ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2013


მარიამ...

მარიამ, ნუ დარდობ ვისწავლით სიარულს
ეკლიან გზებზე და სისხლმა თუ ტერფები
დასვარა, რა უჭირს?! ჩამოგვბანს ცრემლი და
ვიწამოთ, დრო მოვა... ამაყად შევხვდებით
ერთმანეთს. ჰო, თუნდაც გაცრეცილ სამოსით
მზის სხივი, რომ ლანდავს თეთრ კანს და მარიამ,
შენ იცი თამაში არასდროს გამომდის
და მარცხის მერეც, რომ დავიწყებ თავიდან,
შენებას, ოცნებას და კიდევ რამდენი
ბრძოლა და კამათი თავთან და (ვმარცხდები)
სისხლი და სიმლაშე ტუჩების გარშემო,
ქუჩა და ფიქრები, ძაღლივით ნაცემი,
მივათრევ წარსულს და გზადაგზა მცილდება
იმედი, რწმენა და გიხსენებ მარიამ,
ერთადერთ მეგობარს და მზისფერ სამოსით
ბილიკებს მივყვები, ბალახებს ნამიანს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები