ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: თარგმანი
21 თებერვალი, 2013


Виктор Цой - Спокойная ночь

სახურავები თრთიან დღეთა სიმძიმის ჭერქვეშ,
ციური მწყემსი, ჩუმად მწყემსავს ღრუბლების ფარას,
ლამპიონების ჯერით, ღამეს ქალაქი ვერ ხლეჩს,
ძალაუფლება – ღამეს და სიკერკეტე ფარავს.

მათ, ვინც ლოგინში წვება – ღამემშვიდობის გქონდეთ.
ძილინებისა, ყველას...
მათ, ვინც ლოგინში წვება – ღამემშვიდობის გქონდეთ.
ძილინებისა, ყველას...

ამ დროს ველოდი ჰოდა, აი, მოვიდა ისიც,
გაექცნენ მდუმარე ყოფას, მდუმარებაში მყოფნი.
ცრუ მოლოდინებს ვინც რომ ცხენ–უნაგირზე იცვლის,
ვერ დავეწევით უკვე, მათ ლურჯა ცხენებს – მოქნილს.

მათ, ვინც ლოგინში წვება – ღამემშვიდობის გქონდეთ.
ძილინებისა, ყველას...
მათ, ვინც ლოგინში წვება – ღამემშვიდობის გქონდეთ.
ძილინებისა, ყველას...

და მეზობლების წყება, კარზე მოდიან შფოთით
(მათ ძილს), – ნალების – (სიზმრებს), ცხენის ხმა უშლით თურმე.
ცრუ მოლოდინებს ვინც რომ არჩია შორგზის ოფლი,
ვინც თავს უშველა წასვლით, ვინც სიმშვიდეში სუფევს.

მათ, ვინც ლოგინში წვება – ღამემშვიდობის გქონდეთ.
ძილინებისა, ყველას...
მათ, ვინც ლოგინში წვება – ღამემშვიდობის გქონდეთ.
ძილინებისა, ყველას...





Крыши домов дрожат под тяжестью дней,
Небесный пастух пасет облака,
Город стреляет в ночь дробью огней,
Но ночь сильней, ее власть велика.

Тем, кто ложится спать - спокойного сна.
Спокойная ночь...
Тем, кто ложится спать - спокойного сна.
Спокойная ночь...

Я ждал это время, и вот это время пришло,
Те, кто молчал, перестали молчать.
Те, кому нечего ждать, садятся в седло,
Их не догнать, уже не догнать.

Тем, кто ложится спать - спокойного сна.
Спокойная ночь...
Тем, кто ложится спать - спокойного сна.
Спокойная ночь...

Соседи приходят, им слышится стук копыт,
Мешают уснуть, тревожат их сон.
Те, кому нечего ждать, отправляются в путь
Те, кто спасен, те, кто спасен.

Тем, кто ложится спать - спокойного сна.
Спокойная ночь...
Тем, кто ложится спать - спокойного сна.
Спокойная ночь...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები