ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა პაპოშვილი
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2013


სიჩუმე..



სიჩუმე..
მე ვცეკვავ..
ჰაერი გოგმანობს.

მზე მხედავს,
ვუღიმი..
მეუხერხულება..

თვალები..
უცრემლო?
გაზაფხულს არ ახსოვს..

მარტივით აშლილი,
თმა მეურჩება.

მიყურე,
ხელები უკრავენ
ანნას ვალს..

ხო, ზოგჯერ ბემოლი
ბეკარად ვკნინდები..

და თუ მე დაგერთვი
ტაქტის წინ ხანდახან,

ხედავ , რომ უბრალოდ,
უდავოდ გჭირდები..

სიცხადე...
მომსგავსო
სიჩუმის სადარად..

რატომღაც თებერვლის
ერთ ღამეს ვამსგავსე.

მიყვარხარ პაუზავ,
ჩართულო ქარაგმად.

ხანდახან წამიერ
ფიქრებს , რომ
მაფარებ..

მიყურე
მივდივარ..
ჰორიზონტს გადაღმა..

მარტივით
მარტივად
შეშლილი ცრემლებით..

სიჩუმე ..
მივდივარ..
ბემოლი ბეკარად,
შენსავით, უშენოდ..
ბგერნაკლულ ლექსებით....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები