ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეს247
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2013


სულს ვერ შემიცვლის მოუსავლეთი

ნეტავ სად ქრიან შენი ფიქრები,
რომ ავედევნო ვით თეთრი მტრედი?!
იცოდე იქაც შენი ვიქნები,
სულს ვერ შემიცვლის მოუსავლეთი!

გახსოვდეს, მოვალ ყოველ ცისკარზე,
ზეცას ბაც რძისფრად მოვეფინები;
ნუ გაბრაზდები თუ სიომ მხარზე
აგიფრიალა დაყრილი თმები!

ნუ შეიბურავ სანუკვარ ბაგეს,
ნიავს მიანდე ვარდის ფურცლები,
მხოლოდ ვარდს უძღვნის ბულბული ჰანგებს,_
ღრმად ჩამისუნთქე, მიგრძენ ფილტვებით!

ზამთარში თეთრი თოვლი რომ მოვა,
წამწამთ დაგათოვს ცელქი ფიფქები,
ნუ დახრი თვალებს, შეხედე თოვას,
სითბოს რომ იგრძნობ, ეგ მე ვიქნები...

ნეტავ სად ქრიან ფიქრები შენი,
რომ ავედევნო თეთრი მტრედივით,
მერე ბაგეზე ღიმილის ჩენით
ვიმღერო ბოლო ჰანგი გედივით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები