ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუციკო
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2013


ლექსი კობო აბეს ნაწარმოების მიხედვით „გამყინვარების მეოთხე პერიოდი“

იაპონელმა მწერალმა აბემ
დაწერა რაიც წამოსთქვა ბაგედ,
რომ მომვალაში ველოდოთ წარღვნას,
ქალაქის მიწის-პირისგან აღგვას,
რა ეშველება მაშინ გენიას
კაცთა მოდგმისას, ან მის კერიას?
იქნებ ვაშენოთ ქალაქი წყლის ქვეშ,
დავბადოთ ბავშვი მცხოვრები მის ქვეშ,
ჰქონდეს ლაყუში, ფარფლებად-ხელი,
ტუჩები - ვიწრო, სხეული - გრძელი
მანდაც შექმნიან მერე პარტიებს,
მოისხამენ სამართლის მანტიებს,
მოიგონებენ სხვადასხვა კანონს,
ერთი მეორით შეცვლიან ბატონს,
ღმერთი იქნება მათთვის თოლია,
მათთვის სიმართლე, ისე ჭორია,
წყალქვეშა ხალხი ეთაყვანება,
ამით ხარობს და ეამაყება,
დაიწერება ახალი აღთქმა
ღმერთის დასტური და მისი დათქმა,-
თუ დაიცავენ დაწერილ წესებს,
დაინახავენ სამოთხის ფერებს,
სიკვდილით დასჯა მას არ ასცდება,
ვინც კი დადგენილ საზღვრებს გასცდება.
ვინც კი ეცდება შეიცნოს თავი
გამოარკვიოს კარგი და ავი.

ესეც საწყისი ახალი ამბის,
ისტორიის და ახალი დრამის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები