ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: თარგმანი
18 თებერვალი, 2013


ლ. ნ. ტოლსტოი (მის მიერ თარგმნილი) ბუდისტური ზღაპარი "კარმა"

პირველი ნაწილი: http://www.urakparaki.com/?m=4&ID=64633

მეორე ნაწილი: http://www.urakparaki.com/?m=4&ID=64676

მესამე ნაწილი: http://urakparaki.com/?m=4&ID=65598


(მეოთხე ნაწილი)



      ნარადამ უთხრა: _ მე კი შემიძლია ყველაფერი აგიხსნათ, მაგრამ ვიცი რა, რომ თქვენ არ ძალგიძთ სულიერი ჭეშმარიტება ბოლომდე გაიაზროთ, დუმილს ვამჯობინებ. თუმცა ზოგად რჩევას მოგცემთ: ყოველ ადამიანს, რომელსაც შეხვდებით, ისე მოექეცით, როგორც საკუთარ თავს. ემსახეურეთ მას ისევე, როგორც თქვენ ისურვებდით რომ გემსახურონ. ამგვარად, თქვენ კეთილ საქმეთა თესლს დათესთ და უხვ მოსავალსაც უთუოდ მოიმკით.
      _ გთხოვთ ბერო! უკეთ ამიხსენით _ სთხოვა პანდუმ, _ და უფრო გამიადვილდება თქვენი რჩევის შესრულება. _ და ბერმა უთხრა: _ მაშ მომისნინეთ, ამ საიდუმლოს გასაღებს მოგცემთ და რომც ვერ გაიგოთ, მაინც იწამეთ ის, რასაც ახლა გეტყვით: საკუთარი თავის ცალკეულ არსებად მიჩნევა სიცრუეა და ვინც თავის გონებას, ამ ცალკეული არსების ნების შესრულებას ახმარს, ცრუ სინათლეს მიჰყვება, რომელიც ცოდვის უფსკრულში გადაჩეხავს. ის, რომ ჩვენს თავს ცალკეულ არსებებად აღვიქვამთ, გამომდინარეობს იქიდან, რომ ილუზიის საფარი გვიბრმავებს თვალებს და ხელს გვიშლის იმ უწყვეტი კავშირების დანახვაში, რომლებითაც ჩვენს მოყვასებს ვუკავშირდებით, ხელს გვიშლის სხვა არსებების სულებთან ერთიანობის აღქმაში. ბევრმა არ იცის ეს ჭეშმარიტება. დაე! შემდეგი სიტყვები, თილისმად გქონდეთ: „ის, ვინც სხვებს ვნებს, თავის თავს ვნებს. ის, ვინც სხვებს ეხმარება, საკუთარ თავს უკეთებს სიკეთეს. შეწყვიტეთ საკუთარი თავის ცალკეულ არსებად მოაზრება და ჭეშმარიტების გზაზე დადგებით. მისთვის, ვისი თვალთახედვაც ილუზიის საფარით არის დაბურული, მთელი სამყარო უთვალავ პიროვნებად, „მე“–დ არის დანაწევრებული და ასეთ ადამიანს არ შეუძლია იმ მნიშვნელობის გაგება, იმ ყოვლისმომცველი სიყვარულის გაგება, რომელიც ყოველ ცოცხალ არსებას აერთიანებს“.
      პანდუმ უპასუხა: _ თქვენი სიტყვები, პატივცემულო ბატონო, ღრმა მნიშვნელობას ატარებენ და მე მათ დავიმახსოვრებ. ბენარესისკენ მიმავალმა, მე მცირედი სიკეთე ჩავიდინე ბერისთვის, რომელიც არაფრად დამჯდომია და ჰა, რამდენად კეთილმყოფელი აღმოჩნდა მისი შედეგი.
      დიდად მადლიერი ვარ თქვენი, რადგან თქვენს გარეშე, მე, არამარტო ქისას დავკარგავდი, არამედ იმ სავაჭრო საქმეებსაც ვერ განვახორციელებდი ბენარესში, რომლებმაც საგრძნობლად გაზარდა ჩემი ქონება. გარდა ამისა, თქვენმა მზრუნველობამ და ბრინჯით დატვირთული ურემის ჩამოსვლამ ბენარესში, ჩემი მეგობრის, მალმეკის კეთილდღეობას შეუწყო ხელი. თუკი ყველა ადამიანი შეიცნობდა თქვენი წესების ჭეშმარიტებას, რამდენად გაკეთილშობილდებოდა ჩვენი სამყარო, რამდენად შემცირდებოდა ბოროტება მასში და რამდენად ამაღლდებოდა საერთო შესაძლებლობები! მე ვისურვებდი, რომ ბუდას ჭეშმარიტება ყველამ გაიგოს და ამიტომას, მე მინდა მონასტერი დავაარსო ჩემს სამშობლოში – კოლშამბიში, სადაც თქვენც გეპატიჟებით ჩემს სანახავად და იმისათვის რომ შევძლო ამ ადგილის ბუდის მოწაფეთა საძმოსთვის მიძღვნა.





        Нарада сказал: — Я бы мог дать вам объяснение, но, зная, что вы не способны понять духовную истину, я предпочитаю молчание. Однако я дам вам общий совет: обращайтесь с каждым человеком, которого вы встретите, так же, как с самим собой, служите ему так же, как вы желали бы, чтобы вам служили. Таким образом, вы посеете семя добрых дел, и богатая жатва их не минует вас.
— О монах! дайте мне объяснение,— сказал Панду,— и мне легче будет тогда следовать вашему совету. И монах сказал: — Слушайте же, я дам вам ключ к тайне: если вы и не поймете ее, верьте тому, что я скажу вам. Считать себя отдельным существом есть обман, и тот, кто направляет свой ум на то, чтобы исполнять волю этого отдельного существа, следует за ложным светом, который приведет его в бездну греха. То, что мы считаем себя отдельными существами, происходит оттого, что покрывало Майи ослепляет наши глаза и мешает нам видеть неразрывную связь с нашими ближними, мешает нам проследить наше единство с душами других существ. Немногие знают эту истину. Пусть следующие слова будут вашим талисманом: “Тот, кто вредит другим, делает зло себе. Тот, кто помогает другим, делает добро себе. Перестаньте считать себя отдельным существом — и вы вступите на путь истины.
Для того, чье зрение омрачено покрывалом Майи, весь мир кажется разрезанным на бесчисленные личности. И такой человек не может понимать значения всеобъемлющей любви ко всему живому”.
Панду отвечал: — Ваши слова, почтенный господин, имеют глубокое значение, и я запомню их. Я сделал небольшое добро, которое мне ничего не стоило, для бедного монаха во время моей поездки в Бенарес, и вот как благодетельны оказались его последствия.
Я много обязан вам, потому что без вас я не только потерял бы свой кошелек, но не мог бы делать в Бенаресе тех торговых дел, которые значительно увеличили мое состояние. Кроме того, ваша заботливость и прибытие воза риса содействовали благосостоянию моего друга Малмеки. Если бы все люди познали истину ваших правил, насколько лучше бы был наш мир, как уменьшилось бы зло в нем и возвысилось общее благосостояние! Я желал бы, чтобы истина Будды была понята всеми, и потому я хочу основать монастырь в моей родине Колшамби и приглашаю вас посетить меня с тем, чтобы я мог посвятить это место для братства учеников Будды. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები