ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პროზა
21 თებერვალი, 2013


კაცი თავი V

    ,,სწრაფად, სწრაფად! მაქსიმალური მუხტი. დაარტყი! ო არა! ჩაბერე პირში და გაიმეორე! არა, არა. გაიწიე, მიმიშვი. მიდი ეხლა რაც შეგიძლია ჩაბერე!” - კიდევ ერთხელ დაავალა მორიგე ექიმმა ექთანს და თვითონ კი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა თავისი დიდრონი მჯიღები დასცხო საიქიოსკენ მიმავალ კაცს გულის ფიცარზე. დარტყმა რამოდენიმეჯერ გაიმეორა. ყოველ ახალ დარტყმაზე რაღაც ნათდებოდა კაცის ტვინში და ისევ იკარგებოდა წყვდიადში. ერთი დარტმა კიდევ და მომაკვდავის ტვინში რაღაც წარსულის სურათი გადაიშალა.
      ,,მაგრა დაარტყი მაგ ჩათლახს, რას ეფერები?! აი შენ! აი, შენ ბოზო! მოკვდი!” - უთხრა ,,ჯალათმა” სკამზე მიბმულ კაცს. სერჟანტი ხელის კვრით გვერდით გააგდო და ორივე ხელით შეკრული მუშტი, გვერდულად ჩაარტყა კაცს გულმკერდში. პატიმარმა ამოიგმინა და სკამიანად გვერდზე გადავარდა. ,,ჯალათო!” - ამოილუღლოღა წაქცეულმა კაცმა, მისი მწამებლის ზედმეტსახელი. ,,ტყუილა წვალობ. მე არაფერი არ ვიცი და რომც ვიცოდე, როგორ გგონია შენისთანა ნაბიჭვარს ვეტყვი და ბიჭებს დავღუპავ?! - კაცს პირი სისხლით ჰქონდა სავსე და ლაპარაკი უჭირდა. ,,არ იტყვი და ეს რაა, მერე ნახე შენ რაც მოგივა. ისე იქნება საქმე, რომ სიკვდილს იხვეწებოდე!” - არასახარბიელო მომავალს დაჰპირდა კაცს ,,ჯალათი.” ,,ვერ გავიგე რა გინდათ ჩემგან? რა მისამართებს მთხოვ და საერთოდ რა ბრალს მდებთ?” -  გაიკვირვა კაცმა და პირიდან სისხლი გადმოაფურთხა. ,,ბრალდებებს პროკურორი წაგიყენებს, მანამდე ცოცხალი თუ მიაღწევ შენ ბოზო! მე მაინტერესებს ვინ ხელმძღვანელობს ტერორისტულ ჯგუფს, რომელსაც დავალებული აქვს პირველის ლიკვიდაცია და სად იმყოფება თქვენი საბაზო ტერიტორია?!” - კიდევ ერთხელ ჩამოუყალიბა ,,ჯალთმა” თავისი ინტერესი კაცს. ,,ხო! კიდევ ხომ არაფერი გაინტერესებს?! -  შეეკითხა კაცი ისე, რომ სისხლის ფურთხება არ გაუჩერებია. ,,დამცინი არა შენ ბოზიშვილო?!” - გაბრაზდა ,,ჯალათი.” გაშმაგებული მივარდა ძირს დაგდებულ პატიმარს და თავისი ამერიკული სამხედრო ჩექმა პირდაპირ ცხვირპირში ჩააზილა. მერე  ასო ამოიღო და კაცს გასისხლიანებულ სახეზე მიაშარდა. ,,ა! როგორია? ხომ არ გწყურია?იქნებ არ მოგწონს ჩათლახო? თუ გინდა შევაცივებ, ეგება თბილ-თბილი არ გსიამოვნებს?!” - საზიზღრად იკრიჭებოდა ,,ჯალათი.” ,,ეხლა მე წავედი ზემოთ. ამას არც წყალი მისცეთ და არც საჭმელი. როდესაც დავბრუნდები, მერე გადავწყვიტოთ როგორი ,,სიამოვნება”  მოვუგონოთ კიდევ, სანამ გონება არ გაეხსნება და არ აჭიკჭიკდება. ფეხებით დაკიდე და ეგდოს მასე, ოღონდ უყურე სისხლისგან მთლად არ დაიცალოს. ჯერ ცოცხალი მჭირდება ეგ ნაბოზვარი. ყველაფერი გაიგე?!”  - მოსაქმება დაამთავრა ,,ჯალათმა,” სერჟანტთან მივიდა და  სახეში ჩახედა. მერე ხელი თავის ასოზე მიიდო და კაცს უთხრა: ,,ამას გაჭმევ რომ დავბრუნდები შენ ნაწყლო!”  ,,ჯალათმა” ფორმა გაიწმინდა,  გაისწორა და კარცერის ოთახი წელში გამართული ნაბიჯით დატოვა. ,,წადი შენი დედაც...”  -  ჩურჩულით მიაყოლა მიმავლ უფროსს სერჟანტმა და კარცერის კარი გადარაზა.
    ,,ექიმო მე მგონი პულსი გაჩნდა!”  --  წამოყვირებით ახარა მედდამ ექიმს და მეორე ხელი, რომელიც თავისუფალი ჰქონდა, აკანკალებულ ტუჩებზე მიიფარა. ,,ექიმო ხომ იცოცხლებს, ხომ არ მოკვდება?“  –  დიდი სიბრალული იგრძნობოდა მედდის შეკითხვაში. ,,იცოცხლებს. ოღონდ მე თვითონ არ ვიცი რა ძალაა ამ კაცში? ეს უკვე მერამდენედ ამარცხებს სიკვდილს. იცი, მე ასე მგონია, არის რაღაც, რაც ამ ქვეყნის დატოვების  უფლებას არ აძლევს.“  –  დაასკვნა ექიმმა. ,,მაინც რა ბატონო?“ – ჩაეძია ექთანი. ,,ალბად რიამე მისია აქვს დასასრულებელი და ჯერ ვერ მოახერხა მისი შესრულება. ალბათ მაშინ წაიყვანს უფალი, როდესაც ეს მიზანი მიღწეული იქნება. აბა სხვა რა უნდა იფიქროს კაცმა? სხვა ყველა გარემოებების გათვალიწინებით, ეგ დღეს ცოცხალი აღარ უნდა იყოს, მაგრამ ხომ ხედათ!“ ,,დიდება შენდა უფალო!“ – დიდება უძღვნა უფალს ექთანმა და პირჯვარი სამიგზის გარდაისახა.
    პულსაცია კი იგრძნობოდა, მაგრამ ავადმყოფი გონს მაინც ვერ მოსულიყო. კაცს გახშირებული სუნთქვა ჰქონდა და ვერავინ ხვდებოდა რისი მიზეზი იყო ეს. მისი გონება რაღაც გამაღიზიანებელ ფაქტორებზე რეაგირებდა და დროდადრო ზედა ტუჩი უკანკალებდა. ამ დროს კი მისი სხეული გაუნძრევლად განისვენებდა,ხოლო გონება ისევ წარსულის ბნელ ლაბირინთებში განაგრძობდა მოგზაურობას...
    ,,რაო მოსამართლემ რამდენი მოგისაჯა?” - შეეკითხა საკანში დაბრუნებულ კაცს მისივე თანასაკნელი. ,,არ დაიჯერებ, რომ გითხრა.” - ღიმილით უპასუხა კაცმა. ,,ვითომ რატომ არ დავიჯერებ? დახვრეტა ხომ არ მოგისაჯეს?!” --  ხუმრობით გაუგრძელა გამოკითხვა პატიმარმა. ,,ორი წელი და სამი თვე.” - უპასუხა კაცმა და საკნის სარკმელთან მივიდა. ,,მოიცა ესიგი რა გამოდის? ერთ დღეში გარეთ გახვალ? ეგ სპეციალურად დაამთხვიეს ეგრე, რომ შარი არ მოსდო. კიდევ კარგი, რაც იცოდი არაფერი თქვი, თორემ ერთ რვა წელს მინიმუმ მოგარჭობდნენ”  - შეუქო საქციელი თანასაკნელმა და ისიც სარკმელთან მივიდა. ,,შენც კარგი ჩათლახი ხარ!” - ღიმილით მოუბრუნდა კაცი და განაგრძო: ,,გაიგე და ვინც მაგის გაგება დაგავალა იმასაც გადაეცი. მე განა არ ვთქვი რაც ვიცოდი, არამედ არაფერი არ ვიცოდიიიი! გაიგე?!” - ხელების ზემოთ ასწია კაცმა და გულუპყვრილო გამომეტყველება მიიღო. ,,რას ამბობ ჩემი დედას გეფიცები, ვერ გავიგე მე რა ..ნასეტკა“ ვარ?! –– ეწყინა პატიმარს. ,,მაგას მე არ ვამბობ, მაგას შენ ამბობ.“ –  სიტყვა დაუტრიალა კაცმა. ,,მოკლედ შემეშვი!“ – თქვა ბოლოს და თავის ნარზე წამოწვა. სიგარეტი გააბოლა და თვალებით ჭერს მიაშტერდა. ცოტა ხანი ფიქრობდა ასე. მერე წამოდგა და ბიჭებს შეეკითხა; ,,ბიჭებო! აბა ხვალ  გარეთ გავდივარ და ვინ რას დამაბარებთ?“  ხუთი წუთის შემდეგ, კალამ – ფურცელ მომარჯვებული იწერდა დავალებებს კაცი. იცოდა ბევრი მათგანის შესრულებას ვერანაირად ვერ შეძლებდა, მაგრამ მაინც იწერდა. კაცმა იცოდა, რომ ამით იმედის ნაპერწკალს მაინც უტოვებდა პატიმრებს და ისიც კარგად ჰქონდა შესისხორცებული, რომ საკანში ყველაზე დიდი ძალა კაცობის ერდგულებასა და იმედის არსებობას აქვს. ,,ნუ გეშინიათ ძმებო ყველაფერი კარგად იქნება!“ – გარეთ გამსვლელი კაცის ნათქვამი ასჯერ უფრო დამაიმედებლად ჟღერდა.
    დილას საკნის კარები გაიღო და მისი გვარი გაისმა. ,,აბა ბიჭებო! წავედი. მაგრად მენახეთ და მალე ყველა ,,სვაბოდაზე“ ყოფილიყავით. რაც დამაბარეთ, ყველაფრის გაკეთებას ვეცდები. რასაც შევძლებ და რასაც ვერ შევძლებ იმასაც ვიჩალიჩებ. აბა ადიოს ამიგოებო!“ –  დაემშვიდობა კაცი პატიმრებს.
    ციხის კარებთან მთელი მისი საძმო და ოჯახის ყველა წევრი ელოდებოდა მის გამოსვლას. ციხის ალაყაფის კარი. როგორი იდუმალებით მოცულ სუბსტანციას ყოფს ერთმანეთისაგან ეს უზარმაზარი რკინის ნაჭერი. ნეტა რა ხდება გარეთ? აი კარიც გაიღო და თავისუფლების სიო იმწამსვე მოეალერსა კაცს სახეზე. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და დაინახა თუ როგორ მორბოდა მისკენ თითქმის ყველა ის ადამიანი, რომლებიც ასე ენატრებოდა ამდენი ხნის განმავლობაში. პირველმა მისმა გოგონამ მიირბინა და კივილით: ,,მამიკოოო!“ ჩაეკრა გულში. მერე მეუღლე და დედა მოეხვივნენ. ცოტა ხნის მერე ძამაკაცების მკლავებში აღმოჩნდა. დიდი ხნის განმავლობაში პარტიის ერთგულ წევრებს უხდიდა გულითად მადლობას, ესოდენ დიდი ყურადღებისათვის. სულ ბოლოს კი ახლო ნათესავებისა და რამოდენიმე კარის მეზობლის მოლოცვებსაც შეეგება დიდი მადლიერებით. ,,საით წავიდეთ?“–  ტრანსპორტი, რომლითაც უნდა წასულიყო, ვერ გაარკვია და მორიდებულად იკითხა კაცმა. პარტიის ერთერთ მუშაკმა სთხოვა მას, რომ პარტიის კუთვნილ მანქანით დაეტოვებინა იქაურობა. ,,ხომ ხედავ ტელევიზია გვიღებს და ფიარისთვის უპრიანი იქნება ჩვენი მანქანით, ზარ–ზეიმით დავტოვოთ აქაურობა!“  –  ასე აუხსნა კაცს ვითარება თანაპარტიელმა, რომელსაც კონსულტაცია პარტიის თავმჯდომარესგან ჰქონდა მიღებული. მან ხელით მანქანისაკენ მიუთითა, თვითონ კი ტელევიზიების დასანახად, დროშით ხელში  განაგრძო  ბრტელ–ბრტყელი ფრაზების რახარუხი.
,,რა პრობლეემაა წავიდეთ, ოღონდ პირდაპირ სახლში მიმიყვანეთ ძალიან გთხოვთ. პრესკომფერენციები და შეხვედრები ხვალისათვის გადავდოთ. ხვალ დილას არა, ნაშუადღევიდან თქვენს განკარგულებაში ვარ!“ – ,,პარტიული ფიცი“ დაუდო კაცმა თავის თანაპარტიელებს და დროშების ფრიალის ქვეშ მოკალათდა მანქანის უკანა სავარძელზე. მანქანაში მის გვერდზე ლია აღმოჩნდა. ეს გოგო დაჭერის წინ მისი სიყვარული და პირადი მდივანი გახლდათ. გადაეხვია კაცს და ჩუმად უთხრა: ,,იცი როგორ გელოდებოდი?! ძალიან მომენატრე! როდის გნახავ?“ ,,მოიცა, ეხლა მაგის დრო არ არის. მე თვითონ გნახავ. ჩვენს ბუდეში დამელოდე. მიაწკრიალე იქაურობა და აუცილებლად შემოგირბენ.“  –  ყურში ალერსიანი ხმით უჩურჩულა ლიას კაცმა.
        სახლთან მთელი უბანი შეკრებილიყო. ყველას უნდოდა თავისუფლების მიელოცვა.  კაცი ცოტაარიყოს დაბნეული ჩანდა,  მის მიმართ ასეთი დიდი სიყვარულის გამოვლინებით. ,,უღრმესი მადლობა ყველას!“  –  იძახდა იგი და მადლობის ნიშნად მოწიწებით უკრავდა თავს იქ შეკრებილ ერთგულ საზოგადოებას. სახლში დიდი სუფრა იყო გაშლილი და მეზობლების ქალები ბოლო შტრიხებს ამტებდნენ ისედაც გადაჭედილ სუფრას. ქეიფი ტრადიციულად მისი ბავშვობის ძმაკაცის თამადობით გაიმართა. მოკლედ ნამდვილი ბედნიერების დღესასწაული იდგა კაცის ოჯახში. ,,ძმებო ყველას დიდი მადლობა! მე მინდა დაგლოცოდ და გითხრათ თავისუფლების ფასი არაფერია. და კიდევ ერთი თქვენი ფასიც აუწონელი სიმდიდრეა ჩემთვის. ამიტომ  ყველას გთხოვთ გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით ერთმანეთს და ყველა ერთად კი, ჩვენს ლამაზ საქართველოს!“ – სასმისი შესვა და მის ორივე გვერდით მჯდარ დედასა და ქალიშვილს ჩაეხვია. ,,ბოდიშს გიხდით, გადავეჩვიე ამდენი ხანი სკამზე ჯდომას და ხერხემალი ძალიან ამტკივდა. თუ ნებას მომცემთ დაგტოვებთ. ძალიან გთხოვთ თქვენ არ დაიშალოთ. გააგრძელეთ ქეიფი და კარგი დრო გაატარეთ. მე გავალ წამოვწვები და ცოტას დავისვენებ, თქვენის ნებართვით.“ –  თხოვნით მიმართა დამსწრე საზოგადოებას კაცმა, კიდევ ერთხელ დალოცა ყველა. სასმელი მოსვა და საძინებელისაკენ გაემართა. საძინებელში მიმავალს, გზად მისი მეუღლე გადაეყარა.,,შენ შედი. ლოგინი გაშლილია. მეც მივხედავ აქაურობას და მალე მოვალ. კარგი?“  –  სიყვარულით მოეალერსა მეუღლე და სტუმრებისაკენ მწვადით გავსებული ორი ლარნაკი გაიტანა. კაცმა საძინებლის კარი შეაღო, ლოგინთან მივიდა და ჩამიჯდა. რამდენი ხნია არ წოლილა თავის საწოლში. სარეცელს ხელი გადაუსვა. სასთუმალი მოირგო და სიამოვნებისაგან გაიტრუნა. ,,გძინავს?“  –  მეუღლის ხელის შეხებამ გააღვიძა. ,,არა შენ გელოდებოდი!“ – იცრუა კაცმა მეუღლის საამებლად. ,,არ მოგენატრე? ყოველ დღე ველოდებოდი ამ ღამეს.“  –  ეფერებოდა ქალი და თან ტანსაცმელს იხდიდა. კაცს გაახსენდა, რომ ორ წელიწადზე მეტი იყო გასული, რაც თავისი მეუღლის მამაკაცური ვალი გადასახდელი დაუგროვდა და მთელი ძალები მოიკრიფა. ,,მოდი უნდა შეგჭამო!“ –– უთხრა ცოლს და ლოგინისაკენ შეითრია. ღამე ერთერთი ულამაზესი იყო იმ ღამეთა შორის, რომელიც კაცს შეეძლო  ენატრა. გაოფლილი გადაბრუნდა ზურგზე და ბედნიერების კარგად შესაგრძნობად თვალები დახუჭა. ასე იყო გარინდებული. ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ მხოლოდ მისი მოსიყვარულე მეუღლის გულისცემა და ჩუმი ფშვინვა ისმოდა. ცოტა ხანში,  დაღლილ კაცს  ტკბილად ჩაეძინა.                       
        ქუჩაში ჯერ კიდევ ბნელოდა. კიბეები ხერხემლის ტკივილის მიუხედავად, სულმოუტქმელად აიარა კაცმა და თავისი ნაქირავები ბინის კარების წინ აღმოჩნდა. გასაღები ძაან ფრთხილად შეუყარა  კარების საკეტს და სახელური დაწია. კარი შეაღო. შესულმა ირგვლივ მიმოიხედა და ოთახის ცნობა გაუჭირდა, ისეთი შეცვლილი იყო. ,,როგორ მიყვარხარ!" – გაიფიქრა.  ერთი კიდევ გადაავლო თვალი გაწკრიალებულ ოთახს და იმ იმედით, რომ ლიას საწოლში იხილავდა, კარი მაგრად გადარაზა შიგნიდან, თითქოს ეშინოდა ბედნიერება არსად ,,გაქცეოდა.“  ფეხაკრებით შევიდა ოთახში და სანამ ლოგინს დახედავდა, საათს გახედა. ისრები შვიდის ოცდასამ წუთს უჩვენებდნენ. გაიფიქრა: ,,რომ გავაღვიძო ცოდოა. ნახე რამდენი უშრომია!” ყველაფერი დარეცხილი, დაუთავებული და დაწკრიალებული დამახვედრა. ,,როგორ მიყვარხარ!” – ისევ გაიფიქრა და სასწაული სითბო ჩაეღვარა გულში. ემოციები მოეძალა და ვეღარ მოითმინა. სასწრაფოდ საძინებელს მიაშურა, იმ აზრით, რომ ამ ყველაფერს დაფასება და სამაგიეროს სიყვარულითვე გადახდა სჭირდებოდა. საწოლი ეს ის ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ადგილი იყო ამ სახლში. (სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ასეთი საწოლის ხათრით იქირავა თავის დროზე კაცმა ეს ორ ოთახიანი ბინა. ავტ.) ორსაწოლიანი, ძალიან ლამაზი სარეცელი,ისეთი მომაჯადოვებელი იყო, რომ  ყოველ ღამე ,,გმირობის ჩადენას მოითხოვდა!” ლია, ამ დიდ საწოლს მთლიანად ჩაეყლაპა და მის გულში ჩაკარგულიყო. ხელში კაცის მაისური ეჭირა. კაცმა დიდი ნერწყვი გადაყლაპა. ლიას  გადასაფარებელი ისე ჰქონდა გადახურული, რომ მხოლოდ პატარა ფეხუნები დარჩენოდა გარეთ გამოყოფილი. რაღას იზამდა? ,,რაკი მეტი არ დამიტოვე!” – გაიფიქრა კაცმა და ფრთხილად შეეხო ლიას ფეხს ტუჩებით.  რამოდენიმეჯერ აკოცა და ბოლოს, მისი ნეკი ჩაყლაპა. ქალის სხეული შეიშმუშნა. კაცი წვივს ენით აუყვა და მუხლზე დააკვდა. ქალი ძილს თავს ვერ ართმევდა. ეტყობა წინა დღით ბევრი ნაშრომი ქონდა და ქანცგამოცლილს ღრმა ძილით ეძინა. კაცის  მოქმედების შემდეგი ზონა ლიას  ბარძაყის ტერიტორიაზე გავრცელდა და სანამ ბოლომდე დაუსველა ფეხი ენით, ქალის  ძილმა უკან დაიხია და მისი ძალიან ჩუმი ხმა გაიგონა კაცმა: ,,შენ ხარ? რომელი საათია? ვაიმე! რას მიშვები?“ ,,მარილი არ იყო სახლში და მოშივებული მოვედი, აგერ შენს ფეხზე იქნებოდა ვიცოდი!”- ეხუმრა კაცი და ცოტათი ზემოთ აწევა სცადა. ქალმა ხელი  მიიფარა და არ გაუშვა.  ,,ჯერ შვიდი ხდება?” – ეტყობოდა საათს გახედა. ,,ასე ადრე რამ მოგიყვანა?” ,,ხომ გითხარი მომშივდა და მარილი არ იყო სახლშიმეთქი!” – ხუმრობა გაიმეორა კაცმა. ,,ვაიმე რა საყვარელი და რა სულელი ხარ! თან რა საცოდავი. ჩემი საწყალი! ამ დილადრიან გამომეცხადა! როგორ მიყვარხარ!” – თქვა ლიამ და ისე მიეეკრა კაცს, რომ კინაღამ გული აუჩუყა.  ,,მოდი მანახე, როგორ მოიწყინა შენმა სხეულმა, უჩემოდ?" – თქვა კაცმა და გადასაფარებელი ნელ-ნელა, ახალი გახსნილი ძეგლივით ჩამოხსნა ქალს სხეულიდან. ,,რა ლამაზი ხარ!” – უთხრა თვალებ ანთებულმა კაცმა. ,,კარგი რა, ნუ დამცინი, ამ მუცელს ვერაფერი მოუხერხე, ნუ მიყურებ!" – თქვა ლიამ და გვერდულად დაჯდა ისე, რომ მუცელი ცოტათი მაინც დაემალა. ,,რა გინდა? რატომ განიცდი? ვგიჟდები მაგ მუცელზე!” – მიხოხდა კაცი და ზედ მუცელზე აკოცა. ქალმა კი ხელები მის თმებში ალერსით შეაცურა, გაინაბა და თვალები დახუჭა. ,,როგორ მიყვარხარ ლია! რა ტკბილი ხარ!” – ქალის სხეულზე მიმოიბნეოდენ კაცის მიერ ნათქმამი სიტყვები. ხან ქვემოთ, ხან ზემოთ, მთელი სხეული ხტოდა და ოფლად იღვრებოდა. ,,ვაიმე! მიდი არ გაჩერდე, ვაიმე!”- სუსტი კნავილით წარმოსთქვა ქალმა და პირი ოდნავ შეაღო. ,,მიყვარხარ!” – უთხრა კაცმა და გახსნილ ტუჩებს დააკვდა. მათი  სხეულები ნაზად შეერთდნენ. ,,ნუ ტირი სულელო, მე ნამდვილად ვგიჟდები შენზე!” ,,ხო, ვიცი!” – უთხრა ქალმა და ისე დაადო თავი მკერდზე, რომ ლიას ცრემლებმა კაცის სხეულზე დაიწყეს დენა და თეძოსკენ ჩაიღვარნენ.  დიდი ხანი არ იყო გასული კარზე ზარის ხმა გაისმა. ,,რა ხდება?” – შეშინებული წამოიწია ლოგინიდან ლია.  ,,მოიცა ვნახავ, ვინ უნდა იყოს?” –  გაუკვირდა კაცს. ცხრა საათი ხდებოდა. ,,ვინ არის?!” შეყვირა კაცმა, სანამ კარებს მიუახლოვდებოდა. ,,მე ვარ!” ,,ვინ შენ?” ,,მე ვარ, შენი ,,ხაზეიკა.“ ორი თვის ფული, რომ გაქვს გადასახდელი დაგავიწყდა? ამდენი ხანია ვერ გნახე. ვიღაც ლაწირაკი მოდიოდა შენი სახელით ორი წლის განმავლობაში და სამასსი ლარი მოჰქონდა ყოველ თვე. აი ბოლო ორი თვეა კი არ გამოჩენილა. მეც ვნერვიულობ. ხომ იცი, რომ მეტი შემოსავლის წყარო მე არ გამაჩნია. ხო და კარგია, რომ დაგიჭირე ბინაზე, თორემ ვინ იცის კიდევ როდის გნახავ? ეხლა ძალიან მიჭირს და თუ შეგიძლია იქნებ ამ ორი თვის ვალი გამისტუმრო?!” ,,ხო, ხო იცით, ქალბატონო” – სახელი დაავიწყდა კაცს და მოსაფიქრებლად პაუზა აიღო. ,,ზინა!” –  მიხვდა პაუზის მიზეზს კარს იქით მდგომი. ,,ხო, ხო ქალბატონო ზინა, იცით ეხლავე ჩავიცვამ და ერთი თვის თანხას მაინც მოგცემთ. რა ვქნა კი მინდოდა მთლიანად მოცემა, მაგრამ ხომ გესმით.“ ,,მოიცა!” –  უკნიდან მოესმა კაცს ლიას  ხმა. ,,აი!  მეორე თვისაც მიეცი, გუშინწინ პარტიაში ხელფასები იყო და აჰა აიღე და მიეცი!” –  უთხრა ქალმა და სამასი ლარი, მხრების აჩეჩვით მიაწოდა, თან სახეზე სიხარულის ღიმილი დაურბოდა. კაცმა ვერ გაუძლო. მივარდა, ოდნავ ხელში აიყვანა და ისე აკოცა, რომ ქალმა სიამოვნებისაგან ხელები და ფეხები მთლიანად მის სხეულს შემოაჭდო. ,,მოიცა ამას გავისტუმრებ და ეხლავე მოვალ!” ,,მოვდივარ!”  – კაცმა კარი ღრიჭედ გააღო და ნახევრად შიშველმა ექვსასი ლარი მიაწოდა მევალეს. ,,ვა! მაგარი კაცი ჩანხარ! ერთი კაცურად უკან დაიწი და შიშველი დამენახე რა! ბიჭო რას მემალები?” – უთხრა მომხდურმა.  მერე კარის სახელურს დაეჯაჯგურა და კარების თავისკენ მოქაჩვა სცადა. ,,შენ მე რაღაცას მიმალავ?  შემომიშვი, ერთი ვნახო, რას დაამსგავსეთ ჩემი კოპწია ბინა?” - ინტიმური ტემბრით უთხრა და ისე გასწია სახელური თავისკენ, რომ კაცმა თავი ვეღარ შეიკავა და კარს გარეთ გაჰყევა. ,,ვაუ!  კაკაია პრეკრასნაია პოპკა!” –  უცებ, ჰაერშივე შეაფასა  შიშველი სხეული ზინამ და ბინაში შევიდა. ,,ეს ასე შენ დაალაგე?” – გაოცებულმა სიგარეტი გამოიღო პირიდან. ,,ხო აბა!” ,,ვა! შენ ვინა ხარ, ეგეთებიც გეხერხება?” – უთხრა კაცს, თვალი  ჩაუპაჭუნა  და ლოყაზე კოცნაც დაუპირა... ,,ვინ არის და ჩემი კაცია!” - გაისმა საძინებლიდან ლიას გაბრაზებული ხმა. ,,ვა ეგ ვინ არის?” – მოულოდნელობისაგან ცოტა გაკვირვებული შეიქნა ზინა. კაცმა სარკაზმულად გაუღიმა და უთხრა: ,,ჩიტია რა, ,,გულნარა,” პატარა ჩიტუნია!” ,,მერედა კარგად მღერის?” – ჩაეცინა ზინას.  მერე  ოთახს გადახედა და დაამატა: ,,ხო, ეტყობა შენც კარგად უნდა მღეროდე!!!” –  დალაგებულ საგნებისკენ მიუთითა  ხელით კაცს. ,,აბა რა ვიცი! ვოკალს არ ვუჩივი და?!” – სიცილნარევი სიამაყით უპასუხა კაცმა. ,,და, და! ესეც ვიცოდი, ,,დაჟე! ეჭვიც კი არ მეპარებოდა!”  - თავი დაუკრა ზინამ კაცს და მკერდის ზედა ნაწილზე გადაუსვა ხელი. ,,მე კი ვიფიქრე ქირის დაკლებაზე დაველაპარაკებითქო?!” – ძუძსთავზე  გააჩერა თითი. ,,ხო!  აბა, რომ გიჭირს ქირის გადახდა, მაგრამ არაუშავს, აბა აგერ დამხმარე გამოგიჩნდა.” ,,კარგი, მერე იყოს ეგ ლაპარაკი.” – მოუბოდიშა კაცმა. ,,არაფერიც არ გვიჭირს, ფული ხომ მოგცათ, აბა რაღა გნებავთ?!" – გაბრაზება დაეტყო, ოთახში შემოსულ ლიას. ,,და! და! ია ტებია პონიმაიუ პოლნოსტიუ, ა ეტოი დურე დაჟე ნემნოშკო ზავიდუიუ!” – არჩევანი შეუქო ზინამ კაცს, როცა ლიას შეხედა.  ,,ნუ შენ იცი ჩემი ,,ბიჩი, კაკ ხოჩეშ,“ მე წავედი.” ,,შენი ბიჭი არა რა?! სულ კარგად ბრძანდებოდეთ!”  – მიაძახა ლიამ გარეთ გასულ ზინას. სადარბაზოდან კი ზინას გადაკისკისება და მისი ბინის კარების მიჯახუნების ხმა მოისმა. ,,პაშლა ნა... სტერვა!” – თქვა ქალმა  გამწარებული სახის გამომეტყველებით. ,,წუ, წუ, წუ აბა!” – დაეთანხმა კაცი. ,,ოი! შენ ვინა ხარ? იცოდე მოგაჭრი მაგ საოხრეს ძირში. შენ  ხომ იცი, რომ  ,,სპასობნი” ვარ. მაგის გაკეთებაც შემიძლია. ეხლა აქ  მე, რომ არ ვყოფილიყავი ალბად ვინ იცის?!” – თქვა ქალმა  და სიგარეტს ხელისკანკალით მოუკიდა, რომელიც ამდენ ხანს ჩამქრალი ეჭირა ხელში. ,,რა გინდა გოგო, ეგეც ჩემი ბრალია? ხომ ხედავდი, კინაღამ გამაუპატიურა შენს თვალწინ. სულ რაღაც სამასი ლარის გულისათვის?” ,,სუფთა ,,პუტანკა" ხარ, ესეიგი სამასი ლარი ღირს შენი ერთგულება?” – ტირილის სურვილი დაეტყო ლიას. ,,არა სიცოცხლევ! ერთგულება  რა შუაშია?!” ,,აბა, ჩემი თვალებით მაინც არ დამენახა, როგორ გაბავდა?!’  ,,ხო, მაბავდა. მაგრამ ეგ რა გასაკვირია, მაგისთვის ჩემისთანა კაცი ოცნებაა. მერე შენ თვიონ ამბობ, რომ ის მაბავდა და მე კი არ ვაბავდი?!” – მაინც გაიმართლა თავი კაცმა. ,,კარგი გაჩერდი! შენი ნდობა არ შეიძლება, იცოდე მაგი, რომ სადმე შენთან ერთად დავინახო!  რასაც შეგპირდი აგისრულებ! მამაჩემის საფლავს გეფიცები!" – თქვა ქალმა და სიგარეტი საფერფლეზე მწარედ დაასრისა. ამის დანახვაზე კაცს  რაღაც სხეულის ნაწილი აეწვა. ცოტა ხანი თვალმოჭუტული და ერთ პიკანტურ ადგილზე ხელაფარებული უყურებდა, როგორ გამეტებით სრისავდა სიგარეტს საფერფლის კედლებზე და ცოტა უსიამოვნო გრძნობა დაუდიოდა ტანში, რომელსაც შიშს ვერ დაარქმევდი, მაგრამ თუ კარგად დაუფიქრდებოდით, არც ბევრი აკლდა  შიშამდე. ,,ხო, კარგი კომკავშირულ ფიცს გაძლევ ეგ არასოდეს არ მოხდება!" – თითქოს იპოვა კაცმა გამოსავალი. ,,არა შენი გოგოს სიცოცხლე  დაიფიცე და დავიჯერებ!” – თითქმის უბრძანა ქალმა. ,,შენ თავს გეფიცებითქო!” - უნდოდა კაცს ეთქვა, მაგრამ ქალმა პირზე ხელი ააფარა: ,,არა მე გამიმეტებ ვიცი, შენი გოგოს სიცოცხლე დაიფიცე და დაგიჯერებმეთქი!” ,,რას ამბობ, გაგიჟდი? ამ კახპას გულისათვის ბავშვის სიცოცხლე ჩავაგდო საფთხეში?” – ხუმრობაში გატარება სცადა კაცმა. ,,აი! ხომ გითხარი ნაძირალა ხარ და ბოროტო!” – ხელი აიქნია ლიამ და საძინებელში ტირილით შევარდა. ,,ხო რა იცი, ხუმრობაც აღარ შეიძლება?” – კაცი უკან მიჰყვა. ,,კარგი გეფიცები ჩემი გოგოს თავს, ოღონდ ერთი პირობით!” ,,არავითარი პირობები!”- ხმას აუწია ქალმა. ,,არა მომისმინე, პირობა მომეცი რომ ჩემ სიამაყეს, რომ დაემუქრე, არასოდეს აასრულებ და არასოდეს მოჭრი თავს!”  ,,რას ვიზამ?”  – გაეცინა ლიას, ,,ხო, ხო შენ გიჟი ხარ და რა ვიცი?!” - მხრები აიჩეჩა კაცმა. ,,კარგი ვფიცავ ჩვენს სიყვარულს, რომ ჩემით არასოდეს გავანადგურებ იმას, რაც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს შენში!” – თქვა და სიცილით ლოგინზე გადაკოტრიალ-გადმოკოტრიალდა. ,,გაიხარე, დავწყნარდი, ისე დასრისე სიგარეტი, რომ მართლა შემეშინდა!” - კაცმაც გადაიხარხარა. ,,მაკოცე სულელო, მაკოცე, რას ელოდები?” – ლიამ ალერსით აავსო კაცი. მერე მიუახლოვდა და ტუჩებში აკოცა. ასე გრძელდებოდა დიდ ხანს, ალბათ იმდენ ხანს, რომ ფიქრი კაცის ,,სიამაყის” განადგურებისა მის ტვინიდან ამორეცხილიყო. ,,ძაან მიყვარხარ!” – უთხრა ბოლოს კაცს ლიამ და დასაძინებლად გადაბრუნდა. ,,კარგი, წავედი მე!" – თქვა კაცმა და საათს გახედა. ,,აუ! დამაგვიანდა, რამდენი შეხვედრები მქონდა! გაგიჟდებიან პარტიაში. წავედი, წავედი!”- სასწრაფოდ დაიხარა კაცი და შიშველ მხარზე აკოცა ლიას. მერე ასევე მკვირცხლად წამოდგა ლოგინიდან. ერთწამს შეყოვნდა. უეცრად რაღაც სასწაული სურვილის ძალამ უკან მიაბრუნა. ლოგინზე დაემხო. გადმოაბრუნა ქალი და მთელი მკერდი დაუკოცნა. დიდი ხანი კოცნიდა. ვეღარ ძღებოდა. კაცი ხედავდა, ქალს ძუძუს თავები როგორ დაებერა. მთელი სხეული ეწვოდა. კაცმა ვეღარ მოითმინა და უთხარა: ,, გინდა, არ წავალ დღეს? ერთი მაგათი დედაც!  შენთან მინდა დავრჩე!” ,,არა, რას ამბობ, მერე ამდენი შეხვედრები?” – გაახსენა ქალმა მივიწყებული საქმე. ,,ო! როგორ გადამავიწყდა?! კარგი გავიქეცი მე!” – უთხრა კაცმა და სასწრაფო წესით ჩაიტარა მობილიზაცია. ,,კარი დახურე რა?!” – დაემშვიდობა ლია ხელის ტუჩებთან მიტანითა და  საჰაერო  კოცნის გაგზავნით. ,,მეც გაკოცე!" –  მიმავალმა მიაძახა კაცმა. კარი გამოიჯახუნა და გარეთ გამოვარდა. უცებ შეყოვნდა. საკეტი შეამოწმა და როცა დარწმუნდა, რომ კარები ჩაკეტილი იყო, სტვენა-სტვენით,  სადარბაზოს გასასვლელისაკენ დაეშვა.
        გარეთ შუადღე იდგა. საქმეებისთვის უკვე დაგვიანებულიც კი იყო, მაგრამ კიდევ შეიძლებოდა ამ დღის გამოყენება და ,,გადარჩენა.“  ხო და კაციც ამ დაკარგული დღის  ,,გადასარჩენად” მთელი თავით გადაეშვა პოლიტიკის დაუნდობელ, ბნელ სამყაროში.
    ,,ექიმო თვალი გაახილა!”  -  შეაღვიძა მორიგე ექიმი ექთანმა. ,,ვაიმე! რა მოხდა? ვინ გაახილა, რა გაახილა? დაწყნარდი და წესიერად ამიხსენი ყველაფერი.” - თქვა ექიმმა და თვალები მოიფშვნიტა. მეცამეტე პალატაში ავადმყოფი, რომ იყო უგონოდ თვალი გაახილა!” - დაუკონკრეტა ექთანმა. ,,ვა! საწაული პირდაპირ!” - გაიკვირვა ექიმმა.  ,, კარგი, კარგი! წადი სისტემა დაუდგი.  მე წყალს შევისხამ სახეზე, ცოტა აზრზე მოვალ და ეგრევე მოვდივარ."
    კაცს თვალი გახელილი ჰქონდა და უჩვეულოდ განიცდიდა გონებაზე მოსვლას. ყველაზე ცუდი რასაც  გრძნობდა, იყო საშინელი ტკივილი ხერემლის არეში. ,,სიკვდილი მინდა!”  - ჩურჩულით უთხრა მედდას. ,,რას ამბობთ!” - შეეცოდა ექთანს და სანამ ავადმყოფს ტკივილი ძაან დატანჯავდა, გამაყუჩებელი და დამაწყნარებელი საშუალებების დიდი დოზა გაუკეთა ვენაში. ,,სიკვდილი მინდა!”  - გაიმეორა კაცმა და წამლებით გაბრუებული, გონებით, ძილეთის ქვეყანაში გადაბარგდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები