 | ავტორი: უფლისციხე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 29 დეკემბერი, 2012 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
„რა ენა წახდეს, ერი დაეცეს“ ილია
თემა, რომელიც ყოველი ჩვენთაგანის მამოძრავებელი ღერძი, ყოფიერების არსი და სიცოცხლის (და არა არსებობის) მთავარი ხაზი უნდა იყოს, არ შეიძლება (არ შეიძლება მეთქი !) მიჩრდილული და მივიწყებული განისვენებდეს! „ილაპარაკეთ მე თქვენა გთხოვთ ოღონდ ქართულად, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ !...“ - განა მხოლოდ ქართველებს გვევედრებოდა გალაქტიონი?! განა „გაქართველებულ“ ეთნიკურ უმცირესობებსაც (გნებავთ, ალაგ-ალაგ, უმრავლესობებსაც...) არ უნდა მიეღოთ დიდი პოეტის „დიდი შეგონება“ ?! მაგრამ, ვაი უბედურო საქართველო... ვაი, რომ მხოლოდ ისინი არ აბინძურებენ წინაპართაგან (გაწმენდილ კი არა) გ ა ნ წ მ ე ნ დ ი ლ ენას მაცხოვრისას... თითქმის ყოველ დილით, დილის მზით გახალისებული და გაცოცხლებული რომ უბანში ჩამოვივლი „ბირჟაზე“ დაყუდებულ ბიჭებს შევძახებ ხოლმე - „ბიჭებს გაუმარჯოს ! - როგორ ხართ, როგორ?...“ და... შევცქერი, და... ველოდები, გაურკვეველი: - წარმომავლობის; - თესლის; - ჯიშის; - მოქალაქეობრივი განწყობის; - მორალის; - ეთიკის; - ზნეობის; - აღმსარებლობის; - გონიერების; - სახელის; - გვარის; ...და ბოლოს (ძალაუნებურად), უჯიშო ნაირსახეობათა ხროვის პასუხს და როგორც ვადაგასული ძრავიდან კუპრივით შავი, მყრალი და გულისამრევი გამონაბოლქვი, ისე სტყორცნის ხოლმე რამოდენიმე მათგანი შესაგებებელს - „ზდაროვა ბრატ !“... იქ და იმ წუთას იკარგება ჩემი: - საუკეთესო სურვილები; - ღიმილი; - ალტრუიზმი (ნუ რათქმაუნდა რამდენადაც გამაჩნია იმდენი...); - ტოლერანტობა; - სხვა სიკეთენი. ასეთ წუთებში „დიდი ფიურერის“ „განწმენდის გეგმა“ მახსენდება და მსურს, უკიდეგანოდ მსურს, მემილიარდედი სიზუსტით მოვიძიო და შევაგროვო საზოგადოების ეს „მძიმე ფენა“ და გემით „სამკურნალოდ“ გავამწესო სადღაც, წყნარიოკიანეთისაკენ არსებულ, რომელიღაც კუნძულზე.... ზედმეტი მომდის?... არა, ჩემო ძვირფასებო, არა და არა! ...და მაინც, თუ მე ვტყუვარ, მაშ მიპასუხეთ: - ვინ და რანი გაიზრდებიან (კი არ აღიზრდებიან (აღზრდას ვინ ჩივის...)) მათი შვილები?; - რა ფასეულობებითა და ღირებულებებით ისულმდგმულებენ?!; - მიპასუხეთ ! როცა ჩემს მშობლებს შევჩივლებ ხოლმე ამ გულისტკივილს, ისინი მუდმივად მახსენებენ, რომ „ლევან, ეს უფლის ნიშანია - აი ესენი და აი შენ, ღმერთი არ გაგიწყრეს და შენც მათნაირი არ გახდეო!...“ ერთი მხრივ, მე მათ (ჩემს მშობლებს) უპირობოდ ვეთანხმები... მაგრამ: - როგორ, რა გულმა უნდა გაგიძლოს, როცა ეს სიბინძურე შენი ყოველდღიურობის განუყოფელია?!; - განა ამოდ მასწავლიდნენ, რომ სადღაც შორეულ საუკუნეებში ჩაკარგული შუმერების ენაშიც კი შეიმჩნეოდა ნათესაური კავშირი ქართულ სიტყვასთან?! - განა არ არის ჭეშმარიტების თუნდაც ერთი მარცვალი იმაში , რომ დღეს, აპენინზე, ბასკები გვეუბნებიან, რომ ჩვენ ერთნი ვართო (სხავთა შორის, არსებობს აზრი, რომელიც ირწმუნება, რომ ისინი (ბასკები) იმერეთიდან წასული ჩვენებურები არიან...)?! მე (ჯერ-ჯერობით) სამწუხაროდ არ ვიცი რა მოვუხერხო ამ (ეროვნულ) თავსატკივარს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა და რამხელა ძალა უნდა ვიღონოთ სოციალური ქსელებიდან გადმოქართულებული სლენგების მოსასპობად. გამოფხიზლდით, მომეხმარეთ, თითოეულმა საკუთარ გონებაში გაიანალიზეთ ეს პრობლემა და მოიქეცით ისე, როგორც თქვენი (ქართული) გული გეტყვით. ფარნავაზის, დავითიან-თამარიანის, ვაჟას, ილიასა და აკაკის ენას დღეს სატკივარი აქვს მოუშუშებელი, რომელიც გადაგვარებასა და გადაჯიშებას უპირებს მას - გამოვიბერტყოთ ყურები! რისი თქმა გვინდა და რას ვერ ვამბობთ ქართულად?! რა სათქმელია იმისთანა, რომ ქართულად ვერ გამოითქმის?! რა ჯიშმა დაგვძლია და დაგვიტანა?! ვინ ვართ - რაზე ვაწერთ ხელს?!...
..............................................................................................................................................
ჩემო ენაო, საარაკო ენავ ქართულო, უთქმელის გამომთქმელო და მზეზე მეტწილი სითბოთი გაჟღენთილო სიტვაო მადლიანო - გეფერები და გ ე ლ ო ლ ი ა ვ ე ბ ი !!! - მიყვარხარ და იმიტომ !...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. გილოცავ შობა-ახალ წელს! გილოცავ შობა-ახალ წელს!
6. ბლაგვო, მე მგონი სხვანაირად გესმის რაღაცეები... ან/და, სხვა, მკაფიოდ განსხვავებული აზრის დაფიქსირების სურვილი გღრღნიდა - ეგააა და ეგ... ბლაგვო, მე მგონი სხვანაირად გესმის რაღაცეები... ან/და, სხვა, მკაფიოდ განსხვავებული აზრის დაფიქსირების სურვილი გღრღნიდა - ეგააა და ეგ...
5. როგორც კრიტიკა პუბლიცისტიკა არაფრად ვარგა...
გულისტკივილი გასაგებია.. არუთინოვის თქმისა არ იყოს.. კონკრეტული გეგმაზე გესაუბრათ ჯობდა.. უბრალო გააზრებით ეს საქმე არ გამოვა.. ეს პრობლემა არ დაწყებულა გუშინ..
საკითხავია არის თუ არა ეს საერთოდ პრობლემა.. თუ ქართული ენის ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ რომ საკმაოდ ბევრჯერ განიცადა ტრანსფორმაცია და შესაძლოა ახლაც ამ პროცესში ვიყოთ... თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ქართულს ვკარგავთ.. ენა ვითარდება იბადება ახალი სიტყვები..ტრანსფორმირდება ამ სიტყვების ქართული აზროვნება და ინახება. ილექება ძველი რომელიც შესაძლოა ჩვენ რომ ქართული გვეგონა, იყოს ძველ შუმერული ან ეგვიპტური, ან სულაც სპარსული და ბერძნული... ასე რომ ჯერ ისიც გამოსაკვლევია რომელია ჭესშმარიტად ქართული სიტყვები?
მოკლედ როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს პრობლემა გუშინ არ დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება.. როგორც კრიტიკა პუბლიცისტიკა არაფრად ვარგა...
გულისტკივილი გასაგებია.. არუთინოვის თქმისა არ იყოს.. კონკრეტული გეგმაზე გესაუბრათ ჯობდა.. უბრალო გააზრებით ეს საქმე არ გამოვა.. ეს პრობლემა არ დაწყებულა გუშინ..
საკითხავია არის თუ არა ეს საერთოდ პრობლემა.. თუ ქართული ენის ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ რომ საკმაოდ ბევრჯერ განიცადა ტრანსფორმაცია და შესაძლოა ახლაც ამ პროცესში ვიყოთ... თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ქართულს ვკარგავთ.. ენა ვითარდება იბადება ახალი სიტყვები..ტრანსფორმირდება ამ სიტყვების ქართული აზროვნება და ინახება. ილექება ძველი რომელიც შესაძლოა ჩვენ რომ ქართული გვეგონა, იყოს ძველ შუმერული ან ეგვიპტური, ან სულაც სპარსული და ბერძნული... ასე რომ ჯერ ისიც გამოსაკვლევია რომელია ჭესშმარიტად ქართული სიტყვები?
მოკლედ როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს პრობლემა გუშინ არ დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება..
4. კარგია, რომ გაწუხებს მშობლიური ყველაფერი და ხმამაღლაც ამბობ, გასაგებია კი ყველაფერი გასაგებია! კარგია, რომ გაწუხებს მშობლიური ყველაფერი და ხმამაღლაც ამბობ, გასაგებია კი ყველაფერი გასაგებია!
3. ,,ვტყუვარ'' არა სწორია, ,,ვსტყუი'' სწორი ფორმა...
ჩემო ენაო, საარაკო ენავ ქართულო, უთქმელის გამომთქმელო და მზეზე მეტწილი სითბოთი გაჟღენთილო სიტვაო მადლიანო კარგი სიტვებია:)
გეთანხმები, მაგრამ მარტო ეს არაა პრობლემა, ძალიან ბერვი პრობლემაა მოსაგვარებელი, ,,სულ გადაჯიშდა ქართველი ერი''... ,,ვტყუვარ`` არა სწორია, ,,ვსტყუი`` სწორი ფორმა...
ჩემო ენაო, საარაკო ენავ ქართულო, უთქმელის გამომთქმელო და მზეზე მეტწილი სითბოთი გაჟღენთილო სიტვაო მადლიანო კარგი სიტვებია:)
გეთანხმები, მაგრამ მარტო ეს არაა პრობლემა, ძალიან ბერვი პრობლემაა მოსაგვარებელი, ,,სულ გადაჯიშდა ქართველი ერი``...
2. "განა მხოლოდ ქართველებს გვევედრებოდა გალაქტიონი?!"... გალა-კ-ტიონი... ასე წერდა გალა თავის სახელს... :)
მესმის შენი გულისტკივილი... მაგრამ "ზდაროვა, ბრატ", - მხოლოდ და მხოლოდ "გაგიმარჯოს, ძმაო"-ს ნიშნავს და არაფერ სხვას! არ მოგვწონს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსულია? რატომ? რა დაგიშავა თავად რუსულმა ენამ?
სიმართლე გითხრა, მე ის უფრო მაღიზიანებს, როცა ქართველები "ჩიქორთული ქართულით" მეტყველებენ და მართლწერისა და გრამატიკის ცოდნას - ცოდვად გითვლიან!... როცა ლიტერატორები ლიტერატურულ საიტზე სიტყვებში დაშვებულ შეცდომებზე უკრავენ ტაშს და ქართული ენის გამართულად ცოდნის გამო, ლამის, მასხრად გიგდებენ!... როცა "დიდი მწერლები" პირად შეურაცხყოფად ღებულობენ შეცდომებზე მითითებას და მერე ყველანაირად ცდილობენ, მათაც შეურაცხყოფა მოგაყენონ ისე, რომ არც კი დაფიქრდნენ, - იქნებ და ჩვენვე ვცდებოდითო?...
სრულიად გეთანხმები: მოვუაროთ ქართულ ენას, დავიცვათ და გვიყვარდეს ის, მაგრამ სხვა ენის შეურაცხყოფის კი არა, საკუთარი, უმდიდრესი და ულამაზესი ქართული ენის ცოდნის ხარჯზე!
და ბოლოს: "რისი თქმა გვინდა და რას ვერ ვამბობთ ქართულად?! რა სათქმელია იმისთანა, რომ ქართულად ვერ გამოითქმის?! რა ჯიშმა დაგვძლია და დაგვიტანა?! ვინ ვართ - რაზე ვაწერთ ხელს?!..."
პატივისცემით,
"განა მხოლოდ ქართველებს გვევედრებოდა გალაქტიონი?!"... გალა-კ-ტიონი... ასე წერდა გალა თავის სახელს... :)

1. ვისურვებდი, წერილი უფრო საქმიანი ყოფილიყო, როგორც ჩემ ბავშვობაში გადიოდა მოკლე სარეკლამო ჭრილი: ,,შეცდომაა... სწორია..." ანუ კონკრეტული მაგალითები მოგეყვანათ და სწორი ვარიანტებიც შემოგეთავაზებინათ. ასე უფრო იმუშავებდა. ისე კი ,,განწმენდილი ენა" სამწუხაროდ აღარ არის დღეს ქართული. მასთან შეხება ვისაც მოენატრა, ,,ვეფხისტყაოსანს" უნდა მიუბრუნდეს. დღევანდელი ქართული სხვადასხვა დიდი ენების გავლენის ქვეშაა და სიტყვათა მარაგის მხოლოდ 40%-ღა თუ იქნება ,,ენა მაცხოვრისა". ამაში დამნაშავეებს კი შორს ნუ დავუწყებთ ძებნას, ეს ჩვენი ბრალია, გვიყვარს სლენგის და მოდური ტერმინების ატაცება. ვისურვებდი, წერილი უფრო საქმიანი ყოფილიყო, როგორც ჩემ ბავშვობაში გადიოდა მოკლე სარეკლამო ჭრილი: ,,შეცდომაა... სწორია..." ანუ კონკრეტული მაგალითები მოგეყვანათ და სწორი ვარიანტებიც შემოგეთავაზებინათ. ასე უფრო იმუშავებდა. ისე კი ,,განწმენდილი ენა" სამწუხაროდ აღარ არის დღეს ქართული. მასთან შეხება ვისაც მოენატრა, ,,ვეფხისტყაოსანს" უნდა მიუბრუნდეს. დღევანდელი ქართული სხვადასხვა დიდი ენების გავლენის ქვეშაა და სიტყვათა მარაგის მხოლოდ 40%-ღა თუ იქნება ,,ენა მაცხოვრისა". ამაში დამნაშავეებს კი შორს ნუ დავუწყებთ ძებნას, ეს ჩვენი ბრალია, გვიყვარს სლენგის და მოდური ტერმინების ატაცება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|