 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 27 ოქტომბერი, 2008 |
ძნელია ქვეყნად ვინმემ გაგრიყოს, ფურცლებს შევყურებ უკვე წლებია, ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს ხშირად წერტილიც მომნატრებია.
მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით, სიპატარავით უფრო მანცვიფრებს, ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი, ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს.
ცხოვრება რაა?!-უცებ გაგთელავს! იმედი რაა?!-ისიც გაგწირავს! იფრინა როგორც ციცინათელამ, ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.
უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა, უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა, ახლა უბრალო აზრიც მისხლტება, ახლა პატარა სიოც მერევა.
რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები, დაშვებულია, როგორც ნიჩბები, მოჩვენებითი ბედნიერებით, გაურკვეველი კითხვის ნიშნებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით, სიპატარავით უფრო მანცვიფრებს, ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი, ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს!!!!!!!!! მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით, სიპატარავით უფრო მანცვიფრებს, ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი, ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს!!!!!!!!!
28. მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით, სიპატარავით უფრო მანცვიფრებს, ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი, ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს.
55555555555555 მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით, სიპატარავით უფრო მანცვიფრებს, ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი, ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს.
55555555555555
27. ძალიან კარგია....... ძალიან კარგია.......
26. ბატონო სოსო, სრულიათ შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემი მოსწავლის, ნათია ნადირაძის მამა და მე ერთ პორტალზე ვართ:) შესანიშნავი ლექსები გაქვთ, ძალიან მომეწონა:) ბატონო სოსო, სრულიათ შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემი მოსწავლის, ნათია ნადირაძის მამა და მე ერთ პორტალზე ვართ:) შესანიშნავი ლექსები გაქვთ, ძალიან მომეწონა:)
25. ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს ხშირად წერტილიც მომნატრებია. ..... .... .... ახლა პატარა სიოც მერევა. - ვერ მოგერევაააააააააააა!!!!!!!!! მომწონს ეს ლექსი:)
ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს ხშირად წერტილიც მომნატრებია. ..... .... .... ახლა პატარა სიოც მერევა. - ვერ მოგერევაააააააააააა!!!!!!!!! მომწონს ეს ლექსი:)
24. უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა, უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა, ახლა უბრალო აზრიც მისხლტება, ახლა პატარა სიოც მერევა.
ბრავო :) უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა, უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა, ახლა უბრალო აზრიც მისხლტება, ახლა პატარა სიოც მერევა.
ბრავო :)
23. მე ძალიან მიყვარს ეს კაცი! მე ძალიან მიყვარს ეს კაცი!
22. მომწონს ეს ლექსი. სოსო, არ გეწყინოს, მაგრამ... არ უნდა წაგეშალა! იმათ წისქვილზე დაასხი წყალი. ლექსი მომწონს. 10 მომწონს ეს ლექსი. სოსო, არ გეწყინოს, მაგრამ... არ უნდა წაგეშალა! იმათ წისქვილზე დაასხი წყალი. ლექსი მომწონს. 10
21. ძალიან გამიხარდა თქვენი დაბრუნება :)
რაც თქვენ გჭირთ კი ნამდვილ პოეტთა ხვედრია ;) ძალიან გამიხარდა თქვენი დაბრუნება :)
რაც თქვენ გჭირთ კი ნამდვილ პოეტთა ხვედრია ;)
20. სევარიონ ძმაო! მაშინაც გითხარი და ეხლაც გეუბნები დაიკიდე ეგ მათხოვრები!
ერთი გახსოვდეს რო "სანთელ - საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს"! სევარიონ ძმაო! მაშინაც გითხარი და ეხლაც გეუბნები დაიკიდე ეგ მათხოვრები!
ერთი გახსოვდეს რო "სანთელ - საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს"!
19. რა კარგია რომ აქ ხარ ნადარო! რა გითხრა,სასაცილოა ყველაფერი ეს სატირალი რომ არ იყოს. არ მოიწყინო! რა კარგია რომ აქ ხარ ნადარო! რა გითხრა,სასაცილოა ყველაფერი ეს სატირალი რომ არ იყოს. არ მოიწყინო!
18. კარგია ძალიან ბატონო სოსო კარგია ძალიან ბატონო სოსო
17. სოსო, აბა, რამხელა კომენტარი დაგიწერე და სუ წაგისლია და ახლა მოკლედ გეტყვი, რო კარგი პოეტი ხარ და ნუ განიცდი ასე ამ კონკურსების ამბავს. ხო ხედავ, სანდრაც კი მიუღია მაყვალს მწერალთა კავსირში:) ჩიტიშვილის პრემია ,მგონი ,ყველას გაგვიხარდა,ალალი იყოს მანანაზე. და რადგან საქართველოს უმძიმესი დრო უდგას და საომარ მდგომარეობაშია და ათასი უბედურება აქვს მოსაგვარებელი, ლექსი და პრემია სახსენებელიც არ არის, მშვიდობა იქნებოდეს ნეტა...
სოსო, აბა, რამხელა კომენტარი დაგიწერე და სუ წაგისლია და ახლა მოკლედ გეტყვი, რო კარგი პოეტი ხარ და ნუ განიცდი ასე ამ კონკურსების ამბავს. ხო ხედავ, სანდრაც კი მიუღია მაყვალს მწერალთა კავსირში:) ჩიტიშვილის პრემია ,მგონი ,ყველას გაგვიხარდა,ალალი იყოს მანანაზე. და რადგან საქართველოს უმძიმესი დრო უდგას და საომარ მდგომარეობაშია და ათასი უბედურება აქვს მოსაგვარებელი, ლექსი და პრემია სახსენებელიც არ არის, მშვიდობა იქნებოდეს ნეტა...
16. მახსოვს ეს ლექსი, ბრწყინვალეა. მახსოვს ეს ლექსი, ბრწყინვალეა.
15. რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები, დაშვებულია, როგორც ნიჩბები, მოჩვენებითი ბედნიერებით, გაურკვეველი კითხვის ნიშნებით...
:)5 რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები, დაშვებულია, როგორც ნიჩბები, მოჩვენებითი ბედნიერებით, გაურკვეველი კითხვის ნიშნებით...
:)5
14. სააღოლ რაააა. ამაზე კარგი რა უნდა იყოს. 5 სააღოლ რაააა. ამაზე კარგი რა უნდა იყოს. 5
12. არც ერთი კონკურსი არ ღირს გულის ტკენად, ყველამ ვიცით სად რა როგორ ხდება :)
არც ერთი კონკურსი არ ღირს გულის ტკენად, ყველამ ვიცით სად რა როგორ ხდება :)
11. დიდი პოეტი! დიდი პოეტი!
10. ხო,მე ხომ ინტრიგა ძალიან მიყვარს;)...მთელი ''მარილი'' კი ის იყო რომ სანდრა მწერალთა კავშირის წევრია. ასე რომ მწერალთა კავშირიდან მე არ ვუჩქარებდი წამოსვლას:) :) :) ხო,მე ხომ ინტრიგა ძალიან მიყვარს;)...მთელი ``მარილი`` კი ის იყო რომ სანდრა მწერალთა კავშირის წევრია. ასე რომ მწერალთა კავშირიდან მე არ ვუჩქარებდი წამოსვლას:) :) :)
9. მოგიკითხეთ ბატონო სოსო.ეს ლექსი ვიცი..
და რაც შეეხება ვაჟა ოთარაშვილს -არავისზე ნაკლები პოეტი არაა და ეს იმიტომ არა რომ ჩემი მეუღლის მეგობარია!
პატივისცემით,ნინი... წარმატებებ ვუსურვებ ყველა პოეტს.
ლიტერატურული ჯილდოს ქონა კი საზომი პირადად ჩემთვის არასდროს ყოფილა:) მიხარია რომ ლექსები დააბრუნეთ.
მაყვალა გონაშვილი და მზია ხეთაგური გუშინ ვნახე და დიდი გულისტკივილი გამოთქვეს,ვაჟას ლექსები მის შვილს დაუდვია ლიტპორტალზე და სამწუხაროდ ბევრს შეურაცმყოფელი და პიროვნებაზე გადმოსვლითი კომენტარები დაუწერიათ...
რაც შეეხება მანანა ჩიტიაშვილს...შეიძლება მომწონდეს ან არ მომწონდეს პიროვნულად,;)მაგრამ ძალიან კარგი ლექსები აქვს ! მოგიკითხეთ ბატონო სოსო.ეს ლექსი ვიცი..
და რაც შეეხება ვაჟა ოთარაშვილს -არავისზე ნაკლები პოეტი არაა და ეს იმიტომ არა რომ ჩემი მეუღლის მეგობარია!
პატივისცემით,ნინი... წარმატებებ ვუსურვებ ყველა პოეტს.
ლიტერატურული ჯილდოს ქონა კი საზომი პირადად ჩემთვის არასდროს ყოფილა:) მიხარია რომ ლექსები დააბრუნეთ.
მაყვალა გონაშვილი და მზია ხეთაგური გუშინ ვნახე და დიდი გულისტკივილი გამოთქვეს,ვაჟას ლექსები მის შვილს დაუდვია ლიტპორტალზე და სამწუხაროდ ბევრს შეურაცმყოფელი და პიროვნებაზე გადმოსვლითი კომენტარები დაუწერიათ...
რაც შეეხება მანანა ჩიტიაშვილს...შეიძლება მომწონდეს ან არ მომწონდეს პიროვნულად,;)მაგრამ ძალიან კარგი ლექსები აქვს !
8. საინტერესო იქნება :)
დიდი სიამოვნებით დაველოდები
მოგიკითხეთ:) საინტერესო იქნება :)
დიდი სიამოვნებით დაველოდები
მოგიკითხეთ:)
7. იფრინა როგორც ციცინათელამ, ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.
თამუნიკოს კითხვას ვიმეორებ კიდევ......... იფრინა როგორც ციცინათელამ, ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.
თამუნიკოს კითხვას ვიმეორებ კიდევ.........
6. მაშ ასე ძვირფასებო, დამთავრდა კონკურსი რომელმაც ამდენი მითქმა მოთქმა გამოიწვია, მე აღმაშფოთა იმ ფაქტმა რომ ჩემი პროტესტი, ზოგიერთმა ასე ჩათვალა სევარიონი პირველობას ითხოვსო... არა და არა! უბრალოდ თავიდანვე არ მინდოდა კონკურსში მონაწილეობა, ვიცი საქართველოში კონკურსები როგორც ტარდება, მაგრამ ქეთი დოლიძემ მთხოვა ძლიერ ავტორებს მოვუყაროთ ამ კონკურსზე თავი, რომ არ მივცეთ გაყალბების საშუალებაო... მე დავიცავი კონკურსის ყველა წესი, ჩემმა მეგობრებმაც კი არ იცოდნენ რომელ ლესებს ვაგზავნიდი,საქართველოში არაფერი დაიმალება და კონკურსამდე ხუთი დღით ადრე უკვე გავიგეთ კონკურსის შედეგები... გამეცინა და მეტი არაფერი... ცოტა ხანში კი შემთხვევით შევხვდი ამ კონკურსის სულისჩამდგმელს, ლიტერატურული მესხეთის" რედაქტორს, ბატონ ავთანდილს, რომელმაც მითხრა რომ კონკურსი სრული სამართლიანობით ჩატარდა, არ გეწყინოს მაგრამ შენ ვერ მოხვდი პრემიაზე წარდგენილთა შორის, მაგრამ სევარიონ, ახლა წამოვიღე თხუთმეთი ავტორის ლექსები რომელიც პირველ ლედის უნდა გადავცეო, მე მას ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, ნუ მატყუებ ახლა, მანდ ჩემი ლექსები არ იქნებათქო... ბატონმა ავთომ, როგორც პატიოსან მესხს შეეფერება შეურაცყოფად მიიღო ჩემი ნათქვამი, მითხრა როგორ გეკადრება მაგას რომ ამბობო, განზე გადგა და თავის სიმართლეში დარწმუნებულმა ქექვა დაიწყო თხუთმეტ ავტორში, დიდხანს ეძებდა ბატონი ავთო მაგრამ ვხედავდი ნელ-ნელა როგორ ეცვლებოდა ფერი...ბოლოს თქვა დამრჩენიაო და დღესვე გამოვაგზავნინებო! მე ამ ამბავს არ გავახმიანებდი, მაგრამ ბატონი ავთოს სახის მიმიკები და აღშფოთება ბადებდა ეჭვს რომ მან თავისი ხელით ჩადო პაპკაში თხუთმეთი რჩეულის ლექსი სადაც მეც ვიყავი და ვიღაცამ ჩუმად ამოიღო... მე ვუთხარი კიდეც, ჩემს ლექსებს კომისიის წევრები ამოიღებდნენთქო... არაო იფიცებოდა მე დამრჩა და აუცილებლად გადავცემო... მეორე დღეს კბლავ დავურეკე ბატონ ავთოს... და აქაც მან მესხური პატიოსნებით მითხრა დაგვიანDა ჩამოტანა და მაპატიეო...მეც მაპატიეთ ბატონო ავთო... კონკურსი დამთავრდა, პირველი ლედის პრიზი, მინდა ვთქვა რომ სრულიად დამსახურებულად მიიღო დიდებულმა პოეტმა და ქალბატონმა მანანა ჩიტიშვილმა, რომელსაც სულითა და გულით ვულოცავ ამ პრემიას, რაც შეეხება ჟ იურის გაცემულ პრიზს, რომლის ავანგარDშიც ქალბატონი მაყვალა იყო მის პირველ მოადგილეს ვაჟა ოთარაშბილს მიენიჭა... ამ მოვლენამ ორათ გაყო ქართველ პოეზიის მოყვარულთა აზრი, ერთნი ამბობენ როცა კომისიის თავჯდომარე მწერალთა კავშირის ხელმძღვანელია და ამ პრიზს მისი მოადგილე იღებს კითხვის ნიშნები ჩნდებაო... მეორენი კი ამბობენ რომ ბატონი ვაჟა ოთარაშვილი ყველა დროის ყველაზე დიდი პოეტია და ეს პრემიაც ისევე სამართლიანად აიღო, როგორც სხვა დანარჩენებიო... მე სწორედ ამ მეორე მოსაზრებას ვემხრობი, მაგრამ ისიც მინდა ვთხოვო კომისიას რომ როდესაც ისეთი მაღალი და დიადი რანგის შემოქმედი ღებულობს კონკურსში მონაწილეობას როგორიც ბატონი ვაჟაა წინასწარ გაგვაფრთხილონ...რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ნულს უტოლდება სხვა კონკურსანთის შანსი და ოცნება პირველობაზე, მაგრამ სამაგიეროდ ხომ უკვდავება იმ ფაქტითაც გარანტირებული გვაქვს რომ ამადა ამ წელს მასთან ერთად კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, ჰოდა ეს რომ წინასწარ გვცოდნოDა სასურათედ მოვემზადებოდით, სადღესასწაულოდ გამოვეწყობოდით და ასე მოვიდოდით იმ ბედნიერ დღეს როდესაც ამ ბუმბერაზ მწერალს დამსახურებულ ჯილდოს გადასცემდით... უფრო მეტიც, კარგი იქნება თუ მომავალში გასაცემ პრემიებსა თუ ჯილდოებს წინასწარ გადავცემთ ასეთ პოეტებს, მაგრამ ერთი რამე მაინც ვერ გავიგე, თუ ასეტი ბუმბერაზი გყავდათ წარდგენილი პრემიაზე ჩემი ლექსები რატომ გააქრეთ მე ხომ მას ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევდი?
ხვალ უკვე ჩემს კონკურსიდან მოტეხილ ლექსებთან ერთად გამოვაქვეყნებ კონკურსში გამარჯვებულ ლექსებს, რათა თქვენც დარწმუნდეთ როგორ სამართლიანად ჩატარდა კონკურსი... მაშ ასე ძვირფასებო, დამთავრდა კონკურსი რომელმაც ამდენი მითქმა მოთქმა გამოიწვია, მე აღმაშფოთა იმ ფაქტმა რომ ჩემი პროტესტი, ზოგიერთმა ასე ჩათვალა სევარიონი პირველობას ითხოვსო... არა და არა! უბრალოდ თავიდანვე არ მინდოდა კონკურსში მონაწილეობა, ვიცი საქართველოში კონკურსები როგორც ტარდება, მაგრამ ქეთი დოლიძემ მთხოვა ძლიერ ავტორებს მოვუყაროთ ამ კონკურსზე თავი, რომ არ მივცეთ გაყალბების საშუალებაო... მე დავიცავი კონკურსის ყველა წესი, ჩემმა მეგობრებმაც კი არ იცოდნენ რომელ ლესებს ვაგზავნიდი,საქართველოში არაფერი დაიმალება და კონკურსამდე ხუთი დღით ადრე უკვე გავიგეთ კონკურსის შედეგები... გამეცინა და მეტი არაფერი... ცოტა ხანში კი შემთხვევით შევხვდი ამ კონკურსის სულისჩამდგმელს, ლიტერატურული მესხეთის" რედაქტორს, ბატონ ავთანდილს, რომელმაც მითხრა რომ კონკურსი სრული სამართლიანობით ჩატარდა, არ გეწყინოს მაგრამ შენ ვერ მოხვდი პრემიაზე წარდგენილთა შორის, მაგრამ სევარიონ, ახლა წამოვიღე თხუთმეთი ავტორის ლექსები რომელიც პირველ ლედის უნდა გადავცეო, მე მას ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, ნუ მატყუებ ახლა, მანდ ჩემი ლექსები არ იქნებათქო... ბატონმა ავთომ, როგორც პატიოსან მესხს შეეფერება შეურაცყოფად მიიღო ჩემი ნათქვამი, მითხრა როგორ გეკადრება მაგას რომ ამბობო, განზე გადგა და თავის სიმართლეში დარწმუნებულმა ქექვა დაიწყო თხუთმეტ ავტორში, დიდხანს ეძებდა ბატონი ავთო მაგრამ ვხედავდი ნელ-ნელა როგორ ეცვლებოდა ფერი...ბოლოს თქვა დამრჩენიაო და დღესვე გამოვაგზავნინებო! მე ამ ამბავს არ გავახმიანებდი, მაგრამ ბატონი ავთოს სახის მიმიკები და აღშფოთება ბადებდა ეჭვს რომ მან თავისი ხელით ჩადო პაპკაში თხუთმეთი რჩეულის ლექსი სადაც მეც ვიყავი და ვიღაცამ ჩუმად ამოიღო... მე ვუთხარი კიდეც, ჩემს ლექსებს კომისიის წევრები ამოიღებდნენთქო... არაო იფიცებოდა მე დამრჩა და აუცილებლად გადავცემო... მეორე დღეს კბლავ დავურეკე ბატონ ავთოს... და აქაც მან მესხური პატიოსნებით მითხრა დაგვიანDა ჩამოტანა და მაპატიეო...მეც მაპატიეთ ბატონო ავთო... კონკურსი დამთავრდა, პირველი ლედის პრიზი, მინდა ვთქვა რომ სრულიად დამსახურებულად მიიღო დიდებულმა პოეტმა და ქალბატონმა მანანა ჩიტიშვილმა, რომელსაც სულითა და გულით ვულოცავ ამ პრემიას, რაც შეეხება ჟ იურის გაცემულ პრიზს, რომლის ავანგარDშიც ქალბატონი მაყვალა იყო მის პირველ მოადგილეს ვაჟა ოთარაშბილს მიენიჭა... ამ მოვლენამ ორათ გაყო ქართველ პოეზიის მოყვარულთა აზრი, ერთნი ამბობენ როცა კომისიის თავჯდომარე მწერალთა კავშირის ხელმძღვანელია და ამ პრიზს მისი მოადგილე იღებს კითხვის ნიშნები ჩნდებაო... მეორენი კი ამბობენ რომ ბატონი ვაჟა ოთარაშვილი ყველა დროის ყველაზე დიდი პოეტია და ეს პრემიაც ისევე სამართლიანად აიღო, როგორც სხვა დანარჩენებიო... მე სწორედ ამ მეორე მოსაზრებას ვემხრობი, მაგრამ ისიც მინდა ვთხოვო კომისიას რომ როდესაც ისეთი მაღალი და დიადი რანგის შემოქმედი ღებულობს კონკურსში მონაწილეობას როგორიც ბატონი ვაჟაა წინასწარ გაგვაფრთხილონ...რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ნულს უტოლდება სხვა კონკურსანთის შანსი და ოცნება პირველობაზე, მაგრამ სამაგიეროდ ხომ უკვდავება იმ ფაქტითაც გარანტირებული გვაქვს რომ ამადა ამ წელს მასთან ერთად კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, ჰოდა ეს რომ წინასწარ გვცოდნოDა სასურათედ მოვემზადებოდით, სადღესასწაულოდ გამოვეწყობოდით და ასე მოვიდოდით იმ ბედნიერ დღეს როდესაც ამ ბუმბერაზ მწერალს დამსახურებულ ჯილდოს გადასცემდით... უფრო მეტიც, კარგი იქნება თუ მომავალში გასაცემ პრემიებსა თუ ჯილდოებს წინასწარ გადავცემთ ასეთ პოეტებს, მაგრამ ერთი რამე მაინც ვერ გავიგე, თუ ასეტი ბუმბერაზი გყავდათ წარდგენილი პრემიაზე ჩემი ლექსები რატომ გააქრეთ მე ხომ მას ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევდი?
ხვალ უკვე ჩემს კონკურსიდან მოტეხილ ლექსებთან ერთად გამოვაქვეყნებ კონკურსში გამარჯვებულ ლექსებს, რათა თქვენც დარწმუნდეთ როგორ სამართლიანად ჩატარდა კონკურსი...
5. სად არის დანარჩენები? :( სად არის დანარჩენები? :(
4. მომენატრეთ ბატონო სოსო, ძალიან კარგად წერთ, 55555555555! მომენატრეთ ბატონო სოსო, ძალიან კარგად წერთ, 55555555555!
3. თავიდან დავიწყეთ? :) თავიდან დავიწყეთ? :)
1. დანარჩენები სადაა?! დანარჩენები სადაა?!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|