 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 31 იანვარი, 2013 |
რამხელა დრო გავიდა...მე ისე გავიზარდე,
ზევიდან დაგყურებ და კაცივით დავაბიჯებ,
თან ისევ ძველებურად,ყველაზე შენი ვარ და
სანამ შენ მეყოლები, აბა რა გამაგიჟებს?!
დე,უკვე წარსულია დარდიც და გასაჭირიც,
აგერ, მეც შენს გვერდით ვარ,რაღასი გეშინია?!
მე მუდამ აქ ვიქნები,აღარსად არ ვაპირებ
წასვლას და ეს სამყარო თუ მართლაც შეშლილია,
მერე რა,მეც არა ვარ ზედმეტად თავდახრილი,
მეც ჩემი ფრთებშესხმული ბეჭები გამაჩნია,
შენ მყავხარ და უფალი...ფიფქებად დაბარდნილი
ლექსები,არსებობის მთავარი დანართია.
დე,მახსოვს ბავშვობაში სულ იმას მაფრთხილებდი,
რომ მთების შვილი ვარ და რომ ბევრი მავალია,
დღეს თუ მე მეწერება,ეს არ ჰგავს ახირებას,
მთაში ხომ პოეზია სუნთქვაზე მთავარია.
რამხელა დრო გავიდა, დე,ისე გავიზარდე–
ზევიდან დაგყურებ და კაცივით დავაბიჯებ,
თან ისევ ძველებურად,ყველაზე შენი ვარ და
სანამ შენ მეყოლები – აბა რა გამაგიჟებს?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ძალიან კარგია! ++ ძალიან კარგია! ++
10. კარგი შვილი! კარგი შვილი!
9. მომეწონა..ძალიან თბილი და მოსაფერებელი ლექსია..:) მომეწონა..ძალიან თბილი და მოსაფერებელი ლექსია..:)
7. დე,მახსოვს ბავშვობაში სულ იმას მაფრთხილებდი,
რომ მთების შვილი ვარ და რომ ბევრი მავალია,
დღეს თუ მე მეწერება,ეს არ ჰგავს ახირებას,
მთაში ხომ პოეზია სუნთქვაზე მთავარია.
რამხელა დრო გავიდა, დე,ისე გავიზარდე–
ზევიდან დაგყურებ და კაცივით დავაბიჯებ,
თან ისევ ძველებურად,ყველაზე შენი ვარ და
სანამ შენ მეყოლები – აბა რა გამაგიჟებს?!
ძალიან მოეწონა არტემიდას:)5++++ დე,მახსოვს ბავშვობაში სულ იმას მაფრთხილებდი,
რომ მთების შვილი ვარ და რომ ბევრი მავალია,
დღეს თუ მე მეწერება,ეს არ ჰგავს ახირებას,
მთაში ხომ პოეზია სუნთქვაზე მთავარია.
რამხელა დრო გავიდა, დე,ისე გავიზარდე–
ზევიდან დაგყურებ და კაცივით დავაბიჯებ,
თან ისევ ძველებურად,ყველაზე შენი ვარ და
სანამ შენ მეყოლები – აბა რა გამაგიჟებს?!
ძალიან მოეწონა არტემიდას:)5++++
6. ძალიან ემოციური და მართალი ლექსია ++ ძალიან ემოციური და მართალი ლექსია ++
5. რა კარგი შვილია.. უფ დათბა ლუს +2 რა კარგი შვილია.. უფ დათბა ლუს +2
4. მიყვარს , როცა დედას ეფერებიან და მით უფრო- ბიჭები. უფალმა გიდღეგრძელოს:) მიყვარს , როცა დედას ეფერებიან და მით უფრო- ბიჭები. უფალმა გიდღეგრძელოს:)
3. სული გამითბა... :)
რამხელა დრო გავიდა, დე,ისე გავიზარდე–
ზევიდან დაგყურებ და კაცივით დავაბიჯებ,
ტკბილია! :) ++ სული გამითბა... :)
რამხელა დრო გავიდა, დე,ისე გავიზარდე–
ზევიდან დაგყურებ და კაცივით დავაბიჯებ,
ტკბილია! :) ++
1. ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|