 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 22 თებერვალი, 2013 |
ღრუბლების ჯარში თუ ზღვადაზღვა დაგეძებ ჩემო, მაგრამ ვაი რომ ჩვენ სხვადასხვა ბილიკებს ვთელავთ. ფერმკრთალ იმედად დამრჩენია ლექსები ვწერო, ღვინოს მივანდო განწირული ოცნების შველა. ოპტიმისტობას ვეღარ ვიშლი,შემყურე დილის, მზის და ზღვის მორცხვი პაემანი მაოცებს რადგან. ეს ჩემი ლანდი სულ დამცილდა, თავისთვის ტირის, ღამით ვპოულობ,თავისნაირ სამიოდ მთვრალთან, შენს ლანდს დაეძებს,შენიც ალბათ დაეძებს ჩემსას, (სასაცილოა,რომ ერთმანეთს ლანდებით დავსდევთ) მე გავეცლები მოკლე ხანში,ერსაც და ბვერსაც და საბოლოოდ ამ ჩემს აჩრდილს მიწაში ჩავდებ. მანამდე დრო და მაინც დრო ჰქვია ამ დროსაც, იცი?არ მინდა სულ არაფრის,არაფრის წერა. ვისზე დავწერო?შენ ხომ ახლა ისე სანდო ხარ, როგორც გრიგალში,თავფაფახა ბაბუაწვერა. ღრუბლების ჯარში,თუ ზღვადაზღვა გეძებდი ჩემო, მაგრამ ვაი რომ ჩვენ ერთმანეთს გულებით ავცდით. შენ შენმა ქ(მ)არმა გაგიყოლა და გულისცემა სულ ახლოს მესმის,მას რაც იყო ვერავინ წაშლის.
ჩვენ ხომ დღეს გულით დაშორებულ ბილიკებს ვთელავთ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ეს ჩემი ლანდი სულ დამცილდა, თავისთვის ტირის,
ვისზე დავწერო?შენ ხომ ახლა ისე სანდო ხარ, როგორც გრიგალში,თავფაფახა ბაბუაწვერა.
საოცარი.. ეს ჩემი ლანდი სულ დამცილდა, თავისთვის ტირის,
ვისზე დავწერო?შენ ხომ ახლა ისე სანდო ხარ, როგორც გრიგალში,თავფაფახა ბაბუაწვერა.
საოცარი..
4. კიდევ 1 კარგი ლექსი! კიდევ 1 კარგი ლექსი!
2. ძალიან ლამაზია ) ++ ძალიან ლამაზია ) ++
1. ვისზე დავწერო?შენ ხომ ახლა ისე სანდო ხარ, როგორც გრიგალში,თავფაფახა ბაბუაწვერა.
რა ლამაზი სიტყვებია!!! პოეტი რომ ძალიან შეყვარებული ეს ლექსმა გვითხრა და ვუსურვებ დიდ წარმატებას სიყვარულშიც და პოეზიაშიც :) ვისზე დავწერო?შენ ხომ ახლა ისე სანდო ხარ, როგორც გრიგალში,თავფაფახა ბაბუაწვერა.
რა ლამაზი სიტყვებია!!! პოეტი რომ ძალიან შეყვარებული ეს ლექსმა გვითხრა და ვუსურვებ დიდ წარმატებას სიყვარულშიც და პოეზიაშიც :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|