ჰაიბერი მიუნხენელებს მეორე მსოფლიო ომის ტკივილს გაუღვიძებს ვახო ყურაშიძე
ამ ოთახში ვიღაც ფეხშიშველი დადის და მეტლახის სიცივე ფეხის გულებს სასიამოვნოდ აგრილებს. მე მქვია ზებრა - ამბობს ფეხშიშველი კაცი და სამზარეულოს ბოლოში მთელი ნაპორით უშვებს წყალს. ტკივილი ისე მწარეა, რომ მის სიხშირეს ხმაური ვერ კლავს. პაბს მართავს კაცი, რომელსაც არ ჰყავს ცოლი, თვალებში კი მიტოვებული კაცის იერი დაჰკრავს, თითქოს მას ყლის იარლიყი მიაკრეს. შიშველი ფეხისგულები ისევ იატაკს ეყრდნობა, თავში კი მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს. მას წასვლა უნდა, თუმცა არ იცის სად. გაახსენდა. დღეს თამაშია ჩრდილო ლონდონში, ჰაიბერიზე. გერმანელი ბოზები ჩამოდიან, უნდა მოვტყნათ ეგ სირები - ფიქრობს და ონკანს კეტავს. სიჩუმე ხმაურის შემდეგ შვებაა, თუ გინდა სიცოცხლე გამორთე ონკანი, დაკეტე ფანჯრები და მოკვდი ყვავილებით სავსე სამზარეულოში. იმ ბოზის სახე მიდგება წინ, რომელიც ჩემს ცოლს ეალერსებოდა, უნდა მოვკლა ის ბოზი ნაცისტი - ფიქრობს და საძინებელში გადის, სადაც კედელზე კიდია მისი ცოლშვილის დიდი ფოტო, ისიც მათთანაა. სხნის სურათს და საწოლზე დებს, სადაც ეფერებოდა მის ერთადერთ მეუღლეს ყოველღამე, როცა ბავშვი იძინებდა. კედლის კუთხეში, სადაც სურათი ეკიდა პატარა ყუთია შედგმული, რომელსაც გასაღებით აღებს. ყუთს იატაკზე დებს, სხნის, აკვირდება, იღებს იარაღს და ახსენდება უჩა ჩაჩხიანის სიმღერა: ..ტრიუმფალური სვლა მზისკენ''. რომელი სვლა? რომელი ნაბიჯი? მიტოვებული ნაბიჯი? მარტოობის ხმა? იარაღს ქამარში იდებს, ისე როგორც ფილმებში უნახავს, მამის ერთადერთ მემკვიდრეობას გამოყენება უნდა, თოფს უნდა სროლა, ბოზს კი სიკვდილი. წვიმს, ჩრდილო ლონდონში ოც წუთში ჩავა.,,ბავშვობის ცრემლის დამტარებელი, აი სად მიდის მატარებელი'' - ახსენდება ლექტორის მიერ ნათქვამი ლექსი, ტაბიძის ლექსს თავისებურ რიმეიქს უკეთებს. აზრი ერთია, მარტოობა სულის და სხეულის ე.ი. განმარტოება ღმერთთან ან ეშმაკთან. პაბის სამზარეულოს ტოვებს, კეტავს და გასაღებს ქეჩის ქვეშ მალავს. გამოდის ქუჩაში და ხალხი არეულად, თითქოს უმისამართოდ მოძრაობს, არ იციან სად მიდიან, თითქოს ეს ხალხიც მიატოვეს და ყველა მათგანი მარტოა. მობილურს იღებს და მის ჰოლანდიელ მეგობარს ურეკავს. როგორ ხარ დენისს? .... ერთი ბილეთი შემინახე დასავლეთ ტრიბუნაზე ... thank you dennis, - ამბობს და ბოლო კვირის განმავლობაში პირველად იღიმის. ეუცნაურა ტუჩების მოძრაობა. ძველის გახსენება ლოთობის შემდეგ - აი ეს არის ღიმილი. ტუჩების მარტივ მოძრაობას სჭირდება ხმა ადამიანის. ერთდროულად რა მარტივია და რა ძნელი. მატარებლის გაჩერებაზე ხალხის სიმრავლეა, ვაგონში ძლივძლივობით შევიდა, ვერაფერს ხედავდა სიმაღლის გამო, ძლივს სუნთქავდა და მხოლოდ ხმა ესმოდა :fuck you bayern. შეგეცით ფაშისტო გერმანელებო - იყვირა მის მშობლიურ ენაზე, მაგრამ ხმაურში მისი ხმა ვერავინ გაიგო. მატარებლიდან გამოსულს თვალები აუჭრელა და სული დაუმშვიდა ხალხის სიმრავლემ და მის წინ მიმავლის მაიკაზე წარწერა:bergkamp. მოხუცი თეთრწვერა კაცი იყო, მრავლის მნახველი, ვინ იცის რა არ უნახავს და რამდენი კათხა დაულევია არსენალის გამარჯვებების შემდეგ, ჩარლი ადამიდან დენის ბერგკამპამდე, არსენ ვენგერამდე. სტადიონის შესასვლელთან დენისის მეგობარი შეხვდა, ბილეთი მისცა. - რეი, რა ხდება დღეს რატო არ თამაშობ? - ჰკითხა ისე, რომ არც მისალმებია. - ეს ჩემი ბოლო სეზონია, ალბათ წელს მოვრჩები, ხომ იცი ასაკი თავისას შვება, თან ბავშვები, ოჯახი... დასვენება მინდა. - ხო ჩარლიც ეგრე იყო, რო მიხვდა თვითონ წავიდა. ეჰ ჩარლი, ჩარლი, რა კაცი იყო ჩარლი. გახსოვს შენ ჩარლი? - გაუღიმა და ანიშნა გაზეთი მათხოვეო. - ბუნდოვნად. მამაჩემი მიყვებოდა, რამდენიმე ჩანაწერიც მაქვს ნანახი თასის ფინალების. ისე კი არ მახსოვს. ,, პარლოუ, პარლოუ '' - ყვიროდნენ გადარეული მეთოფეები, ხმაში სიბრაზე შესტყობოდათ ლუდისაგან შეზარხოშებულთ. რეი კი იდგა ჯინსებით, უბრალოდ და სადად ჩაცმული, იღიმოდა ფრანგი, ქუჩაში კი უკვე წინწკლავდა ნაღდი ფეხბურთის მოლოდინში. ხალხი ნელ-ნელა მიდიოდა, ივსებოდა სტადიონის ეზო. რეის დაემშვიდობა და გაყვა სტადიონის მასას. იარაღი კარგად მოსინჯა, მოკიდა ხელი და წარმოიდგინამ, რომ მის წინ ის დედამოტყნული ნაცისტი იყო.წვერგაუპარსავი, მასზე ერთი თავით მაღალი, ბავშვობაში თბილისური ჟარგონი თესლი შეესაბამებოდა, ოღონდ ცუდი გაგებით თესლი. ტრიბუნაზე შესვლისას დიქტორი უკვე აცხადებდა გუნდების შემადგენლობას. რამდენიმე გადარეულ ფანს უკვე ტანზეც გაეხადა, ცდილობდნენ ხმა აეწყოთ გამომცხადებლისთვის. განსაკუთრებით ანრიზე იყვირეს და კიდევ ერთხელ დაწყდა გული, რომ დენისას ისე არ აფასებდნენ, როგორც ამას იმსახურებდა. არსენალის ხსენებაზე ყველას ვენგერი ან ანრი წარმოუდგებოდა, დენისა კი მათ ჩრდილში იყო, ეს გენიოსი კაცი. ბოზიშვილივიყო ერთიანია - მოესმა ხმა, დაბნეულობისგან და გაკვირვებისგან დიდი პირი გააღო, იქვე ახლო მახლო ბუზი რომ ყოფილიყო აუცილებად შეფრინდებოდა, რადგან ისიც დაიბნეოდა პირის უეცარ გაღებაზე. შეტრიალდა, შეხედა, ეგრევე კაპიშონი გადაიწია თავზე, სწრაფი ნაბიჯით დაეშვა ქვევით, მთელი იარული გადაირბინა და მეორე მხრიდან მივიდა თავის ადგილზე. წარსულის გახსენება კლავს, დეპრესიას იწვევს წარსული. მას გაახსენდა თბილისი, გაახსენდა როგორ აგროვებდა ფულს ომის დროს და როგორ გამოიქცა ბრიტანეთში, გაახსენდა ყველაფერი და ბოლოს გაახსენდა იარაღი, რომელიც ქამარში ჰქონდა გაყრილი და რომლითაც იეზუიტთა ორდენის გერმანელ მიმდევარს უპირებდა მოკვლას. ეს ჰაიბერია, პატარა და მყუდრო სტადიონი, რომელსაც მალე დაანგრევენ და საცხოვრებელ სახლებს ააშენებენ , ამიტომ იგი ცდილობს არსენალის ყველა მატჩს დაესწროს. სტადიონი თითქმის შევსებულია, ფეხბურთელებიც გამოდიან და მთელი ხმაური ყურებში შედის, აბრუებს, ექსტაზში შეყავს , არა ნამდვილად მოკლავს იმ ბოზ გერმანელს, ოღონდ ჯერ მატჩი, ჯერ ფეხბურთი მოიგონ. ბერგკამპმა და ანრიმ ცენტრში ბურთი გაითამაშეს და თამაში დაიწყო. თავიდან ჩვენებმა შეუტიეს, ''fuck you bayern'' - ყვიროდა ჩემს წინ მჯდარი შეზარხოშებული ახალგაზრდა ბიჭი, არსენალი კი მართლა მაგრად ჟიმავდა ბავარიას, ბურთი დაიჭირა და გერმანელები დაზდევდნენ. ყველაზე დიდი კაიფი აქვს ბევრი ბაჩოკით პასს, ამიტომაც გადააგდო ჰეროინი და ჭეშმარიტ სიამოვნებას ეზიარა მისი დეპრესიული სხეულის სუნთქვა. ტაიმის ბოლოს ბერგკამპმა ჩვეული პასით მეკარესთან შეატოვა ეშლი კოული, მარცხნიდან შევარდა კოული, კუფურმა თვალი გააყოლა, პასი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გერმანელებმა ხელოვნური თამაშგარის გაკეთება ვერ მოახერხეს. არადა იმ თამაშში ამის გაკეთება რამდენჯერმე შეძლეს. შესვენებაზე ბარში ჩავედი, სამი ბაკალი ჰეინეკენი და ცოტა მიწის თხილი მივირთვი და კარგ ხასიათზე შევხვდი მეორე ტაიმს. ბოზებო - უყვიროდა მოხუცი თეთრწვერიანი კაცი გერმანელებს და გაახსენდა, ამ საღამოს ეს კაცი უკვე მეორედ ვნახე. ბევრის მნახველ მოხუცს არ ეშლებოდა მაისურის შერჩევა, ზურგზე წარწერა:Bergkamp. მეორე ტაიმიც კარგი სანახავი გამოდგა, მაგრამ ბავარიამ შეძლო ერთი გოლის გატანა, თუმცა ანრისა და პირესის გოლებით არსენალმა კაი ფორა გაიკეთა განმეორებითი თამაშისთვის. ის ბოზი ნაცისტი გაახსენდა, როცა შოლმა კარგი ჯარიმა შეგვიგდო, პირესის გოლის შემდეგ კი წარმოიდგინა თავისი ბედნიერი სახე სადმე ქუჩაში, სადაც დაუფარავად ყველას და ყველაფრის თვალწინ მშვიდობისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გააგდმევინებდა კაცობრიობას და ამ თესლსს მოკლავდა. ტრიბუნიდან მალე ჩამოვიდა ისევ ბარში შევიდა და ისევ რეის შეხვა, მარტო იჯდა და ლუდს სვამდა. - გილოცავ რეი. უნდა გავცდეთ ამ ფაშისტებს, fuck you hitsbeld. რეიმ გაუღიმა და ლუდი შეუკვეთა მისთვის. ამასობაში გადარეული ფანები შემოვარდნენ და ყვიროდნენ, სხდებოდნენ სკამებზე და ლუდს ითხოვდნენ. ზოგი ყვიროდა პარლოუ, პარლოუ. - ძნელია გერმანიაში თამაში. ელბერიც ითამაშებს მიუნხენში, ეფენბერგს დისკვალიფიკაცია დღეს მოურჩა. ვნახე, ლოჟაში იჯდა. - ეჰ ჩემო რეი, მაგათ ეფენბერგი და ელბერი კი არა გიო ქინქლაძეც ვერ უშველის. - ხო გიო მაგარი იყო, თამაშობს კიდევ ? - კი კვიპროსშია თემურ ქეცბაიასთან. ლუდი დალია და პარლოუ მარტო დარჩა. გარეთ წვიმდა და გერმანელები ყვიროდნენ, იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ. შემდეგ რეიც გამოვიდა. - რას იზავ ჯორჯია, მოდიხარ გერმანიაში? - მოვდივარ რეი, მოვდივარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სუფთა "ჯორჯიული" მოთხრობაა!
+5
სხვებიც მაინტერესებს, თუ დღეს მოვიცალე, "ტაბლეტა და წიპოს" წაკითხვა მინდა სუფთა "ჯორჯიული" მოთხრობაა!
+5
სხვებიც მაინტერესებს, თუ დღეს მოვიცალე, "ტაბლეტა და წიპოს" წაკითხვა მინდა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|