ავტორი: უფლისციხე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 22 იანვარი, 2013
გურამ საღარაძე გარდაიცვალა!...
გურამ საღარაძე გარდაიცვალა!... გარდაიცვალა და ქართული თეატრის დიდ სასახლეს კიდევ ერთი უძვირფასესი აგური გამოეცალა... ასეა... ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება... მაგრამ, ზოგიერთნი არა კვდებიან თურმე... ისინი სიცოცხლეს აგრძელებენ ისევ ჩვენს გვედით, ჩვენს ფიქრებში და ჩვენს ყოველდღიურობაში... მისი ბოლოს წაკითხული ლექსი მოვისმინე... ვერ გადმოგცემთ როგორი სიამაყე დამეუფლა ამის შემხედვარეს... 84 წლის ჭეშმარიტი არტისტი როგორი ცეცხლითა და როგორი ჟინით კითხულობდა „ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს“-ო... რა ბედნიერებაა ასეთი ქართველის ეპოქაში რომ მომიწია ცხოვრება! ასეთი ჩვევა მაქ, როცა კი პოეზია მომენატრება ხოლმე, იმ წუთშივე რჩეულთა ამა სოფლისათა მიერ წაკითხულ ლექსებს ვისმენ. აი ისინიც: კონსტანტინე გამსახურდია, გალაკტიონი, გოგლა, აკაკი, უშანგი ჩხეიძე, გრიგოლ რობაქიძე და სხვა... მადლობა თანამედროვეობას, რომ გვეძლევა საშუალება ამ ძვირფას ხმათა აუდიოთეკის შემონახვისა. სწორედ ამ ხმათა შორისაა გურამ საღარაძე, აბა ნახეთ, მოისმინეთ, შეიგრძენით, თუ როგორი ჟღერადი, თანმიმდევრული, მუსიკალური და საოცარია მის მიერ წარმოთქმული ყოველი სტროფი, სიტყვა თუ ფრაზა... მერე და რა მიმიკა, ხელის მოძრაობათა რა ზუსტი და მკვეთრი მიმოხრა... ხმის ტემბრი, გრადაცია, მზერა, ინტონაცია, აფეთქება, პაუზა, დუმილი.... არ შეიძლება ასეთი გენია სადმე დაიკარგოს, ოდესმე მოისპოს ან/და გადასხვაფერდეს. ის ჩვენს, ქართული პოეზიის მოტრფიალეთა გულებში უნდა აგრძელებდეს სიცოცხლეს! აგრძელებს კიდეც! ესაა ჩემი ბედნიერება და სიხარული, მაგრამ თან ვწუხვარ და გული მწყდება... გული მწყდება, რადგან... გურამ საღარაძე გარდაიცვალა!...
ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული! მისი წაკითხული ლექსები სულში აღწევენ. გამორჩეულად მიყვარს მის მიერ თეატრის სცენაზე შესრულებული მუხრან მაჭავარიანის ლექსი - ვითარცა მტკვარი. (Link - http://www.youtube.com/watch?v=GMx_sQ90DWo)
ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული! მისი წაკითხული ლექსები სულში აღწევენ. გამორჩეულად მიყვარს მის მიერ თეატრის სცენაზე შესრულებული მუხრან მაჭავარიანის ლექსი - ვითარცა მტკვარი. (Link - http://www.youtube.com/watch?v=GMx_sQ90DWo)