 | ავტორი: შენი ლუ ჟანრი: პოეზია 10 იანვარი, 2013 |
-არ დაიღალე? -მკითხა იმედმა ნახე, ჭაღარა შემოგერია, იმ რეალობას ვებრძოდი მუდამ ბოლო დუელში, რომ მომერია. ხედავ? ჭაღარამ მეც გამათეთრა ხელი გამიშვი, შენი გზა ნახე, რადგან ცხოვრებამ ორივეს ზურგზე უკვე მრავალჯერ გადაგვკრა სახრე.
ხელი გამიშვა ჩემმა იმედმა გზაზე დამტოვა, ღმერთო მიშველე! რწმენავ, ხომ დამრჩი ამიტომ შეგთხოვ: დაჭრილი გული შენ გამიმრთელე.
-კარგად მისმინე, -მომიგო რწმენამ გახსოვს? არ გსურდა სანთლის დანთება, ბევრჯერ გითხარი, ქვეყნად მოკვდავი უფლის გარეშე ვერ გადარჩება. ყურს არ მიგდებდი, აჰყევ მირაჟებს, რომლებიც გაქრნენ და ახლა, როცა სულ მარტო დარჩი, ამიტომ გინდა ღვთის სადიდებლად წარმოთქვა ლოცვა, მაგრამ მოკვდავო დაიგვიანე და სხვების მსგავსად უნდა წავიდე!
-არა, გთხოვ რწმენავ, არ მიმატოვო უფალს გაფიცებ, დარჩი, დამინდე. მივმართე რწმენას, მაგრამ წასულა ისე, რომ ყურიც აღარ მათხოვა და გადავწყვიტე, რომ ვსტუმრებოდი ტაძრის კუთხეში დამდგარ მათხოვარს.
-ადამიანო, მჭირდები ძლიერ აღარც რწმენა მაქვს, აღარც იმედი.
-ახლა დაგჭირდი? სად იყავ მაშინ ხურდას, რომ გთხოვდი და არ მისმენდი. მახსოვს, შვილისთვის არ მწონდა პური და დახმარება ვითხოვე როცა არც შემომხედე, ცხოვრებით გართულს მათხოვარისთვის არ გქონდა მოცლა. წადი შენს მდიდარ, მაღალ ფენასთან და იმათ თხოვე ხელის გამოწვდა გზად კი დაფიქრდი თურმე რამდენი ვერ ჩააბარე უფლის გამოცდა.
მანაც დამტოვა, ქუჩას გავყევი ვფიქრობ, ვინ დამრჩა? ვის ვთხოვო შველა? რა უგუნურად გავლიე წლები გავანაწყენე გარშემო ყველა.
-ოცნებავ ჩემო, შენ ხომ არ წახვალ? გთხოვ, ერთად განვლოთ ცხოვრების კიბე.
-ახლა დაგჭირდი? ალბათ მარტო ხარ და ერთადერთიც გაგიხდი იქნებ. მე, შენი გულის მესაიდუმლე და სიყმაწვილის ვიყავ მეგზური, თუმც დამივიწყე და ახლა როცა კიბე კი არა არც საფეხური, აღარ შემორჩა მაგ შენ ცხოვრებას, როდესაც სულში გიდგას ზამთარი შენთან რომ დავრჩები სხვების წინაშე მე არ ვიქნები ალბათ მართალი. უნდა დაგტოვო ადამიანო ვინ იცის, იქნებ მეგზური ჰპოვო, თუმც მეეჭვება, რადგან გიყურებ და ვგრძნობ ეგოიზმს დღესაც კი მონობ.
ზურგი მაქცია, დავცარიელდი მიშველეთ ვინმემ, ტანჯვა მისჯილი სულ მარტო დავრჩი და სწორედ ამ დროს მე დავინახე ჩემი სიკვდილი.
-ადამიანო, აი მოვედი ხედავ? დაგტოვა სუყველა გრძნობამ, მაგრამ აღარ ღირს ცრემლების ფრქვევა უკან მომყევი და ნუღარ ოხრავ. მძიმე ხვედრი მხვდა, ვერავის ვტოვებ ყველა მოკვდავი ჩემი ტვირთია, შენ მე ვერ მგრძნობდი, მაგრამ იცოდე მთელი ცხოვრება, რაც გაგივლია, მუდამ შენს გვერდით ვიყავი, გესმის? ასე მუდამ, ვისაც არ ელი ის მოვა, ჰოდა აი მოვედი სიკვდილი შენი, ვით საყვარელი, მე გაგიმზადებ ახლა სარეცელს ზედ დაასვენე სხეული დაღლილი, ასეც ხომ ხდება, საშიში მტერი, რომ მეგობარი ხდება ნამდვილი.
გაუყვნენ ქუჩას, ერთად და მაინც ორივე მარტო, გრძნობებს ნაკლული, შენ კარგავ რწმენას, როცა უფლის სახლს გულგრილი მზერით, ცივად გარს უვლი.
შენ კარგავ იმედს, როდესაც მხოლოდ დღევანდელობით ცხოვრობ და ფიქრობ, რომ გასაჭირი არ გესტუმრება და უკვდავი ხარ ამ ქვეყნად თითქოს., დროს ისე ფლანგავ და მიგაჩნია, რომ ოცნებები ბანალურია და გავიწყდება, რომ სხეულის შიგნით გრძნობებით სავსე წმინდა სულია.
ისე გიტაცებს შენი ცხოვრება, რომ სხვის ვედრებას ყურსაც არ უგდებ, გვერდით ჩაუვლი და ხურდის ნაცვლად მხოლოდ ცინიკურ მზერას დაუგდებ. მაშინ, როდესაც ბუხართან ზიხარ, ხიდის ქვეშ მამას ჩაუკრავს შვილი, რომ გაიყინა და შენ არც იცი ამაში დიდი მიგიძღვის წვლილი. როდესაც მდიდრულ კერძებს მიირთმევ და დედას მკერდში რძეც კი უშრება, სულ არ გადარდებს უმწეო ჩვილი მოუკვდება თუ გადაურჩება.
კარგავ ყველაფერს, ვერც ამჩნევ ისე და შენ სიკვდილის ცივი ხელები, გრჩება ნუგეშად და მასთან ერთად ბოლო განთიადს შეეგებები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20.
უდიდესი პასუხისმგებლობებით განმსჭვალული ლექსია. +5
უდიდესი პასუხისმგებლობებით განმსჭვალული ლექსია. +5
19. ლუ >>>>>>>>>>>>>><3 ლუ >>>>>>>>>>>>>><3
18. ეს ცხოვრების ერთი სევდიანი პოემაა, მომეწონა , თუმცა გუნებგანწყობილების უკეთესობისკენ შეცვლას გისურვებ! ეს ცხოვრების ერთი სევდიანი პოემაა, მომეწონა , თუმცა გუნებგანწყობილების უკეთესობისკენ შეცვლას გისურვებ!
17. ის სხვაც დააკონკრეტე ბარემ : -) ისე გამეიმა.. ) მიღებულია კომენტარი)) ის სხვაც დააკონკრეტე ბარემ : -) ისე გამეიმა.. ) მიღებულია კომენტარი))
16. რომ ვკითხულობდი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს სხვისი ლექსის ზეგავლენის ქვეშ დაიწერა. რომ ვკითხულობდი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს სხვისი ლექსის ზეგავლენის ქვეშ დაიწერა.
15. ალბათ ყველას თავისებურად ესმის )) ალბათ ყველას თავისებურად ესმის ))
14. "იმედი არასოდეს არ კვდება, ამაში წლეს დავრწმუნდი"- მითხრა ერთმა ჩემმა მეგობარმა (მთავრობასთან შეტაკებისა და ბიზნესის ჩამორთმევის შემდეგ..) "იმედი არასოდეს არ კვდება, ამაში წლეს დავრწმუნდი"- მითხრა ერთმა ჩემმა მეგობარმა (მთავრობასთან შეტაკებისა და ბიზნესის ჩამორთმევის შემდეგ..)
13. ;* ჩემი მიქაელი <3 ;* ჩემი მიქაელი <3
12. რა გითხრაა? მყივარხარ! მაგრად წერ რა გითხრაა? მყივარხარ! მაგრად წერ
10. გთხოვთ გადახედოთ ტექსტს, კორექტურებია "პადნოჟკებივით" და ამ ძალიან სასიამოვნო ლექსის კითხვას, რისთვისაც ალბათ ერთი ამოსუნთქვაც საკმარისია, აფერხებს!
"ჰეფი ენდს" ითხოვდა შინაარსი თითქოს და ველოდი კიდეც, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ეს "ჰეფი ენდი" ყველა მკითხველმა თავის ცხოვრებაში უნდა მოახერხოს! თემა განხილვისათვის აგერ არის ბატონო :) ჩემი მაქსიმუმი! ++ გთხოვთ გადახედოთ ტექსტს, კორექტურებია "პადნოჟკებივით" და ამ ძალიან სასიამოვნო ლექსის კითხვას, რისთვისაც ალბათ ერთი ამოსუნთქვაც საკმარისია, აფერხებს!
"ჰეფი ენდს" ითხოვდა შინაარსი თითქოს და ველოდი კიდეც, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ეს "ჰეფი ენდი" ყველა მკითხველმა თავის ცხოვრებაში უნდა მოახერხოს! თემა განხილვისათვის აგერ არის ბატონო :) ჩემი მაქსიმუმი! ++
9. ზარების რეკით დარბოდნენ ტანში ანგელოსები:) ზარების რეკით დარბოდნენ ტანში ანგელოსები:)
8. ზარებით?) მოუსვენარი ანგელოზები.. მადლობა) ზარებით?) მოუსვენარი ანგელოზები.. მადლობა)
7. "ტანში ანგელოზებმა გამირბინა" მომეწოენა ძალიან!!! "ტანში ანგელოზებმა გამირბინა" მომეწოენა ძალიან!!!
6. გვანცი ) დიდი მადლობა.. მიხარია თუ მოგწონთ გვანცი ) დიდი მადლობა.. მიხარია თუ მოგწონთ
5. მომწონს ++ <3 კარგად წერ ! მომწონს ++ <3 კარგად წერ !
4. ++ და წარმატებებიი ++ და წარმატებებიი
3. მადლობა ორივეს) მადლობა ორივეს)
2. კარგია, ყოჩაღ. კარგია, ყოჩაღ.
1. გაუყვნენ ქუჩას, ერთად და მაინც ორივე მარტო, გრძნობებს ნაკლული, შენ კარგავ რწმენას, როცა უფლის სახლს გულგრილი მზერით, ცივად გარს უვლი.
განსაკუთრებით
გაუყვნენ ქუჩას, ერთად და მაინც ორივე მარტო, გრძნობებს ნაკლული, შენ კარგავ რწმენას, როცა უფლის სახლს გულგრილი მზერით, ცივად გარს უვლი.
განსაკუთრებით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|