ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუციკო
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2013


"შეშლილი ჭეშმარიტება"

ჯერ მართალია ვერ ამოვხსენი
კაცთა ცხოვრების მთავარი აზრი
და მართალია ვერ გამოვხსენი
ჭეშარიტების ნამდვილი კარი,
ისიც არ ვიცი არის თუ არა
ამ კარის მიღმა სიმართლის ზღვარი,
მაგრამ რატომღაც მე მჯერა ახლა
რაც კი მასწავლეს არის სიზმარი.
მე იმის მჯერა რომ კაცთ  ცხოვრება
არ დაწყებულა მხოლოდ ამქვეყნად,
არც იმის მჯერა რომ ვართ მონებად
დაბადებული სადმე იმქვეყნად.
როგორც ჩვენ ვეძებთ ახლა ქვეყანას
ჩვენი სიცოცხლის გასაგრძელებლად
მათაც მონახეს მინდორი, ყანა
თავის სიცოცხლის გასაგრძელებლად
და შეიქმნება ახალი ერა
სხვა რომელიმე გალაქტიკაზე,
არ განსხვავდება არაფრით ერა
მსგავსად რაც არის დედამიწაზე.
თუმცა არ ვიცი ათვლის წერტილი,
ვერ მივაგენი მე მის სათავეს,
ალაბთ, იპოვნის ვინმე „შეშლილი“
ჭეშმარიტების კარსაც გააღებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები