ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გგგ
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2013


სათათ

ახლა ვიხსენებ წლების წინ მაისს,
ის გოგო ჩემზე წერილს რომ წერდა,
ადრე ვუყვარდი მცოდნოდა მაინც,
იმ წერილს მაშინ აღარ დახევდა.

მერე კი უცებ, განელდა გრძნობა,
რომ აღარ იყო თვალებთან ახლოს,
ვერ ვივიწყებდი მინდოდა ბრძოლა
აქ ყოფილიყო სულ ჩემთან მარტო.

არასდროს მქონდა იმის განწყობა
იმის ჟინი და იმის იმედი,
რომ სიყვარული არის ჩაწყობა
გამოცდის დღეს რომ ვეღარ მივედი.

და ახლა უკვე ამ მომავალში,
შემთხვევით მესმის, გათხოვდეს უნდა,
ბავშვიც ჰყოლია, ბედნიერია და ამ ყოფაში
ალბათ არასდროს გავახსენდები მუდამ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები