დილით გვიან ადგა,არც ადგებოდა რომ არა მეზობლების გაუთავებელი ჩხუბის ხმა.ბალიშიდან თავი ძლივს აწია,გუშინდელმა სმამ თავისი ჰქნა... სამზარეულოში გასულს მაგიდაზე უხვად დახვდა ცარიელი ბოთლები,უაზროდ შესცქეროდა მათ,შემდეგ თითქოს რაღაც ფიქრს იშორებდა, თავი გააქნია,გაზქურასთან მივიდა ჩაედანს ხელი მიადო გეგონებოდა ელოდა რომ წყალი ცხელი დახვდებოდა,თვალები დახუჭა და თავი ისევ ისე გააქნია. მაგიდასთან იჯდა თვალდახუჭული და ეწეოდა თან გართული იყო რაღაც ფიქრით სახეზე სიამოვნების ღიმილი დასთამაშებდა,წყალი ადუღდა,ჩაედანმა თავისი სფეციფიური ხმა გამოუშვა.თვალები გაახილა და ისევ ისეთი არაფლისმთქმელი,ცივი სახე გაუხდა.ჭიქაში ერთი კოვზი ყავა ჩაყარა შაქარი არ მიუცია მხოლოდ რამოდენიმე წვეთი ლიმონი ჩააწურა,როგორც მას უყვარდა.ისევ მაგიდას მიუჯდა,ყავა მოსვა და საათისკენ აიხედა შემდეგ სწრაფად წამოდგა და საძინებლისკენ წავიდა,უეცრად გაჩერდა,უკან სამზარეულოში გაბრუნდა,გაახსენდა რატომ დალია გუშინ ამდენი,სამუშაო აღარ ჰქონდა... ისევ ჩაფიქრებული იჯდა,როდესაც რაღაც რბილი და ფუმფულა ფეხზე გაედო,კატა იყო,“მისი“ კატა,როცა ცხოველი მიხვდა, რომ ყურადღება მიაქციეს, კნავილი ამოუშვა,კაცს გაეღიმა და თვალწინ დაუდგა ის მომენტი როცა,ცოლი ხუმრობით ეუბნებოდა:“შიმშილით არ მომიკლა თორემ „იქეთ“ რომ წავალ არ მოგასვენებ“.კარადა გამოაღო,მაგრამ კატის საჭმელი გათავებულიყო... მაღაზიის კარი შეაღო,გამყიდველს სახე სევდიანი გაუხდა სადაციყო ტირილს დაიწყებდა,უკვე აღზიანებდა ამ ქალის ნახვა ყოველ შემოსვლაზე ერთი და იგივე სახით ხვდებოდა. სახლში ავიდა,კატის საჭმლის გახსნა უნდოდა,მაკრატელი ვერ იპოვა,დანით გაჭრა და დაუყარა,ცხოველი გახარებული შეუდგა საჭმლის ჭამას,ისევ მისი ცოლის სიტყვები გაახსენდა,სახე შეეცვალა,არაფლისმეტყველება გაქრა და მისი ადგილი სევდამ დაიკავა.რატომღაც მაგიდაზე დადებული დანისაკენ გაიხედა,და რამოდენიმე წუთის განმავლობაში მას შესცქეროდა,შემდეგ ხელი მოჰკიდა და აბაზანისაკენ გაეშურა... იგძნო როგორ წამოუვიდა ხელებიდან ბლანტი და თბილი სისხლი,ნელნელა იცლებოდა მისგან და თითქოს ასევე იცლებოდა დარდისაგან,ისევ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე... კატას კი სხვა მიხედავს,სხვა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. 6-ს ვეთანხმები, გამოვიდოდა 6-ს ვეთანხმები, გამოვიდოდა
6. რა კარგი იქნებოდა ცოტა უფრო დახვეწილი.. ისეთი დეტალებია, აუცილებლად რომ იმოქმედებს, აუცილებლად რომ აგამღვრევს, თუმცა, ჩემი აზრით, ბოლო აღარ იყო საჭირო, დანის აღებასა და სააბაზანოში გასვლას ვგულისხმობ. ავტორმა ასე დაინახა და მისაღებია, უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი :) წარმატებები :) რა კარგი იქნებოდა ცოტა უფრო დახვეწილი.. ისეთი დეტალებია, აუცილებლად რომ იმოქმედებს, აუცილებლად რომ აგამღვრევს, თუმცა, ჩემი აზრით, ბოლო აღარ იყო საჭირო, დანის აღებასა და სააბაზანოში გასვლას ვგულისხმობ. ავტორმა ასე დაინახა და მისაღებია, უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი :) წარმატებები :)
5. მეორეჯერ წავიკითხე და აღარ ჩანდა შეცდომები..
მეორეჯერ წავიკითხე და აღარ ჩანდა შეცდომები..
4. კატიე. მხოლოდ შეცდომებით საზღვრავთ ყველაფერს?არაუშავს მე გადავიტან ამ ირონიულ კომენტარს მაგრამ ცხოვრებაში არ გამოგადგება... კატიე. მხოლოდ შეცდომებით საზღვრავთ ყველაფერს?არაუშავს მე გადავიტან ამ ირონიულ კომენტარს მაგრამ ცხოვრებაში არ გამოგადგება...
3. ჩაედანი ალბათ ჩაიდანია, ვგიჟდები ს-ფ-ეციფიურ ხმებზე :)))))))
არაფ-ლ-ისმთქმელი ?
იმდენი ტრაგიზმია, იმდენი ... რომ არ დამზარებოდა, ვიტირებდი.
პაწაწინა არაფრისმთქმელი ტექსტი ამდენი შეცდომით ჯერ არსად შემხვედრია! ჩაედანი ალბათ ჩაიდანია, ვგიჟდები ს-ფ-ეციფიურ ხმებზე :)))))))
არაფ-ლ-ისმთქმელი ?
იმდენი ტრაგიზმია, იმდენი ... რომ არ დამზარებოდა, ვიტირებდი.
პაწაწინა არაფრისმთქმელი ტექსტი ამდენი შეცდომით ჯერ არსად შემხვედრია!
1. მძიმე დასასრული. მძიმე დასასრული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|