ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიოქეთი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2013


ბოლოა

მერამდენედ განდომებ,მერამდენედ მბეზრდები,
ან რას ვამბობ როდესაც გისმენ სიზმრის გზებიდა.
პარალელებს არ ვავლებ,აღარც შენ არ გედრები,
ბოლოა და ეს ლექსიც ცოტა უფრო მედიდა.

გამატანე ეგ თმები, ვატარებ ჩემ არსამდე,
მომანდომებს შევიგრძნო,წესი დამშვიდობების,
და სანამ გამიხსენებ, დაითვალე ასამდე,
იფიქრე რომ ბოლოა,ჩემზე ჩუმად გოდების.

ვინც კი მე გამიხსენებს,უთხარით რომ გიყურებთ,
მე ხომ მარტო ეს ვიცი ტკბობა თქვენი ყურებით,
თუ კი ძებნას დამიწყებს, უთხარი რომ იხუმრე,
თან დაურთე ბოლოა,განწყობა კი ნულები.

თუ არ აპირებ გაიღვიძო მაშინ არ მომკლა,
აქვე დამტოვე,გაყინული, როგორც ლოლოა,
თუ არ დაგიხშობს გაღვიძება,ანთხიე ბოღმა,
სიზმარიც წყალს არ მოუყვე იქნებ ბოლოა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები