ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო გოცირიძე.
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2013


ნვდბფწკჯჰტლ

შენ ჩვენგან შორს და,
უჩვენობას სუნთქავ წლებია.
ჩვენი თვალებიც შენ არ იცი
სულ სხვა ფერია.
ვეღარც კედელზე ვეღარ ნახავ
ბავშობის სურათს,
რადგან შენ უკვე უჩვენობას
წლებია სუნთქავ.
კუთხეშიც აღარ იმალება
ჩვენი ბავშობა,
რომელიც მორჩა,შენ რატომღაც
ესეც გამოგრჩა.
შენ არ იცი და
დედას ხელებსაც ეცვალათ ფერი,
ჩვენზე ზრუნვამ და ჩვენზე დარდმა
გახადა ხმელი.
მე გეტყვი დედას თვალებიდან
მიცქერდა დაღლა,
მაგრამ ცრემლები არ მინახავს
და ალბათ გაშრა.)
გეტყვი,არ მოსავს ძვირფასი
ბეწვი ან კიდევ კაბა,
მაგრამ არც უნდა,
მათზე ძვირფასი მას სულით დააქვს.
შენ ჩვენგან შორს და,
უჩვენობას სუნთქავ დღე-ღამე,
ჩვენ კი ერთმანეთს ვუნაწილებთ
დარჩენილ ჰაერს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები