით.
-ჰო, აბა რა... – რაღაც ვერ ვიყავი კარგად.
-ბარგი უკვე ჩაალაგე? – მისმა შეკითხვამ გამომაფხიზლა.
-რომელი ბარგი?
-სულელო, დღეიდან ახალ სახლში გადადიხარ საცხოვრებლად, ტანსაცმელი ხომ მაინც უნდა წაიღო?
-კი, ჩავალაგე.
-მერე სადაა?
-ჩემს სახლში დამრჩა, რომ მითხარი გვაგვიანდებაო... – სუნთქვა შემეკრა, მართლა ძალიან ვღელავდი.
-ცერემონიის მერე მე მოგიტან, ახლა უკან ვერ მივბრუნდებით, ნახევარი გზა უკვე გავიარეთ. მალე მივალთ შენს სასახლეში.
ამის გაგონებაზე სულ დავიძაბე, ჩემი ახალი, იდუმალი და საოცრად ლამაზი სახლი. მე ის მელოდა... და კახაც მელოდა, ალბათ უკვე დარდობდა, საინტერესოა რატომ არ მირეკავს? – ჯანდაბა!
-კრისტი...
-რა იყო?
-მობილური სახლში დამრჩა.
-ახლა რაღაც გასაოცარი რომ არ გეთქვა ვიფიქრებდი, რომ სიცხე გაქვს. რატომ თავი არ დაგრჩა? აჰა აქედან დარეკე. – მითხრა კრისტინამ და თავისი მობილური მომცა. – უკვე მალე მივალთ.
მე ნომერი ავკრიფე და მობილური ხელის კანკალით მივიტანე ყურთან.
-გისმენთ... – მიპასუხა აღელვებულმა ხმამ.
-კახა, მე მოვდივარ.
-ანასტასია, სად ხარ ამდენ ხანს!? მე უკვე ვიფიქრე, რომ გადაიფიქრე ჩემზე გათხოვება.
-არა... ამას როგორ ამბობ?.. აი უკვე მოვედი, ჭიშკართან ვარ.
ამ სიტყვების შემდეგ მობილური გავთიშე. ჩემი ყურადღება ოქროსფერმა ჭიშკარმა მიიპყრო. – ჩემი სასახლის ჭიშკარმა.



***


  ცერემონიამ ისე ჩაიარა, როგორც დაგეგმილი იყო. ფოტოები გადავიღეთ და ხელი მოვაწერეთ. მოსამსახურეები დავიტოვეთ, ახალ სახლს მარტო მე ვერ მოვუვლიდი, ისინი მეხმარებოდნენ, მართალია ცოტა უცნაურები იყვნენ, მაგრამ აშკარა იყი, რომ სახლს ჩემზე უკეთ იცნობდნენ. ახალი სახლი დღითი-დღე უფრო და უფრო მომწონდა, განსაკუთრებით კი ბაღი მხიბლავდა, რომელიც სავსე იყო ყვავილებითა და ხილით. თან ვმუშაობდი და თან სახლს ვუვლიდი. კრისტინა დროებით ჩვენთან ცხოვრობდა, სანამ თავისთვის სახლს ეძებდა, ჩვენს ქვეყანაში მას სახლი არ ჰქონდა. მე მიხაროდა, რომ ჩემი ერთადერთი და საუკეთესო მეგობარი ჩემს გვერდით იყო, თუმცა თავად მაინც და მაინც ბედნიერი არ ჩანდა, ამ ბოლო დროს კოშმარები აწუხებდა და დაძინების ეშინოდა. ეს ყველაფერი ქვეყნის შეცვლას დავაბრალეთ, თუმცა აი ორი კვირა გავიდა და მას არავითარი შვება არ უგრძვნია. ალბათ ექიმთან უნდა წამეყვანა.
  იმ დილით მაგიდასთან ვიჯექი და საუზმის დაწყებამდე კრისტინას ველოდი, კახა უფრო ადრე წავიდა სამსახურში. მეც წავიდოდი საუზმის შემდეგ, მაგრამ კრისტინა აგვიანებდა.
-მარიამ, ხომ არ იცი სადაა ამდენ ხანს ჩემი მეგობარი? – მარიამი ის გამხდარი ქალი იყო სახლთან მისვლისას რომ გვეგებებოდა ხოლმე, ახლა ის ჩვენთან მუშაობდა.
-ბოლოს რომ ვნახე საპირფარეშოში შედიოდა, თუმცა ეს დაახლოებით ოცი წუთის წინ იყო. – როგორც ჩანს მარიამიც შეწუხებული იყო კრისტინას უცნაური ქცევით.
-შენი აზრით ექიმთან უნდა წავიყვანო? – არ ვიცი რატომ ვეკითხებოდი რჩევას.
-ჩემი აზრით თავისით გაუვლის, არა მგონია ექიმთან წაყვანას რაიმე აზრი... – მან საუბარი არ დაასრულა, ჩვენ სულის შემძვრელი კივილის ხმა გავიგეთ.
-მომაშორეთ... ვინმე დამეხმარეთ რაა... მიშველეთ... – კრისტინას ხმა იყო.
მე და მარიამი ერთად გავიქეცით საპირფარეშოსკენ, მაგრამ კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.
-კრისტინა... – ძალიან ვიყავი შეშინებული.
-დამეხმარეთ... უთხარით თავი დამანებოს...
-კრისტინა კარი გაგვიღე...
-მიშველეთ... – როგორც ჩანს მას ჩვენი არ ესმოდა, ისტერიკაში იყო.
-მარიამ სასწრაფოდ დაუძახე არჩილს. – არჩილი ჩვენი კარისკაცი იყო, ამ შემთხვევაში კი ერთადერთი მამაკაცი ამ სახლში.
მარიამი გაიქცა, მე კი ისევ კრისტინაზე გადავერთე.
-კრისტინა, მანდ ვინაა? რახდება მანდ? – ვგრძნობდი როგორ მიპყრობდა სასოწარკვეთილება.
საპირფარეშოდან ხმა აღარ ისმოდა.
-კრისტინა, კრის... – უკვე ცრემლები მომდიოდა. – კრისტინა, გთხოვ მიპასუხე...
მას რომ რამე დამართნოდა ეს მხოლოდ ჩემი ბრალი იქნებოდა. აქ ის ჩემთვის ჩამოვიდა.
-ქალბატონო რა ხდება? – კაცის ხმა იყო, ე.ი. არჩილი მოვიდა.
-კარი შეამტვრიე! სწრაფად!
  არ ვიცი ჩემმა შეშინებულმა ხმამ შეძრა, თუ თვითონაც ძალიან იყო შეშინებული, არჩილმა მხრით პირველივე დაჯახებაზე შეამტვრია კარები. ჩვენც მაშინვე შევცვივდით საპირფარეშოში.
  კრისტინა იატაკზე ეგდო და არ მოძრაობდა. სახეს ლამაზი, ხვეული თმა უფარავდა. მე მაშინვე ვეცი, მისი თავი მუხლებზე დავიდე და სახიდან თმები მოვაშორე. გავაკეთე თუ არა ეს, მაშინვე შემძრა საშინელმა ყვირილმა. თავიდან ვერ მივხვდი ვისი ხმა იყო, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ მე ვყვიროდი. – კრისტინას ლამაზი სახე მთლიანად სისხლით იყო მოთხვრილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები