ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანობანო
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2013


თოთხმეტ თებერვალს.

დედის დღეს, ბევრი  ნატრობდა დედას ,
მამის დღეს, ბევრი  ნატრობდა მამას,
შენ კი საჩუქრის მწვავე ლოდინში
ვეღარც კი ხვდები აზრი აქვს ამას .
ტირილს დაიწყებ, წყვილი რომ არ გყავს
აი შეცდომაც- საჩუქარს ელი,
ზოგიერთი კი მშობლის საფლავთან
იმ მწვავე ცრემლებს იწმინდავს ხელით.
დაწერ სტატუსებს, თავს შეიცოდებ,
რომ არ გაჩუქეს 1000 ვარდი ,
ნუთუ ვერ ხვდები რა არის ცუდი ,
თუ განგიცდია იმათი დარდი.
გგონია უკვე აღარავინ გყავს ,
გგონია უკვე არვის უყვარხარ,
ნუთუ ვერა გრძნობ რახდება მათთან,
თუკი ვერ ხვდები მაშინ ვინა ხარ ?!
ამ ქვეყნად რაც გაქვს ისიც იკმარე,
ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს,
მე ამას არ ვწერ ტაშის საკრავად,
უბრალოდ გულის ტკივილი მომაქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები