მოვედი შენთან, დაგილოცო ხვალინდელი დღე, მინდა ვიხარო შენი ,,ხონჯით”, შენი ,,ფერხულით”, ,,დიდოუ ნანით” შენი გულის ტკივილს მოვისმენ, სხვა გზით ამოვალ შენს ატენთან, სხვა საფეხურით. და თუ კი ეკლებს შემოისხამს შარა-ბილიკი, აწყურის ციხეს დავბრუნდები, განა სხვა მხარეს, დავიხანჯლები შენი დარდით, შენი ტკივილით და სისხლდალეულს შენი მიწა მიმისაფარებს. იქ, სადაც ჩვენთა წინაპართა ძვლები შთენილა, საუკუნეთა მონაგარი ,,არშით", ,,ქაჯეთით", სადაც მართალი სული რწმენით გადარჩენილა, შენი გელათით, ცურტავით და ტაო-კლარჯეთით. ,,ბეთქილის ფერხულს” დაუვლიან ეს ტირიფები, უკანასკნელად მაგრძნობინო იქნებ ,,ზემყრელო”, რას გაგაკვირვებ საფერები ჩემი სიტყვებით, როცა რუსთველი არვის უთმობს შენს სადღეგრძელოს. ვინ გაგაკვირვებს ზღვის ფერით და ცის საფირონით, ალვისტანები გევლებიან თავზე სანთლებად, მთაწმინდის მთვარე, ნაფერები გალაკტიონით, შენს ჭრელ სიზმრებში ჯადოსნურად მოირკალება. შენი ,,სიმდით’’ და ,,განდაგანით’’, მზის გალავნებით, სიმღერავ წრფელო, ფიქრო, ლექსად ამოსათქმელო, ,,დიდოუ ნანა’’ მოწყენილი იასამნებით, მოხატულ გულზე დაბნევია ჩემს საქართველოს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. შეუდარებელია !!!!!!! შეუდარებელია !!!!!!!
5. ჯიგარში გაიარა :) ჯიგარში გაიარა :)
4. ავტორი: როენა_0310 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4 ავტორი: როენა_0310 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
2. არაჩვეულებრივი, ისტორიული ლექსი! არაჩვეულებრივი, ისტორიული ლექსი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|