ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2008


ნიღბები



სცენაზე
დიდი ვარდისფერი დეკორაცია
მორყეული შეზლონგით,
დაფანტული კარტებით...
ისევ მთავარი როლი და ისევ მაჟორული ნიღბებით.
საოცარია,
ჩემთან ყოფნისას მეორეხარისხოვანს როგორ სჯერდები?
ან ეგ მაჟორი მინორულით რატომ გეცვლება?!.
ჩვენი სახლიც ხომ თეატრია,
მე - ძირს დაყრილი კარტი.
აირჩევ...
აურევ დანარჩენს... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს