 | ავტორი: დიკა ჟანრი: პოეზია 4 მარტი, 2013 |
დედა,შემცივდა დედა, დედა,გავწბილდი დე, ფიქრის გადაღმა მტკივა მთებში ჩასული მზე... დედა ითოვოს მინდა, ხელი შემახე დე, გადამითენე ღამე, გადამარჩინე დე. დედა,ავტირდი დედა, დედა,ვიხრჩობი დე, ცხოვრება მაწვიმს თავზე გამოადარე დე. დედა,დამჭირდი დედა, დედა,გავხუნდი დე, პალიტრის ყველა ფერით თმებზე შემავლე მზე... დედა,ვსულდგმულობ დედა, შენ მაძლებინებ დე, ტკივილის უხმო თმენა შენგან ვისწავლე დე. დედა,იცოცხლე დედა, სულ მეიმედე დე, შენ,რომ არ მყავდე ქვეყნად სეტყვა წამლეკავს დე. ღამე გამთოშავს ყინვა, სულს ვერ მოვითქვამ დე...
დედა,შემცივდა დედა, დედა,გავწბილდი დე, ფიქრის გადაღმა მტკივა მთებში ჩასული მზე...
დიკა სალაყაია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ისე მაინც +2.
აი ამ ლექსზე ვამბობდი :
ბექა ახალაია
იპა,მომგვარე ჩემი წითური ცხენი, აღმოსავლეთთან უნდა მივასწრო დილას, პიპა აბჯარი...შემოვისხამ და ვშვენი... სადღაც ბაყაყი ღამის სიჩუმეს კილავს…
პიპა,ნერვები აღარ შემომრჩა ციდა, პიპა,უფალი ცოდვებს მიშენს და ვყვირი, პიპა,მიდი და გადმოაბრძანე ციდან, პიპა,მიშველე...ნუ დაგიღია პირი!
პიპა,მშვილდი და პიპა,ისარი,ჩქარა, ნახე,ბილიკზე მიიპარება შველი, თვალიდან ცრემლის გადმომივიდა ფარა, პიპა,ესროლე...პიპა,ვერაფერს ვშველი.
პიპა,თრიაქი...ცაში აგველდა ბოლი, სადღაც მიცურავს ჩემი სახლი და ოზე, პიპა,რატომ ხარ,პიპა,დევების ტოლი?! დაპატარავდი,დაპატარავდი დროზე.
პიპა,შემინდე,პიპა,ცოდვების რიგი, პიპა,საქმენი შემომათალე ავი, პიპა,ქარაფში გადამხტარაო იგი, პიპა,დალპაო,პიპა,მოჭრილი მკლავი.
პიპა,საფეთქელს,პიპა,ცრემლები მინავს, პიპა,ნამდვილად,პიპა,ჭკუიდან შემშლი, მიდი უღმერთოვ,დამალევინე ღვინო, სანამ წვალებით ჩაგაკვდებოდე ხელში! ისე მაინც +2.
აი ამ ლექსზე ვამბობდი :
ბექა ახალაია
იპა,მომგვარე ჩემი წითური ცხენი, აღმოსავლეთთან უნდა მივასწრო დილას, პიპა აბჯარი...შემოვისხამ და ვშვენი... სადღაც ბაყაყი ღამის სიჩუმეს კილავს…
პიპა,ნერვები აღარ შემომრჩა ციდა, პიპა,უფალი ცოდვებს მიშენს და ვყვირი, პიპა,მიდი და გადმოაბრძანე ციდან, პიპა,მიშველე...ნუ დაგიღია პირი!
პიპა,მშვილდი და პიპა,ისარი,ჩქარა, ნახე,ბილიკზე მიიპარება შველი, თვალიდან ცრემლის გადმომივიდა ფარა, პიპა,ესროლე...პიპა,ვერაფერს ვშველი.
პიპა,თრიაქი...ცაში აგველდა ბოლი, სადღაც მიცურავს ჩემი სახლი და ოზე, პიპა,რატომ ხარ,პიპა,დევების ტოლი?! დაპატარავდი,დაპატარავდი დროზე.
პიპა,შემინდე,პიპა,ცოდვების რიგი, პიპა,საქმენი შემომათალე ავი, პიპა,ქარაფში გადამხტარაო იგი, პიპა,დალპაო,პიპა,მოჭრილი მკლავი.
პიპა,საფეთქელს,პიპა,ცრემლები მინავს, პიპა,ნამდვილად,პიპა,ჭკუიდან შემშლი, მიდი უღმერთოვ,დამალევინე ღვინო, სანამ წვალებით ჩაგაკვდებოდე ხელში!
1. კარგია, მხოლოდ ძალიან ჰგავს ბექა ახალაიას ლექსს "პიპა" კარგია, მხოლოდ ძალიან ჰგავს ბექა ახალაიას ლექსს "პიპა"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|