ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2013


კაცი თავი IV

      საკმაოდ სუსხიანი დილა გათენდა. კაცს მთელი ღამე  ინვალიდის ეტლში ეძინა. ახალმა გამოფხიზებულმა აქეთ-იქით მიმოიხედა, მერე  მარჯვენა ბორბალი ხელით წინ მიქაჩა და სარკმელთან ახლოს მიგორდა ისე, რომ ყველაფერი დაენახა, რაც საავადმყოფოს ეზოში ხდებოდა. მზე ახალი ამოსული იყო და ჯერ ვერ მოესწრო  მიწის გათბობა. აქა-იქ რამოდენიმე ,,მამაცი” ფრინველის ჭიკჭიკი თუ მიანიშნებდა იმას, რომ უკვე გაზახული მოსულიყო. ,,ეს უკვე მერამდენე გაზაფხულია?!” -- თავში გაუელვა კაცს შეკითხვამ და ცოტაარიყოს ესიამოვნა. თავი იმაზე დაიჭირა, რომ აქამდე არც კი გახსენებია რა ხდებოდა მის ირგვლივ და ეს ყველაფერი რაღაც იმედის მომცემ ფაქტად აღიქვა. არადა  ერთი უბრალო, არაფრის მთქმელი დილა გათენდა, მის ცხოვრებაში. ბევრად უკეთესი დილაც გათენებულა და რათქმაუნდა ბევრად ამაზე საშინელიც, მაგრამ კაცს ცუდის გახსენება აღარ უნდოდა და ისევ იმ რომანტიკულ დღეებს დაუბრუნდა ფიქრით.
      გუშინდელი ავდარის მომსწრე ქალაქის ქუჩებისთვის მზეს ისეთი მწველი სხივები დაებნია, რომ  წვიმის კვალიც კი აღარსად ჩანდა. კაცი სიცხემ გამოაღვიძა, მნათობი პირდაპირ თავზე დასტრიალებდა და ლოყას უდაგავდა. დეას ისევ ეძინა. კაცმა ხელი ფრთხილად აიღო მისი ლამაზი წელიდან და შეეცადა ისე წამომდგარიყო საწოლიდან, რომ მისთვის ძილი არ დაეფრთხო. ,,უკვე გათენდა?” - ეტყობა ქალს მაინც გამოეღვიძა. ,,კი! იცი, რა ლამაზი ხარ ძილში, მთელი დილაა გაკვირდები.” - უთხრ კაცმა და  საკოცნელად დაიხარა, მაგრამ ქალი უეცრად გვერდით გახოხდა და კაცის ტუჩებს მხოლოდ დეას, საღებავისაგან დამწვარი თმების ალერსი ერგო საჩუქრად. ,,მოვედი!” - უთხრა კბილების ღრჭიალით კაცმა და შეეცადა სახეზე საშიში გამომეტყველება მიეღო, ,,პრერიაში“ სანადიროდ გამოსული ლომივით. ოთხზე დამდგარი ნელ-ნელა მიუახლოვდა ზეწარაფარებულ ქალის სხეულს. ,,არ მომეკარო თორემ ვიკივლებ! ძაან დამღალე, არ მომეკარო გეხვეწები! ოფლისაგან სულ მარილიანი ვარ.” კაცმა ლომივით დაიღრიალა და ,,მსხვერპლს” ეძგერა. ცოტა ხანში დეა აღარ უძალიანდებოდა. არ ვიცი რანაირად კბენს გამძვინვარებული ლომი თავის მსხვერპლს, მაგრამ არა მგონია ,,მსხვერპლმა“ ისეთივე სიამოვნება იგრძნოს, როგორსაც დეას სახეზე გადავარდისფერებული ღიმილი გამოხატავდა კაცის  კბენისას. ,,ჩემი ლომი, ჩემი! ძალიან მიყვარხარ და ამხელა ბედნიერების მეშინია, მეშინია ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი არ დამთავრდეს და ისევ მარტო არ დავრჩე, იცოდე მოვკვდები. მითხარი, ხომ არ დამტოვებ მარტო? შემპირდი გთხოვ!” - მისი ლუღლუღი კი ესმოდა კაცს, მაგრამ პასუხს არ სცემდა. თვალით მის ლამაზ მკერდს დასჩერებოდა და ერთ ადგილას გაჰყინოდა მზერა. ქალმა თავი წამოსწია და უსაყვედურა: ,,რა არქიტექტურული შედევრივით მათვალიერებ? ასე იმიტომ ეხუმრა, იცოდა, რომ კაცს არქიტექტურა უყვარდა. ,,კერძოდ, ინტერიერის რომელმა ნაწილმა მოგხიბლათ ბატონო?” - გამომწვევად მოკუმშა თვალნიც და ტუჩნიც დეამ. ,,ეჰ, ყველაზე მეტად ანტრესოლური ნაწილი მიზიდავს!” – უთხარა კაცმა და ჩაიხითხითა. ,,ანტრესოლი სად მაქვს?”– ცოტა არ იყოს შეცბა ქალი და უეცრად თვალები გაუნათდა, იმ ადგილას დაიხედა რასაც არქიტექტურული თვალსაზრისიდან გამომდინარე მამაკაცმა ანტრესოლი შეიძლება უწოდოს და ანიშნა: ,,ესო?” კაცმა თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად. ქალს უცებ შერცხვა და ეცადა ზეწარი აეფარებინა, მაგრამ კაცმა არ დაანება.  ,,რატომ უშლით დამთვალიერებელს დატკბეს ამ შედევრით?“ - ეხუმრა ისე, რომ სახეზე სრული სერიოზული გამომეტყველება არ დაჰკარგოდა. ,,რა ბოროტი ხარ?“ ,,რატომ?” - ჰკითხა გაკვირვებულმა კაცმა. ,,ასეთ რამეებს ნუ მეუბნები, მცხვენია!”  -  თქვა ქალმა და გვერდულად ჩამოჯდა საწოლზე. ,,გინდა მცხეთაში წავიდეთ” – საიდან მოაფიქრდა ეს შეკითხვა  თვითონაც ვერ მიხვდა კაცი. ,,წავიდეთ, მაგრამ რითი?” – ღიმილით იკითხა თუ ირონიით ქალმა, ძნელი მისახვედრი იყო. ,,რითი და ,,მარშვტკით”  მოგიტაცებ გინდა?” - კითხვის დასმასთან ერთად საწოლზე მისი მიმართულებით გადაკოტრიალდა კაცი. ქალი გულიანად იცინოდა, კაცი იხტიბარს არ იტეხდა: ,,ხო რა მოხდა მერე?!”  - უთხრა და თვითონაც გადაბჟირდა. არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა ასე, ბოლოს როცა სიცილმა ქანცი გამოაცალათ, კაცი მივდა მასთან, თავი თავზე მიადო და ჰკითხა: ,,რატომ ვგიჟდები ასე შენზე ნეტა ჰა?” ქალმა ღიმილი ესროლა და კითხვითვე უპასუხა: ,,რა გინდა, რატომ მაგიჟებ, რა გინდა, ხომ ხედავ აღარ ვარგივარ, სულ გინდა რომ გამომწოვო მთელი ენერგია, რატომ მაწვალებ?”  კაცმა მხრები აიჩეჩა. ,,აბა ასე ძაან რატომ მიყვარხარ? ასე არ შეიძლება!” ,,რა არ შეიძლება?” ,,რა და მძინავს შენზე ვფიქრობ, მღვიძავს მაინც შენზე, ვჭამ მაშინაც, ტუალეტში ვარ კაცო! ტუალეტში  და იქაც არ მასვენებს შენზე ფიქრი. შენ კიდევ ამბობ მე გტანჯავო. აბა დაფიქრდი ქალო მე გტანჯავ თუ შენ მტანჯავ ადამიანო?!”  ,,მოიცა, რა თქვი ტუალეტშიცო, ეგ ვითომ რა ხუმრობაა, არა მითხარი ეგ რას ნიშნავდა, არა როგორ უნდა გავიგო? აუცილებლად უნდა ამიხსნა ეხლავე!!!“  —  ქალს მოულოდნელად გაბრაზება დაეტყო.  ,,ხო კარგი ნუ იცი შენ კიდევ! აენთები უცებ!” - ვითომ დაამშვიდა კაცმა. ,,არა, არა ერთი კარგად ამიხსენი ვაჟბატონო?!“  - თავს არ ანებებდა დეა, თან ხელში, კაცის მიერ, ამერიკიდან ჩამოტანილი ტყავის ქამარი ეჭირა,  თითქოს ამით იმის თქმა უნდოდა: ,, აი! ხომ დაგაჯდა სიკვდილის ბუზიო!”  ,,ხო კარგი გეხუმრე, ნუ ავარდები ხოლმე, გოიმივით”- თხოვნით უთხრა კაცმა. ,,მე ეგეთი რებუსებიანი ხუმრობები არ მესმის და ხომ იცი, რომ მაგრად მწყინს!” ,,კარგი ასე აღარ გეხუმრები, ეხლა ადექი და რაიმე მოამზადე ხო? თორემ გამძვრა შიმშილით სული, ისე კი ხარ მარილიანი, მაგრამ მარტო ეგ ხო მარ მეყოფა? ცოტა კიტრი და პომიდორიც დაიჭერი ზემოდან და მეტი კი არ მინდა?!” - უთხრა კაცმა და სიცილისაგან ჩაბჟირდა. ,,ო! ბოროტო, შევალ წყალს გადავივლებ, შენ კიდე მელოდე და იყავი ასე მშიერი, ეგ გინდოდა?“ – თქვა ქალმა და აბაზანისაკენ გაემართა, თან რაღაცის დამატება უნდოდა, მაგრამ კაცმა თქმა არ დააცადა და თვითონ დაასწარო: ,,პირსახოცს მე თვითონ მოგართმევთ თქვენო აღმატებულებავ!” — თავდახრილმა უთხრა კაცმა. ,,სულ როგორ უნდა მაიმუნობდე? იცოდე, იქ შემოსული არ გნახო და არ შემაშინო, თორემ ხმას აღარ გაგცემ, იცოდე მე გაგაფრთხილე!” ,,არის უმფროსო!” – გაჭიმულმა, ხელი საფეთქელთან მიიტანა კაცმა და თვალი მის ლამაზ სხეულს გააყოლა, რომელიც მალე მისი გუშინდელი ნამოქმედარის ნაკვალევს ჩამოიბანდა და წაშლიდა, მაგრამ ამით ხომ თავიდან სანატრელი და ახლიდან დასაპყრობი გახდებოდა? - გაიფიქრა კაცმა და გაუხარდა. ცხვირის წვერზედ თითი მიირტყა ჩვეულებისამებ და აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად. ძალიან ცხელოდა, ამიტომ აივანზე დიდხანს ვერ გასძლო, სიგარეტი ფრთხილად, ისე, რომ არავინ დაეზიანებინა, აივნიდან ქუჩაში გადააგდო და სწრაფადვე დაბრუნდა ოთახში.  დაბრუნებულს აბაზანიდან სიმღერის ხმა შემოესმა. დეა დახურული სივრცის შიშმა მიაჩვია და აბაზანის კარს ყოველთვის ოდნავ შეღებულს  ტოვებდა. ცდუნებას ვერ გაუძლო კაცმა და შეღებულ კარებში შეიჭვრიტა. მშვენიერი სანახავი იყო დეას სხეული.  სასწაულ სილამაზედ მოეჩვენა ის თუ როგორ ჩამოსდიოდა წლის ნაკადულები და როგორ ეფერებოდნენ საპნის ბუშტები მის სხეულს. შხაპის მიღება დასასრულს უახლოვდებოდა. კაცს გაახსენდა თავისი დანაპირები და გადაწყვიტა სიურპრიზად, სანამ დეა დაუძახებდა, ,,მისი უმაღლესობისათვის” შეპირებული პირსახოცი მიეტანა, მაგრამ უეცრად  რაღაც ანცმა აზრმა გაურბინა თავში. უცებ ერთი ჩაიცინა და სწრაფად ოთახში შევარდა. პირსახოცი ადვილად მოიძია. რა ბევრი ასეთი რამ იდო მის კარადაში, რომ გასჭირვებოდა. აი ,,ინაპლანეტიანელის” ნიღაბი კი, რომელიც წინა კვირაში სტუმრად მოსულ მისი ბიძაშვილის შვილებს დარჩად, არსად ჩანდა, არადა საგანგებოდ გადადო, იფიქრა დავუბრუნებ და ბავშვებს გაუხარდებათო. გონება დაძაბა, უცებ აბაზანიდან ხმა მოესმა: ,,საყვარელო სად ხარ? პირსახოცი მომიტანე რაა!!” კაცმა  მაისური გაიძრო, აი სწორედ მაშინ თვალი მოჰკრა იმ ნიღაბს, რომელიც კარადის თავზე შემოედო. მიწვდა, ჩამოიღო და სასწრაფოდ თავზე ჩამოიფხატა. კიდევ კარგი პატარა არ იყო, პირსახოცი აიღო და ისიც თავზე გადაიფარა. მერე სწრაფად აბაზანასთან მიირბინა, კარს ფეხაკრეფით მიუახლოვდი და შიგნით კინოში ნანახი ,,ინაპლანეტელის” ,,პახოტკით” შეაბიჯა. ,,კარგი ხო მალე, ხომ ხედავ გელოდები, შემცივდა?” - საყვედური უთხრა ქალმა, პირსახოცს დასწვდა და ისე მოქაჩა თავისაკენ, რომ კაცს ნიღაბი ცოტათი გვერდზე მოექცა, ამიტომ ვერაფერს ვეღარ ხედავდა. რამოდენიმე წამში საშინელი კივილისა და ძირს დავარდნის ხმა ერთად გაიგონა. ,,მე ვარ ნუ გეშინია!“ - გაურკვეველი მიმართულებით ისვროდა დამამშვიდებელ სიტყვებს. ნერვიულობისაგან სული შეეხუთა და ნიღაბი მოიძრო. ირგვლივ მიმოიხედა... ,,ვაიმე რა მოგივიდა?” –  ხელი გაარტყა სახეში დეას უგონოდ ჩამხობილ სხეულს.ქალი მალევე მოეგო გონს და მიბნედილი ხმით უსაყვედურა კაცს: ,,უიმე! რანაირი ხარ? ხომ გთხოვე არ შემაშინოთქო?! როგორ მტკივა თავი, მე მგონი რაღაცას მივარტყი?” - თქვა ქალმა და ადგომას შეეცადა. ,,მგონი ჩემს მუხლს” - უთხრა კაცმა და ხელი გაუწოდა დასახმარებლად, ,,რა შენს მუხლს?” - დაჯღანული სახით შეეკითხა დეა. ,,ხო, ისევ იმ ნატკენ მუხლზე მომარტყი თავი და ეხლა მეც მტკივა” - თავი მოისაწყლა კაცმა და მეტი დამაჯერობლობისათვის მუხლი მოისრისა. ,,მეტის ღირსი ხარ! არა, რამე რომ მომსვლოდა, მერე? ვერა ხარ შენ კარგად რა, სულ რაღაც მაიმუნობაზე შეიძლება ფიქრობდეს ამოდენა კაცი?“  კაცს შერცხვა, მივიდა და მის ნახევრად გამშრალებულ სხეულს სახე აუსვა. ,,ეგ აღარ გიშველის! კატასავით, რომ მეალერსები, არაფერი გამოგივა, საზიზღარო!” ,,მერე რა მე ხომ დიდი კატა ანუ ლომი ვარ? ისე კატებს ვერ ვიტან და გთხოვ აღარასოდეს შემადარო, ფუუ! -  მკაცრი ხმით თხოვა კაცმა.  ,,ხო კარგი, მაცალე ჩაცმა, ხომ თქვი მცხეთაში წავიდეთო, თუ გადაიფიქრე? ა! თუ აქ გინდოდა გული გამხეთქოდა და შენ ვიღაც, მანქანიანთან ერთად წასიულიყავი არა? მიპასუხე!” ,,რა სისულელეა!” - უთხრა კაცმა.  მაგრამ ფიქრით უცებ სადღაც გაისეირნა და მალევე უკან დაბრუნდა. ეტყობა ძაან კმაყოფილი სახე დაუტოვა ამ უეცარმა გასეირნებამ, რადგან ქალმა იეჭვიანა: ,,რა სულელი ვარ! როგორ ვერავის ვერ ვიყენებ შენსავით? აი! მოიცა მეც ვიყიდი ერთ თუნდაც პატარა მანქანას და ხო არ გგონია ცხვირი შეგაყოფინო შიგნით?” - მერე დაფიქრდა და დააყოლა ,,შენი ცხვირი ისე მიყვარს ალბად მაგას დავიტოვებ, დანარჩენი კი ,,ვონ იზ მოიეი მაშინი, ვონ!” - თქვა და ჩაცმა დაამთავრა ,,რას მიყურებ? არ იცვამ? თუ მაგ ნიღაბით გინდა, იქაც გადარიო ხალხი?” ხო ეხლავე, ისე სულაც არ არის საშიში, ყოველ შემთხვევაში ისე, გული რომ წაგივიდეს კაცს?” - კიდევ ერთხელ სცადა თავის მართლება კაცმა და თან სწრაფად დაიწყო ჩაცმა. ,,ეს გული კი არა პეპელაა, პეპელა! რით ვერ გაიგე კაცო?” - არ შეარჩინა ქალმა და მაინც უსაყვედურა.
      თხუთმეტი წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ წყვილი სამარშუტო ტაქსში ადგილის არჩევაზე კამათობდნენ. ,,მე ვჯდები ფანჯარასთან!“ - თვალების ბრიალით უთხრა კაცმა და მისივე არჩეული ადგილი სასწრაფოდ დაიკავა. დეამ ბედთან შეგუება გადაწყვიტა და გვერდით მიუსკუპტა. ,,ასე არ ჯობია?” – ღიმილით მოუწონა საქციელი კაცმა...…,,აბა გავდივართ!“ - გაისმა ორმეტრიანი, ულვაშა მძღოლის ხმა. ,,უკაცრავად მაგ ფანჯარას ცოტას ვერ გამოაღებთ?” - უკანა სავარძლიდან ლამაზი, უცხო ქალის ხმამ მიმართა კაცს.  ,,ბოლომდე გავაღე გოგონი და თქვენი ხათრით თუ გნებავთ ჩარჩოიანად ამოვიღებ, თუ მერე მაგის გულისათვის, ეს დევივით კაცი არ მომკლავს?!” - ღიმილით მიანიშნა კაცმა მძღოლზე. უკანა სავარძლზე მჯდომმა ქალბატონებმა გადაიკისკისეს. ეტყობოდა, რომ გოგონები ერთად მიმგზავრებოდნენ მცხეთაში. ამ დროს კაცს ნატკენ მუხლზე იმისთანა მუჯლუგუნი უთავაზა ქალმა, რომ ტკივილისაგან კინაღამ თვალებიდან ცრემლი გადმოსცვივდა. ,,მე აღარ მოვდივარ,  ამათ წაგიყვანონ და მოგიარონ, თუ გინდა!“  - სიბრაზისაგან  სახე შეშლოდა დეას. ,,ხო რა მოგივიდა ვეხუმრე, მეტი ხომ არაფერი მიქნია?“  - თავი იმართლა კაცმა. ,,კარგად გიცნობ, ვინცა ხარ და რანაირი ხუმრობებიც იცი, მაგან არ დამღუპა მე?” ,,ხო, ხო მორჩა ,,მირ!” –  უთხრა კაცმა და სწრაფად აკოცა. ხურდაში მწარე ჩქმეტა ხვდა წილად. ეტკინა, მაგრამ მაგას დაეძებდა?! გაიყუჩა და ფანჯარას მიეკარა. ,,მარშუტკა” თბილისის გასასვლელს უახლოვდებოდა, გზატკეცილი ხურდა და სიცხისაგან ლაპლაპი გასდიოდა. ,,როდის ჩავალთ, ძალიან მცხელა?!”  -  ჰკითხა ქალმა და უკმაყოფილო სახის გამომეტყველებით, გაზეთის ქნევა დაიწყო. ,,მალე, ცოტაც მოითმინე და მალე!” – უთხრა კაცმა და ფიქრით ისევ რაღაც სასიამოვნო წარსულს შეუერთდა. ,,მარშუტკა“ ბღუილით უახლოვდებოდა საქართველოს ყოფილ დედაქალაქს. კაცი კი სადღაც, შორს წარსულში ჩაკარგულიყო და სახეზე სასიამოვნო ღიმილი დაურბოდა... ,,მარშუტკა” მიქროდა ახალდაგებულ ავტობანზე  და კაცს თმას ცხელი ქარი უწეწავდა, ხოლო გზის გაყოლებაზე გაყვავილებული, მათრობელა, ყვითელი ყვავილების სურნელი კი, ამ სიცხესთან ერთად, ნარკოტიკივით მოქმედებდა და კაცის გონებას სასიამოვნოდ აბრუებდა. სულ მალე მცხეთის შესასვლელიც გამოჩნდა. ,,აი! მოვედით!“- სიხარულით წამოიყვირა ვიღაცამ. ,,მართლა მოვედით?” -- შეეკითხა დეა კაცს. კაცმა თავი დაუქნია და ფულის გადასახდელად მოემზადა. ,,მშვიდობა შენდა ღმერთო!” --გახარებულს აღმოხდა ქალს. ,,რაკი მოვედით აწი რაღა მომკლავს?! ჩადი მალე! მალე თორემ  დავიხჩვი!”- არ ცხრებოდა დეა და ოფლისაგან დასველებულ ქვედაბოლოს ისწორებდა.
    ,,ნემსი ხელზე გაგიკეთოდ თუ საჯდომზე?” - მოესმა ექთნის ხმა კაცს და გონს მოეგო. ,,ალბათ საჯდომზე!” - რაღაცა სურვილი გამოაყოლა მოგონებებმა და გული გაუნათდა კაცს. ამდენიხნის განმავლობაში პირველად შეხედა ქალს რომანტიკული თვალით. ,,აი სულ ეს იყო!” - მოამთავრა თავისი საქმე მედდამ. ,,იცი რა მინდოდა მეთხოვა?! თუ კარგად ხართ ერთი საათით გავიქცევი აგერ აღმაშენებელზე და მალევე მოვალ”  -  მოულოდნელად სთხოვა გოგონამ კაცს. ,,კი არ არის პრობლემა. კარგად ვარ. ისე თუ საიდუმლო არ არის რა ხდება აღმაშენებელზე?” - დაინტერესდა ავადმყოფი. ,,არაფერი ისეთი. პრეზიდენტი მოდის გაახლებული ქუჩის გასახსნელად და მინდა მეც ვნახო. მაინტერესებს რანაირია?!” - გაუღიმა გოგონამ. ,,ო პრეზიდენტი? ,,გულაობენ არა? ერთი მაგის...”  - კბილებში გასცრა კაცს. ,,რა ბრძანეთ ბატონო?” - ცოტა შეშინებულმა იკითხა მედდამ. ,,არა არაფერი. შენ წადი, მე დაგელოდები, ოღონდ ძაან ნუ გადაყვები ტაშფანდურს, ხომ იცი უშენოდ დიდი ხანი გამიჭირდება გაძლება.” - სთხოვა ინვალიდმა. ,,არა ნამდვილად მალე მოვალ აქვე არ არის ერთი ფეხი იქ მეორე აქ. კარგი?!” - გასასვლელიდან ესროლა მედდამ კაცს საიმედო პირობა და კარები გაიხურა.
    კაცი აღელვებული ჩანდა. ,,მერამდენე ბლეფია!” - ფიქრობდა და ნერვები უფრო ეშლებოდა. ,,არადა თავში ყველას სინამდვილე ეგონა. მერე კი რაც მოხდა ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავის არაფრის თქმა არ უნდა ან ეშინია. ხო და ჩემნაირებმა ვინც ხმა ამოვიღეთ, ზოგი ასეთ მდგომარეობაში ვართ და ბევრი კიდე მიქელ გაბრიელის მოსანახულებლად გაამწესა მთავრობამ.” -- კაცს გულზე დარდი შემოაწვა. ის დრო გაახსენდა როდესაც ყველაფერი იწყებოდა და მასაც ჯეროდა, რომ ქვეყანა შენდებოდა და მშვენდებოდა. ფიქრებმა ისევ იმ დღესთან დააბრუნა როდესაც ახლად გარემონტებულ მცხეთაში დაადგა ფეხი.
    ,,რა არის პროგრესი და ქვეყნის სწრაფი ტემპით განვითარება?!” – ხუმრობით შეაგება კაცმა გაახლებულ მცხეთის ცენტრს, როცა ,,მავრშუტკიდან” ექსდედაქალაქში ჩამოდგა ფეხი. ,,მართლა რა ლამაზია?!” – დეა პირდაღებული იყურებოდა აქეთ-იქეთ. ,,რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ, ბოლოს მგონი იმ მაგარ ტიპთან ერთად ვიყავი, ისეთი ფირმა მანქანა, რომ ჰყავდა, თბილისში სულ სამი დადიოდა ეგეთი მგონი?!” ,,ოპა! ვინ?! ვინ მაგარ ტიპზე ბაზრობ?!” – აენთო კაცი და სახეზე წამოწითლდა. ,,ვაიმე! ეს რა მომივიდა?! სულ როგორ მისწრებს ენა წინ, ჯერ რამ გამახსენა ეგ ტიპი და მერე რამ მათქმევინა საერთოდ?!” – სინანულისაგან პირზე ორივე ხელი აიფარა დეამ. ეტყობოდა მართლა წამოსცდა. ადრეც ბევრჯერ მოსვლია, მაგრამ ამჯერად მისი ცხოვრების ისეთ ნაწილს შეეხო, რომელიც კაცისათვის სრულიად უცნობი იყო და ისიც უეცრად აფეთქდა: ,,ესეიგი ქალბატონო! მე ვარ მექალთანე, მოღალატე და ვცდილობ დაგტოვო მარტო, გონებადაკარგული და ვიღაც უცნობ ქალიშვილთან ერთად, მისი მანქანით გავისეირნო მცხეთაში?!  მეც არ ვთქვი, საიდან ამდენი ფანტაზიის უნარითქო და თურმე ეს ვიღაც მაგარ ტიპთან ერთად, რამდენი ხანია ცოცხლად მისრულებს ამას?!” – ემოციებს ვეღარ თოკავდა კაცი და მაღაზიის კედელს ისეთი მუშტები დაუშინა, რომ ახალ გალესილ ბათქაშს ,,ცრემლი ადინა.” ,,მოიცა, მოიცა, ჯერ ერთი მე შენ მაშინ არ გიცნობდი!  მერე მეორე რა მოხდა ,,პადუმაეშ” მანქანით გამასეირნა, რა ცუდი გოგო ვიყავი? არ მომიხდა ის ჯიპი? თუ რა?” – ისე ეჭირა თავი დეას, ეტყობოდა, რომ კაცის წონასწორობიდან გამოყვანას ცდილობდა და თან სიამოვნებდა კიდეც, რომ იგი ასე ეჭვიანობდა, ღმერთმა იცის რამდენი წლის წინანდელ გასეირნებაზე. ,,სულ გამიფუჭე ხასიათი, ათასი გეგმა მქონდა თავში, შენ ხომ ადამიანს არ მოასვენებ? შეგიძლია ისე გაძლო ერთი დღე, რომ ენამ წინ არ გაგისწროს და დაფიქრებულად ილაპარაკო, ხომ იცი, რომ გიჟი ვარ გიჟი, კიდე გააბდლება და გადარევა მინდა მე?” – მარტო იდგა კაცი ბარდიურთან და თითქმის მონოლოგის რეჟიმში ლაპარაკობდა, რადგან დეა  ისე გართულიყო მცხეთის ახალი ხედების ფოტოგრაფირებით, რომ წესით კაცის მონოლოგი, დროდადრო ამოხვნეშებასთან ერთად კი ესმოდა, მაგრამ თითქოსდა აქ არაფერიაო ისე იკატუნებდა თავს. ,,მომისმინე! შენ გელაპარაკები!” – გაწყრომით მიმართა კაცმა. მერე მიუახლოვდა  და ფოტოაპარატი გამოგლიჯა. ხელში მოიტრიალა და ფოკუსის გაუსწორებლად დააჭირა გადაღების ღილაკს ხელი. აპარატმა გაიჩხაკუნა. ,,აჰა გქონდეს ჩემი უკანასკნელი ფოტოა, სახსოვრად, იმ მაგარ ტიპზე, რომ იფიქრებ წინ დაიდე და ცოტა მოგონებებში წაგეხმარება!” – სიბრაზისაგან თითქმის ცრემლგარეულმა წაილუღლუღა კაცმა, აპარატი იქვე გაზონზე მიაგდო და სადღაც გაურკვეველი მიმართულებით გაუყვა გზად მცხეთის ერთერთ ქუჩას. უკნიდან დეას ძახილი შემომესმა, მან ნაბიჯს აუჩქარა. ,,მოიცა ვერ გეწევი ამ ქუსლებზე, ხომ იცი, რომ მიჭირს სიარული, დამელოდე გეხვეწები, რაღაც მინდა გითხრა, ნუ გარბიხარ, გთხოვ!” – მისი ხვეწნით აღსავსე ხმა ნელნელა უახლოვდებოდა კაცს. ვეღარ გაუძლო და გაჩერდა. პატარა პაუზის შემდეგ, შემობრუნება გადაწყვიტა. ,,ნეტავ სად არისთქო?” - გაიფიქრა. ის იყო მოძრაობა დამთავრებული არ ქონდა, უცებ ისეთი სილა მომხვდა სახეში... ,,რას მიშვები? მიმატოვე და გარბიხარ?“ – შეშლილი სახით უთხრა ქალმა და ორივე ხელი გულმკერდზე მიაბჯინა. ,,კინაღამ მოვკვდი შენ, რომ მიდიოდი და მე, რომ ვერ გეწეოდი!” – ძლივსღა ამბობდა სიტყვებს დეა გახშირებული სუნთქვის გამო. ,,წყალი დამალევინე გთხოვ!” კაცმა ირგვლივ მიმოიხედა და იქვე პატარა, კოხტა კაფეს მოჰკრა თვალი. ,,აი! წამო!” - უთხრა დეას და კაფისაკენ წავიყვანე. ქალი ძლივს მიჰყვებოდა. ფეხების ტკივილი კლავდა. (ისე რატომ აკლევინებენ თავს ამ ქუსლიან ფეხსაცმელს ქალები, ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ კარგი ეგ სხვა ლაპარაკის თემაა. ავტ.)  ,,მობრძანდით!” - გაბადრული სახით შეეგება კაფეში შესულთ მიმტანი გოგონა და მალევე სადღაც ,,გაქრა.”  შენობაში შესვლისთანავე დეა პირველივე მაგიდასთან ჩამოჯდა და თვალებით ანიშნა: ჩქარა წყალი მომიტანეო! კაცი დახლთან მივიდა. მომსახურე პერსონალიდან არავინ ჩანდა. ,,თუ შეიძლება მოგვხედეთ!” - თხოვნა შეაგზავნა ცარიელ ოთახში. ,,ეხლავე!” - უპასუხა გაურკვეველმა ხმამ და თან ფეხისთრევით დაიძრა მისი მიმართულებით. ,,ერთი ძაან ცივი წყალი გეთაყვა!” მერე დაფიქრდა და დაამატა: ,,ერთი ორასი გრამი ცივი არაყიც ჩემთვის!” თქვა და ცხვირის წვერზე ჩვეულებისამებრ საჩვენებელი თითი  მიირტყა. ,,ბარმენშა” ქალმა  კოსმეტიკისგან დამძიმებული წამწამები ძლივს წამოსწია და თვალი  თვალში ღიმილიანად გაუყარა, ისე, რომ ,,ჟუვაკის”  ღეჭვისთვის თავი არც კი დაუნებებია. ორი ერთნაირად ყინულისაგან დაორთქლილი ჭიქა მუშტარისაკენ გამოაცურა და თან დასძინა: ,,თქვენზე სამი ლარია, გნებავთ კიდევ რამე?“ ,,მილიონი დოლარი, ოღონდ იცოდე წვრილი კუპიურებით”- ბანკებში, ოპერატორებთან გამოსადეგარი ხუმრობა ესროლა კაცმა და თან გაურკვევლობის ,,გასაიასნებლად” ჰკითხა: ,,კი მაგრამ რომელია აქ არაყი?” ,,რომ დალევ მიხვდები!” - ნახევრად გაღიმებით მიუგო ,,ბარმენშამ.” ,,ოკეი!” - უთხრა კაცმა და ჭიქები მაგიდასთან მიიტანა. დადგმული კი არ ჰქონდა, რომ მასთან ახლომდგომ ჭიქას დასწვდა დეა და მოიყუდა. ,,მოიცა, მოიცა!” - კაცს უნდოდა გაეფრთხილებინა ქალი, მაგრამ სახეზე, რომ შეხედა მიხვდა, რომ უკვე გვიან იყო. დეას ისე ქონდა თვალები გაფართოვებული, ეტყობოდა, რომ ჰაერი აღარ ყოფნიდა და წყლიდან ამოგდებული თევზივით აღებდა პირს. კაცი მეორე, წყლიან ჭიქას დაწვდა და სახეში შეასხა. დეას ამაზე სუნთქვა კიდევ უფრო შეეკრა, მაგრამ მადლობა უფალს მალევე ამოისუნთქა და ტირილით უთხრა კაცს: ,,შე ბოროტო! შენ მომკლავ მე, ვაიმე! კინაღამ დავიხჩე!”  გარეთ ძლივს გამომყვა. ფეხით და სუნთქვით თითქმის ერთნაირად ,,კოჭლობდა.“ რაღათქმა უნდა მცხეთის დათვალიერება სხვა დროისთვის გადაიდო. ეხლა ერთი სული ჰქონდა კაცს დეა ცოცხალი დაებრუნებინა თბილისში.  ,,ტაქსი!” - დაუყვირა იქვე მდგომ მანქანის მძღოლს, ,,მოიცა, რას შვები? ძალიან ძვირს გამოგართმევს!” - გონს მოეგო დეა. ,,თუ გეცოდები შეგიძლია შენ თვითონ გადაიხადო!” - გაუცინა კაცმა. ,,ვითომ რას მაშინებ, რა არ გადამიხდია თუ რა! დაგავიწყდა?! ბოროტო!” -  ტუჩები დაბუშტა გაბრაზებით ქალმა. მანქანა სწრაფად მიქროდა დედაქალაქისაკენ, წყვილი უკანა სავარძელზე მოკალატებულიყო. დეამ თავი მკერდზე დაადო კაცს და მიატრიალ-მოატრიალა, ისე, თითქოს მოსახერხებელ ადგილს უძებნიდა თავს. კაცს რა ბზიკმა უკბინა  არ ვიცი?! უეცრად თავი დახარა და ისე დაეწაფა ქალის ტუჩებს, რომ ფეხსაცმელები გააყრევინა. დეამ რამდენიმე წუთში პირი გაინთავისუფლა, ჰაერი ძლივს ჩაისუნთქა და უთხრა: ,,რას შვები სირცხვილია” - და თვალით მძღოლზე ანიშნა. კაცმა უარყოფის ნიშნად ხელი აუქნია: ,,მოგცლია ერთი! მაგას ვინ ეკითხება?!” ოცი წუთის შემდეგ მანქანა კაცის ნაქირავებ სახლთან გაჩერდა. ,,დეა! გინდა შენ ადი და დარჩი, თან დაალაგებ შენ ჭკუაზე. ოღონდ ისე არა რა, მერე, რომ  ვერაფერს ვერ მივაგნო! გასაღები ხომ გაქვს?” ,,მოიცა, შენ ცოტა ხნითაც არ ამოხვალ?” ,,არა, დაღლილი ვარ, წავალ სახლში, ჩემებიც ნერვიულობენ ალბათ!” ,,ხო შენები, რა თქმა უნდა!” ,,დეა არ გინდა რა, მაგაზე რამდენჯერ ვილაპარაკეთ უკვე, ხომ ყველაფერი ვთქვით? აბა, რატომ გწყინს?” ,,არ ვიცი, არა, არ მწყინს, წადი, მართალი ხარ, წადი და ჩემზე არ ინერვიულო, კარგი?!“ - უთხრა დეამ და სადარბაზოსკენ გაემართა. შესასვლელ კარებთან მისულმა ზურგშექცევით ხელი დაუქნია. კაცს გული დასწყდა. რამოდენიმე წუთი  გარინდებით  იჯდა მანქანაში. ,,ჰა, უფროსო! საით?” - ვეღარ მოითმინა მძღოლმა, ,,სახლში!“ - გონს მოეგო კაცი. მანქანა ახალი მიცემულ მარშრუტით დაიძრა. მძროლი თავისთვის რაღაცას ღიღინებდა. კაცს კი ტკივილმოძალებული სევდა შემოაწვა და თავი მუხლებში ჩარგო. მძღოლს ეტყობა  შეეშინდა და ჰკითხა: ,,მეგობარო! ცუდად ხომ არ ხართ?” ,,არა ნუ გეშინია” ,,აბა, რა გჭირს, მშვენიერი გოგოა, რა განერვიულებს?” - უთხრა და თან თვალი ჩაუკრა. ,,არ გეწყინოს და  ერთი კითხვას მაქვს. შაიძლება?” ,,მიდი ,,ვალიაი!” - ნება დართო კაცმა. ,, ერთი მითხარი ძმაო, ასეთი ქალი რომ დატოვე იქ მარტოკა კაცო, ,,ნიუჟელი” დავიჯერო  ამაზე უკეთესთან მიდიხარ? ხო, ისე მართლა, რატომ დატოვე? სად მიდიხარ, იჩხუბეთ არა?” ,,არა ბიძაჯან არ გვიჩხუბია. რა ვიცი, რა ვიცი, სად მივდივარ?“ - კითხვითვე უპასუხა კაცმა. მცირე პაუზა ჩამოვარდა. უცებ კაცმა ანალიზის გაკეთებით მიღებული პასუხი ჩამოაყალიბა თავში: ,,სად მივდივარ და სიყვარულიდან სიყვარულისაკენ!” ,,ვა! ეგ როგორ, ტო!” - გაუკვირდა მძღოლს. ,,აი ეგრე ჯიგარო ჯან, აი ეგრე!” ,,ვა! შენ რა მაგარი ვინმე ყოფილხარ ტო! ალბათ მაგარი ბედნიერი ხარ არა? ,,მალადეც!”  აი მე ერთი სუსანა მყამს აგერ უკვე ოცდათვრამეტი წელი იქნება ,,პაჩტი” და იმისთვისაც წესივრად ვერ მამივლია.  შენ კიდევა ერთი სიყვარული დაგიტოვებნია და ეხლა მეორესთან მიდიხარ ,,ლიუბოვნი” ,,შური-მური” ამბებში არა? ხომ გეუბნები რა ,,მალადეც რაღა!” - უთხრა მძღოლმა და ღიღინი გააგრძელა. უკვე გვარიანად შებინდებულიყო. კაცმა იმ წუთას პირველად იგრძნო, რომ საკმაოდ  დაიღალა, მაგრამ  გულში მაინც სიხარულის ნაპერწკალი ბჟუტავდა და გრძნობებს გაცივების საშუალებას არ აძლევდა. ,,ეჰ! რას იზამ  უნდა გაუძლო! ეს არის ის ,,უბედურებიდან ბედნიერებისაკენ ნახტომის” თეორია, რომელიც შენ ასე ძაან გინდა, რომ მხოლოდ ,,ბედნიერების” თეორიად გადააქციო და  ამიტომ არ უნდა  იწუწუნო. კაცი ხარ და კაცურად უნდა გაუძლო!  ხომ იცი ,,ნაზატ პუტი ნეტ! ,, ა ტაგდა ტოლკო ვპერიოტ, ვპერიოტ! მოი ხოროში დრუგ! ვპერიოდ კ ველიკიმ პობედამ!” - შეუძახა კაცმა თავს და საკუთარი ბინის კარზე ზარი ორჯერ დარეკა.  ,,ეხლავე, მოვდივარ. შენა ხარ ძვირფასო? ეხლავე გავაღებ! ”  - გაისმა კარების იქიდა მხრიდან გახარებული  მისი  მეუღლის ხმა.
    ,,აი მეც მოვედი ხომ არ მოიწყინეთ? ვაიმე საჭმელიც არ გიჭამიათ, რატომ? -- შეწუხდა ახალმოსული მედდა. ,,რა ვიცი არ მინდოდა უშენოდ მეჭამა!” - ეხუმრა გოგონას კაცი და კეთილი მზერა ესროლა. ,,მოიცა ეხლავე, ხელებს გადავიბან და გაჭმევ.” - დაფაცურდა გოგონა. ,,კარგი ნუ ჩქარობ არ მშია. შენ ის მომიყევი რა ნახე?” - დაინტერესდა ავადმყოფი. ,,აი ჭამე და მერე ყველაფერს მოგიყვები დაწვრილებით”  - შეპირდა მედდა და ხელების დასაბანად შევიდა საპირფარეშოში. ,,ეჰ! რა უნდა მომიყვე შვილო?!”  - გაიფიქრა კაცმა. ,,შენ რა უნდა მომიყვე ისეთი ამათ შესახებ, რაც მე არ ვიწვნიე ამათ ხელში?”კაცს ცივმა ოფლმა დაასხა. მიხვდა ცუდად ხდებოდა და  შეეცადა სავარძელში გასწორებულიყო, მაგრამ გულის არეში საშინელი ტკივილი იგრძნო, ერთი წამოიყვირა: ,,მიშველეთო!” და ტკივილისაგან გონება დაკარგა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები