ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2013


ყველა ლამაზი სიტყვა

ყველა ლამაზი სიტყვა,
რაც კი ოდესმე მითქვამს,
მინდა მოგიძღვნა კარგო,
და მოგეფერო დიდხანს.


ყველა ლამაზი ფიქრი,
მხოლოდ შენია მარტო,
და დრო უსაზღვროდ მიჰქრის,
მიყვარხარ ძლიერ გნატრობ.


ყველა ლამაზი რითმა,
ყველა ლამაზი ლექსი,
შენს თავს მახსენებს კარგო,
და სიყვარულით მეტრფის.


ყველა ლამაზი სიტყვა,
რაც კი ოდესმე მითქვამს,
მხოლოდ შენია კარგო,
ეს სიყვარული წმინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები