 | ავტორი: ნუციკო ჟანრი: პოეზია 20 იანვარი, 2013 |
შენ მოხვალ, ალბათ, ჩემთან ვარდებით ხელში და მომიყვები სიყვარულზე ამბებს და გრძნობათა თქეშში რომ ჩაიკარგე. მომიყვები, თუ როგორ დაგრია ხელი ამ დიდმა გრძნობამ, მეტყვი როგორ დაგიფრთხო ღამე და ძილი, რომ არ გასვენებს. მეტყვი, რომ არ გეგონა და ახლა იცი, მტკივნეულია ეს განშორება ვით გატეხილი ფიცი და ახლა ნანობ. სიცივემ ისე მოიცვა შენი სული როგორც ობობამ მოიმწყვდია ბუდეში პეპელა მთრთოლი და ითვლის წამებს. აღარ გეშვება და გრძნობ, როგორ იხრწნები მთელი სხეულით, გავლილი ცხოვრების მანძილის ცოდვები ტვირთად გაწვება, ამ დროს ფიქრები მოღელავს განუწყვეტლად, სად არის შველა? რატომ მოიქეცი ასე დაუდევრად?- ეკითხები თავს. სარკიდან გპასუხობს სახე საზიზღარი სიცილ-კისკისით: ”დაივიწყეო, ეხლა ამაზე ფიქრი, დაგაგვიანდა” დაგაგვიანდა და მეც ვეღარ გიშველი მე მაპატიე, ჩემი სულიც შენსავით გახდა შიშველი, მეც მიმატოვეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. წარმატებები ++++ წარმატებები ++++
1. ნწ,არ ვარგა. ნწ,არ ვარგა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|