ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: თარგმანი
21 თებერვალი, 2013


Виктор Цой - "Звезда По Имени Солнце"



ქათქათა თოვლი, ყინული – რუხი,
დაბზარულ მიწას გადაეფარა.
ზედ საბანივით ედება მწუხრი –
გზები მარყუჟით კრავენ მთელ ქალაქს.

ღრუბელთა ფლოტი ქალაქის თავზე,
ზეციურ მნათობს სახლებს უმალავს.
ყვითელ კვამლში ჰგავს – ქალაქი ნაზელს,
ორიათას წელს რომ სდევს სულ ქალაქს,
იმ ვარსკვლავსის ქვეშ, – ქალაქის გამზრდელს –
მზე რომ ჰქვია და მკერდით გულს დააქვს...

ორიათასი წელი კი – ომი,
განსაკუთრებულ მიზეზთა მიღმა:
ახალგაზრდების ცხედრებზე მდგომი,
მალამოდ იცხებს სისხლიან ნიღაბს.

დაღვრილი სისხლი: წითელ–წითელი
უბრალო მიწად იქცევა ხვალე;
ზეგ კი, ყვავილად კრეფენ თითები;
მაზეგ კი, თავად თაიგულს რთავენ
და მზე რომ ჰქვია, იმ ვარსკვლავის ქვეშ,
ააფეთქებენ მკერდებში ნაღმებს...

და ჩვენც ვიცით რომ ასეა მუდამ,
ბედის რჩეულიც ის იყო სწორედ,
ვინც სხვათა წესებს მისდევდა უკან,
ვინც ახალგაზრდად, უბრალოდ მოკვდნენ.

მას, სიტყვა "დიახ" და სიტყვა "არა"
არ ახსოვს, ჩინი და არც სახელი.
და შეუძლია რომ შესწვდეს ვარსკვლავს,
თუ არ ჩავთვლით, რომ თვალგახელილს
სძინავს,
რომ სიზმარშია და მზე რომ ჰქვია,
იმ ვარსკვლავივით, ციდან მხურვალე
დაეშვას თავქვე.




Белый снег, серый лед,
На растрескавшейся земле.
Одеялом лоскутным на ней -
Город в дорожной петле.
А над городом плывут облака,
Закрывая небесный свет.
А над городом - желтый дым,
Городу две тысячи лет,
Прожитых под светом Звезды
По имени Солнце...

И две тысячи лет - война,
Война без особых причин.
Война - дело молодых,
Лекарство против морщин.
Красная, красная кровь -
Через час уже просто земля,
Через два на ней цветы и трава,
Через три она снова жива
И согрета лучами Звезды
По имени Солнце...

И мы знаем, что так было всегда,
Что Судьбою больше любим,
Кто живет по законам другим
И кому умирать молодым.
Он не помнит слово "да" и слово "нет",
Он не помнит ни чинов, ни имен.
И способен дотянуться до звезд,
Не считая, что это сон,
И упасть, опаленным Звездой
По имени Солнце...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები