 | ავტორი: თოლიგე ჟანრი: პოეზია 30 დეკემბერი, 2012 |
წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გზაო, უგზოვ და მთიანო, მზეო, იმედო ხვალის, ამ ცისკენ უნდა ვიარო, ვატარო ვაზის ჯვარი! ქვეყნად ქროლისგან დაღლილო, ქარო, ქცეულო სიოდ, ლოცვავ, სიზმარშიც ნამდვილო, დილამდე უნდა გდიო. სადღაც, ღრუბლების გადაღმა, ერთი ქვეყანა არი, სადაც ცამეტმა ქადაგმა ცამეტი ზიდა ჯვარი. მე კი ათასჯერ დაგლოცავ, წყაროვ, ნასვამო პეშვით. უფლის ხმა ღრუბლებს გამოსცდა ივერთა ქვეყნის მთებში. ჩემთვის ქცეულა სამშობლოდ, მე _ მოვვლენივარ მშობლად, კურთხეულ ქვეყნის საობლო ბედისკვერების მცხობლად. მთაში ხანჯალი ავლესე, ფერი ვაწურე ნართავს, ბარში ვაზს მივუალერსე და ხორბლის მწიფე თავთავს. სანამ მზე დაიღამებდა, ცეცხლის ალს სცემდნენ თაყვანს, სანამ უფალი გამეფდა, სწირავდნენ გაცს და არმაზს _ სულიც ხომ უნდა დაღვინდეს, როგორც ცრემლები ვაზის... ჩემს კეთილშობილ მასპინძელს მხარზე მიმინო აზის, მოუწევს რწმენით ეახლოს სიწმინდეს ღვთის და კაცის, უფლისად ლოცვით შეახოს ბაგე უწმინდეს ბარძიმს.
მოვდივარ, სისხლის ცრემლი მდის, ეს მერამდენედ მოველ! რწმენის და მიტევებისთვის უფალი ჩემში ვპოვე, ვანთებ, თუმც ზოგჯერ უალოდ, ღვთით მირონცხებულ კანდელს და ჩემი ლოცვა, უფალო, იცავს ქვეყანას ნათელს. აქ სიყვარული მკურნალი ვისწავლე თმენით მშობლის, სულში ვუცოცხლე უფალი ერს, რწმენით ახლად შობილს. და დავანათლე განდგომილს ფლობა სულიერ განძთა და ჯვარცმისა და აღდგომის ასიათასჯერ განცდა. როცა ამ ბუდის არწივი ამაყად უფრენს ამ მთებს, ასკილისფერი აპრილი გაზაფხულის მზეს ანთებს და ერი როს ღვთისმოსავი აღდგომის ღამეს ათევს, ასიათასი მოწამის საშვილიშვილო ნათელს სულით ატარებს უხილავს და სანთელივით იწვის, უფალი ჯერ არ უხილავს, მოწმეა უფლის სიბრძნის _ მკვდრეთით აღსდგება ლაზარე, ტაძარში ექო ისმის ვაზის ჯვარივით ნატარებ ჯერ ამოუთქმელ სიტყვის. ძველს გაპოვნინებს საუნჯეს მუდამ ძიება ახლის... საუკუნეებს გაუძლებს პატარა ბუჩქი მაყვლის. მე კი ვლოცავდი ნიადაგ, დღესაც ვლოცულობ მათთვის, უფლის ნათელი მიადგა უწმინდეს ტაძრებს ქართვლის. დილით ხატის წინ დაჩოქილს ვინ დამავიწყდა, ნეტავ, ვისი ნატვრა და ნათრთოლი მაქვს მისატანი ღმერთთან?!. მადლი ანთებულ კელაპტრის ჭირშიაც უნდა გწამდეს, ქალი დედაა ყველასთვის, როცა ღმერთს უნთებს სანთელს!
სანთელი, უფლის ნაკურთხი, აქ ჩაუმქრალად ენთო, ღვთისმშობლის წილხვედრ ამ კუთხეს კალთას ვაფარებ, ღმერთო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ჭა, ფლე-ში, შენი ლუ, ია ჯიათელი, მანანა ქურდაძე _ დიდი მადლობა! :) ჭა, ფლე-ში, შენი ლუ, ია ჯიათელი, მანანა ქურდაძე _ დიდი მადლობა! :)
6. მშვენიერია ++ მშვენიერია ++
5. ყველას გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერების, სიმშვიდის და სიკეთის წელი ყოფილიყოს, შემოქმედებითი წარმატებები დაგბედებოდეთ! ყველას გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერების, სიმშვიდის და სიკეთის წელი ყოფილიყოს, შემოქმედებითი წარმატებები დაგბედებოდეთ!
4. სანთელი, უფლის ნაკურთხი, აქ ჩაუმქრალად ენთო, ღვთისმშობლის წილხვედრ ამ კუთხეს კალთას ვაფარებ, ღმერთო! სანთელი, უფლის ნაკურთხი, აქ ჩაუმქრალად ენთო, ღვთისმშობლის წილხვედრ ამ კუთხეს კალთას ვაფარებ, ღმერთო!
2. მე აქ დავბრუნდები. მე აქ დავბრუნდები.
1. ეს არის ლექსი ლოცვა...და მე ძალიან მომწონს...5 უფრო კი იმიტომ მომწონს... ვიცნობ ამ ადამიანს და დარწმუნებული ვარ თითოეული ფრაზა გულიდან წამოსული და ნამდვილია...:-*
"ქალი დედაა ყველასთვის, როცა ღმერთს უნთებს სანთელს!" ზუსტი ნატქვამია..:-*
ეს არის ლექსი ლოცვა...და მე ძალიან მომწონს...5 უფრო კი იმიტომ მომწონს... ვიცნობ ამ ადამიანს და დარწმუნებული ვარ თითოეული ფრაზა გულიდან წამოსული და ნამდვილია...:-*
"ქალი დედაა ყველასთვის, როცა ღმერთს უნთებს სანთელს!" ზუსტი ნატქვამია..:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|