ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: საბავშვო
20 თებერვალი, 2013


ელეს ზაზუნა

მამამ ელეს მოუყვანა
პაწაწინა ზაზუნა,
გოგონამაც გაიხარა
აბა მეტი რა უნდა?

მეგობარიც გამოუჩნდა
სიმარტოვე გააქრო,
თან დაპირდა: "ჩემო ზაზუ,
არ დაგტოვებ არასდროს."

დედისერთა ნებიერამ
გაიხარა ძალიან,
უვლის თავის მეგობარს და
არავისთვის სცალია.

მაგრამ ერთხელ შეეყარა
ჩუტყვავილა ბატონი
და 2 თვით ექცა ციხედ
თავის რბილი საწოლი.

ერთხელ დილით გაღვიძებულს
ბატონები გაუქრა,
მოირბინა ოთახები
ზაზუ არსად დაუხვდა.

"სად წავიდა?" ჰკითხა ბებოს
თვალი ცრემლით აევსო,
"მინდა ჩემს ძველ მეგობართან
გულიანად გავერთო."

"ჩემო გოგო, შენი ზაზუ
წაიყვანა ბატონმა,
შენ პატარა ხელებზე, რომ
წერტილები დატოვა.

ასე იცის ბატონებმა
არ იდარდო ბებია,
ვინმე უნდა წაიყვანონ
ბატონების წესია."

ციცქნა ელემ გაბრაზებით
შეკრა მუქი წარბები,
"რა გამოდის, რომ დღეიდან
უმეგობროდ დავრჩები?

წაეყვანეთ მაგ ბატონებს
ჩემი ზაზუს მაგივრად,"
წარმოთქვა და ტკბილი ბები 
სულ წამებში გაფითრდა.

სახლში ეს ვინ გვეზრდებაო
დარდობს ელეს ბებია,
"აბა მეგობრის წაყვანა
უსამართლო წესია."

თავს იმართლებს ბამბის ქულა
თანაც ზაზუს ნატრულობს,
ძილიც უყვარს, რადგან მაშინ
ძველ მეგობარს ნახულობს.

დრო გავიდა, მერე მამამ
მოუყვანა ბაჭია,
ელესავით ქათქათა და
მშვენიერი პრანჭია.

დაავიწყდა გოგოს ზაზუ
ბებო ისევ იხსენებს,
ნებიერა შვილიშვილი
თურმე როგორ იმეტებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები