| ავტორი: კეტ1996 ჟანრი: პროზა 3 იანვარი, 2013 |
მას შემდეგ, რაც აღელვებული კრისტინა დავამშვიდე და შევპირდი, რომ მოგვიანებით ყველაფერს ავუხსნიდი, კვლავ საავადმყოფოს მიმღებში გადავინაცვლე. იქ კახა იყო. -როგორაა? – მკითხა მან. -დღევანდელი დღიდან მხოლოდ ის ახსოვოს როგორ შევიდა საპირფარეშოში მაკიაჟის გასაკეთებლად. -სხვა არაფერი ახსოვს? -არა, საერთოდ არაფერი. – სასოწარკვეთილებამ შემიპყრო და თვალებიდან ცრემლები ჩამომცვივდა. -კარგი ანა, ნუ ინერვიულებ რაა... – მითხრა კახამ და გულზე მიმიკრა. -როგორ არ ვინერვიულო, ლამის მოვკალი... – ძვლივს ამოვილაპარაკე. აშარად ისტერიკა მიპყრობდა. -დაწყნარდი, წამოდი ექიმის კაბინეტში შევიდეთ. – კახამ ხელი მომხვია და დერეფნის ბოლოსკენ წამიყვანა. შევედი თუ არა კაბინეტში, მაშინვე შემიპყრო დაბნეულობამ და შიშმა. -კახა... რა უნდა ვუთხრა? -რასთან დაკავშირებით? – როგორ თუ რასთან დაკავშირებით? -მომხდართან, ყველაფერთან, მან თავი დაარტყა, რადგან მე ვკარი ხელი... როგორ უნდა ავუხსნა? -არ ვიცი ანა, ეს შენი გადასაწყვეტია. – მისი სიტყვებიდან აზრი ვერ გამოვიტანე. -ვერ ვხვდები... რა არის ჩემი გადასაწყვეტი? -შეგიძლია უთხრა, რომ სააბაზანოში დაეცა, მას მაინც არაფერი ახსოვს, ნაკაწრებზეც მოვიფიქროთ რამე... -არა კახა! ეს უსამართლობაა, მან სიმართლე უნდა იცოდეს. – არ მინდოდა ერთადერთი მეგობრის მოტყუება. -მომისმინე ანასტასია. სიმართლეს ვერ ეტყვი, რა უნდა უთხრა? ეტყვი, რომ ტუალეტში ვიღაც თავს დაესხა და დაკაწრა, შემდეგ თვითონ დაგესხა თავს და ბავშვის მოკვლის მცდელობისას თავი გაუტეხე? ეს უნდა უთხრა?! -არ ვიცი, მისი მოტყუება არ მინდა. – უნდა დავმშვიდებულიყავი, ნელ-ნელა მეც მივდიოდი იმ აზრამდე, რომ კრისტინას სიმართლეს ვერ ვეტყოდი. მითუმეტეს, რომ მეც ვერაფერი გავუგე მომხდარს. -არც მოატყუებ, უბრალოდ უთხარი, რომ არ იცი ვინ დაესხა თავს, უბრალოდ სააბაზანოში რომ შეხვედი ის იატაკზე ეგდო თავგატეხილი და დაკაწრული. -შენი აზრით დამიჯერებს? – ძალიან ვღელავდი. -აი ნახავ, დაგიჯერებს, ის შენ გენდობა. – ამ სიტყვების გაგონებაზე თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი.
***
უცნაური შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ კრისტინა სახლში წამოვიყვანეთ. ის ვუთხარით, რაც კახამ მირჩია. მართალია კრისტინა დაეჭვდა, მაგრამ მომხდარს სხვა ახსნა ვერ უპოვა და საბოლოოდ დამიჯერა. ერთადერთი რაც მაწუხებდა ის იყო, რომ ყოველ ღამეს კრისტინას ოთახიდან მისი ტირილის ხმა გამოდიოდა. დილაობით ვეკითხებოდი მომხდარის შესახებ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აღმოჩნდებოდა, რომ საერთოდ არ ახსოვდა თავისი ღამეული კოშმარები. ყოველ დილას მე და კრისტინა სამსახურებში წასვლამდე ერთად ვსაუზმობდით, თან ვჭორაობდით. მე მუდამ ვცდილობდი მისთვის ტირილის მიზეზი მეკითხა. ერთ დღეს კი თვითონ დამისვა ძალიან უცნაური შეკითხვა. -ანა, ხომ არ იცი აქ ჩვენამდე ვინ ცხოვრობდა? – ამ კითხვამ საკმაოდ გამაოცა. -არა კრის, რატომ მეკითხები? -ისე, მაინტერესებს. იქნებ მარიამმა იცის? – კრისტინამ მიმოიხედა, ალბათ მარიამს ეძებდა. -მარიამ! – მე დავუძახე. -დიახ ქალბატონო, - გამოჩნდა სამზარეულოდან. – მეძახდით? -მარიამ, კრისტინას აინტერესებს აქ ჩვენამდე ვინ ცხოვრობდა, შენ ხომ აქ დიდი ხანია მუშაობ? სახლის წინა პატრონს იცნობდი? – მარიამს ამ კითხვის გაგონებაზე სახე შეეცვალა. ნეტა რატომ? -მარიამ? – წავაქეზე, რადგან ხმას არ იღებდა. -ქალბატონო, აქ თქვენამდე ერთი გოგონა ცხოვრობდა. -შემდეგ? – ჩემი პროფესია ინტერესს მმატებდა და კითხვების დასმაში ხელს მიწყობდა. -შემდეგ გადავიდა... -მარიამ, იმ დღეს, სახლი რომ ვიყიდეთ მე და კახას გვითხარი, რომ ამ სახლში გოგონა ცხოვრობდა და ახლა მას საკუთრების უფლება აღარ აქვს, რატომ? – ნეტა ამით აქამდე რატომ არ დავინტერესდი? -იცით, გოგონა დაიჭირეს. – გაუბედავად მიპასუხა მარიამმა. მე კი სუნთქვა შემეკრა. -რატომ, რა დააშავა? – მართლაც საინტერესო იყო. -ბავშვს დაესხა თავს. მოკვლას უპირებდა. რამდენადაც ვიცი სასამართლოდმ დაადგინა, რომ გიჟი იყო. მგონი ახლა ფსიქიატრიულ კლინიკაშია. -შეგიძლია მაგ გოგოს სახელი და გვარი მითხრა? ან ის თუ იცი რომელ კლინიკაშია? – ნეტა რატომ დამაინტერესა ამან? -დაგიწერთ ქალბატონო და წასვლამდე მოგაწვდით მაგ ინფორმაციას. -მადლობა მარიამ. – ქალი გაბრუნდა, მაგრამ იმ წამსვე კვლავ შემობრუნდა და თვალებში ძალიან უცნაურად შემომხედა. -ქალბატონო... არამგონია მაგ საქმის ამოქექვა ღირდეს. – თხოვნასავით ჟღედა, მაგრამ რატომღაც ამ თხოვნამ მე გამაღიზიანა. -მე უკეთ ვიცი რა ღირს და რა არა! – ისეთი ტონით ვუთხარი, რომ აშკარად შეეშინდა. თან მარტო მას არა. -რა დაგემართა? – გაოცდა კრისიც. -არაფერი, წავალ ჩავიცვამ. მე ოთახში ავედი. წასვლამდე მარიამმა ფურცელი მომცა, სადაც ჩემთვის საჭირო ინფორმაცია იყო. დავხედე თუ არა ფურცელს, მაშინვე მივხვდი სადაც უნდა მავსულიყავი...
***
ნახევარ საათში უკვე ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიყავი და პალატის კარის გაღებას ველოდი, რომ ჩემი სახლის ყოფილი პატრონის ოთახში შევსულიყავი. დიდხანს ლოდინი არც დამჭირვებია, კარი მალევე გამიღეს. შევედი თუ არა, მაშინვე წავაწყდი უკვე კარგად ნაცნობ თვალებს ნაკლებად გაკვირვებულ სახეზე. გადავწყვიტე მივსალმებოდი. -გამარჯობა ნატალი! – ეს ის გოგონა იყო ჩემი პირველი და საკმაოდ წარმატებული სასამართლო პროცესიდან საგიჟეთში რომ გავგზავნე. -ქალბატონო ანასტასია? არ მეგონა თუ ისევ შევხვდებოდით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. დიდი მადლობა :) დიდი მადლობა :)
4. მომილოცნია ახალი წელი, გისურვებ სიხარულს , ბედნიერებას, წარმატებებს და წინსვლას სამწერლო მოღვაწეობაში. მომილოცნია ახალი წელი, გისურვებ სიხარულს , ბედნიერებას, წარმატებებს და წინსვლას სამწერლო მოღვაწეობაში.
3. "ნახევარ საათში ფ ს ი ქ ი ა ტ რ ი უ ლ კლინიკაში ვიყავი" ეს ის გოგონა იყო ს ა გ ჟ ე თ შ ი რომ გავაგზავნე" "ნახევარ საათში ფ ს ი ქ ი ა ტ რ ი უ ლ კლინიკაში ვიყავი" ეს ის გოგონა იყო ს ა გ ჟ ე თ შ ი რომ გავაგზავნე"
1. საინტერესოა როგორც ყოველთვის. ველოდები გაგრძელებას. აღარაფერს ვამბობ ინტრიგაზე :))))))))) საინტერესოა როგორც ყოველთვის. ველოდები გაგრძელებას. აღარაფერს ვამბობ ინტრიგაზე :)))))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|