 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 31 ოქტომბერი, 2008 |
როცა უეცრად წამოიწვიმებს, ჭექა-ქუხილის ხმა,რომ მომესმის, პატარა წვეთშიც ვხედავ ტივტივებს, ხის კიდობანი წმინდა ნოესი...
როცა მანძილი დაიტალღება, ცხვრის ფარით,რემით,ჯოგით,ნახირით, სივრცეს მწყემსივით კვალში დაჰყვება ნოეს კიდობნის გამოძახილი...
საბძელს,საქათმეს,ბაგას,სახბორეს, ნალიას,მარანს,ვენახს ლერწმიანს, კედელზე,ჭერზე,კარზე, ხაროზე, ნოეს კიდობნის სხივი შერწყმია..
რაც ბორცვებია და რაც მთებია, რაც მწვერვალია ცისკენ წასული; ცივ წყაროებად გადაქცევიათ ტანი კიდობნით ჩამოკაწრული...
ღვინოს წურავენ ჩვენს დროშიც ბევრნი, ეფერებიან ვაზებს ასწლიანს, და ღვინით სავსე ყოველი ქვევრი ნოეს ქვევრების ზუსტი ასლია...
ვერ შეაჩერებს წვიმას ვერავინ, ნაპრალს დაეძებს ლერწმის რტოებში, რომ დაიღვაროს,როგორც მელანი ფურცლის იდუმალ სიმარტოვეში .
ფოთოლზე ერთი წვეთი კიაფობს, ცვარი ციმციმებს ვარდის ფურცლიდან, და ხელში " ღმერთთან მებრძოლ იაკობს", წვიმის შვიდფერი დროშა უჭირავს.
ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს, მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს, ტანზე აშრება სველი ფუნჯივით
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. და ხელში " ღმერთთან მებრძოლ იაკობს", წვიმის შვიდფერი დროშა უჭირავს _ კარგია, ცისარტყელები, ნაირფერები... და ხელში " ღმერთთან მებრძოლ იაკობს", წვიმის შვიდფერი დროშა უჭირავს _ კარგია, ცისარტყელები, ნაირფერები...
18. ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს, მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს, ტანზე აშრება სველი ფუნჯივით ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს, მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს, ტანზე აშრება სველი ფუნჯივით
17. მზე მხატვარივით არის ......მშვენიერია მზე მხატვარივით არის ......მშვენიერია
16. ჩვენ შევაჩერებთ ........................... ჩვენ შევაჩერებთ ...........................
15. 10!!!!!!!!!!
10!!!!!!!!!!
13. კარგი ლექსია, ნადირო:) კარგი ლექსია, ნადირო:)
12. ძალიაააან :) ძალიაააან :)
11. მოგიკითხე სიყვარულით და ძმობით! 5!! რა თქმა უნდა!! მოგიკითხე სიყვარულით და ძმობით! 5!! რა თქმა უნდა!!
10. შენ შენ ხარ : -) შენ შენ ხარ : -)
9. მოგიკიითხეთ:)
ლამაზი ლექსი მოგიკიითხეთ:)
ლამაზი ლექსი
8. ლამაზიიიიიი ძალიან :)
:) 5 ლამაზიიიიიი ძალიან :)
:) 5
7. :) :) :) :) :) :) :) :) :) :)
6. მოგიკითხე :) მოგიკითხე :)
5. მოკითხვები! ვერ შეაჩერებს წვიმას ვერავინ, ნაპრალს დაეძებს ლერწმის რტოებში, რომ დაიღვაროს,როგორც მელანი ფურცლის იდუმალ სიმარტოვეში
ძალიან ძალიან :) მოკითხვები! ვერ შეაჩერებს წვიმას ვერავინ, ნაპრალს დაეძებს ლერწმის რტოებში, რომ დაიღვაროს,როგორც მელანი ფურცლის იდუმალ სიმარტოვეში
ძალიან ძალიან :)
3. მართლაც რომ კარგია! მართლაც რომ კარგია!
1. ძალიან კარგია ბატონო სოსო, 5 ლექსს და მოკითხვა თქვენ ძალიან კარგია ბატონო სოსო, 5 ლექსს და მოკითხვა თქვენ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|