ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვატერპოლოო
ჟანრი: პროზა
25 თებერვალი, 2013


წავიმაიმუნე

  შადრევანი ასხამს წყალს და მე ვხედავ  მინდორში დასვენებულ სოკოებს.  ბავშვები პატარა მანქანებით  წრეს კრავენ და  გოგონები ქაფის ბუშტებს ბერავენ.  ჩემს გვერდით სკამზე  ერთი ჭრელ პერანგში  კოხტად გამოწყობილი ბაბუ ზის და მისთვის იღიმის.  მეორე მხარეს ჩანს გზა ,რომელიც სავსეა მანქანებით და  აყვითლებს ზეცას გამონაბოლქვი.  მშვიდობით  ბედნიერო წუთებო,ვიმეორებ გულში და ვუახლოვდები პიცერიას,სადაც  ისეთ პიცას ამზადებენ,რომ მღვდელი ზიარებას ვერ მოასწრებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები