ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალუმინა1
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2012


რამდენს გავიძლო

ო ღმეთო ჩემო რამდენს გავუძლო
გულმა რაღ ქნას ამდენი დარდით
სიძულვილმა რომ ტრფობას გაუსწრო
ქუჩაში გოგო ვერ ვნახე ვარდით
გადამერია გული ვეღარ ძლებს
ეჰ როგორ თოვდა გუშინწინ ღამე
ფულის სიმდიდრით კაცი ვერ გაძღეს
სავსე მუცელი იძახდეს ჭამე
აღარ ეტევა ტკივილი გულში
აღარც სიყვარულს არააქვს ფასი
როცა მდიდარი ცურავდა ფულსში
წყლით ქონდა სავსე ძვირფასი თასი
გაკივის გარეთ ჭოთი მაყრუებს
ბულბულმა თქვა რომ არ მსურს გალობა
ვეღარც სიმთვრალე ვეღარ მაბრუებს
ცოდვამ დაახჩო ღმერთის წყალობა
ისევ ვატარებ მე ხალხის სევდას
გედიც კვდება და უგულოდ მღერის
ხალხი აგინებს საკუთარ დედას
და სხვის ლანძღვაზე ბოდიშებს ელის
დამთავრდება თუ ეხლა იწყება
ვერ დამაჯერებ არ მინდა ფიცი
მინდა ყველაფრის გადავიწყება
ხალხის ტკივილი ისედაც ვიცი
დავიწყებია ვიღაცას დედა
აღარც კი ახსივს ვინ შობა რისთვის
თავჩაღუნულმა რომ გაიხედა
დედაო უთქვამს უსეცრად სხვისთვის
რატომ არსებობს ვინ იცის ღამე
მზე რატომ ფანტავს წყვდიადის ლანდებს
რატომ ხართ ჩუმად მითხარით რამე
მინდა უსიტყვოდ გრძნობები ჩანდეს
ლექსი ტკივილმა დამაწერია
თან მერამდენედ ვერც კი დავთვალე
მე როგორ გითხრათ აქ რა წერია
მაგრამ ამის თქმა ასე ჩავთვალე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს