სიყვარული - ცოტა პრობლემური სიტყვაა, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებში გვსვამს. რეალურად კი ეს უფრო მეტია, ვიდრე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა. ეს გონებისა და გულის მზადყოფნაა იმის მიმართ, რაც შენ გარშემო ტრიალებს.. სიყვარული - ეს ყველაფერზე აღმატებულია. ის შენთან მთელი ცხოვრება რჩება. სულს გინათებს და ცხოვრების ისეთ მხარეებს გიჩვენებს, რომლებზეც აქამდე არც იცოდი. ამ სიყვარულის ჩარჩოებით გარემოცული შევეცდები, გავაფართოვო ისინი, თუ, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებ, რომ გავცდე მათ. ჩემი ეს მცდელობა, ალბათ, პატიმრის მიერ საკნის კედლების შეთხელებას ჰგავს, რაც ალბათ არაფერს მოუტანს ამ პატიმარს ისევე, როგორც მე.
* * *
პაციენტი 1725 (ჩვიდმეტი-ოცდახუთი) შემოიყვანეთ! - აქ დაბრძანდით, სერ. თავს როგორ გრძნობთ? - კარგად. - რამე ხომ არ გაწუხებთ? - არა. - თვალი ამ ჯოხს გააყოლეთ თუ შეიძლება. ძალიან კარგია. რამდენიმე დღეს ჩენთან გაატარებთ. შემდეგ კი იმავე გასაუბრებას ჩაგიტარებენ, რომელსაც გუშინ დაესწარით. შემდეგ ვნახოთ რა იქნება. გაიყვანეთ თავის პალატაში! - რომელ ოთახში ექიმო? - ოთხას ცხრაში. სწორედ მისთვის მოვამზადეთ გუშინ.
* * *
- წამომყევით. ნუ ღელავთ, აქ დიდხანს, ალბათ, არ დაგტოვებენ, რადგან ფსიქიურად აშლილი არ ბრძანდებით. - ვნახოთ. - აი, მოვედი ეს თქვენი პალატაა. რამე თუ დაგჭირდებათ იმ ღილაკს დააჭირეთ ხელი და მაშინვე აქ გავჩნდები. მოგვიანებით თქვენი ექთანიც მოვა და შემდეგ უკვე ის მოგხედავთ. ახლა დაგტოვებთ. - ნახვამდის.
* * * დიდი თეთრი და ნათელი პალატა. 16 კვადრატული მეტრი. სამი კედელი და ერთიც მთლიანად ფანჯარა მეოთხე კედლის მაგივრობას რომ სწევდა. ოთახისთვის შეუფერებლად პატარა საწოლი, დაბალი მაგიდა და დიდი კარადა.
* * * კარი გაიღო, ვიღაც შემოვიდა (ალბათ ექთანი), ზურგით დადგა, ნემსს ამზადებდა. ბოლოს მოტრიალდა, შებრუნდითო მითხრა. სანამ შევბრუნდებოდი, მსურდა, მისთვის თვალებში ჩამეხედა, თუმცა არ შემოუხედავს. - მორჩა. ახლა უმჯობესია დაისვენოთ.
ჩამეძინა. არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, თუმცა როცა გავიღვიძე, ის ჩემს ოთახში იყო. ახლა რაღაც ტაბლეტები და წყალი ეჭირა ხელში. რომ გამოვფხიზლდი, მომაწოდა - დალიეო. დავლიე. - როგორ გეძინათ? - არ მახსოვს. - რადგან არ გახსოვთ, ესე იგი კარგად გძინებიათ. თუ გნებავთ, შეგიძლიათ, ეზოში გაისეირნოთ. 3 საათიდან 5 საათამდე ყველას აძლევენ ამის უფლებას. გამომყევით, ჩაგაცილებთ.
* * *
ცარიელი ეზო, უკეთესი სანახავი იყო. ახლა ყველა ერთმანეთში ირეოდა, ზოგი ყვიროდა, ზოგი იცინოდა, ზოგიც ტიროდა. მე კი მაღიზიანებდა ეს უაზრო ემოციები. კალათბურთის სტადიონთან ჩამოვჯექი. უაზრო თამაშს ვუცქერდი. უეცრად გვერდით ვიღაც მომიჯდა. - შენც არ ხარ გიჯი. არა? - და შენ? - მე... ეჰ, ამათი ბრალია სულ, ყველაფერი მე შემომტენეს. შენ რატომ მოგიყვანეს? - მე იმიტომ, რომ უბრალოდ დავიჯერე თითქოს არსებობდა . . . . . . . ( სიტყვის დამთავრება ვეღარ მოვასწარი).
ჩემ გვერდით მჯდომთან ბურთი მიგორდა. მისი გამოხედა უეცრად შეიცვალა. სახე დაემანჭა, წამოდგა და ყვირილი დაიწყო: ბურთს მესვრით? გინდა, რომ თავი გამიტეხოთ, არა? ვერ მოგართვით, საძაგელო ბავშვებო, მოშორდით აქაურობას, ნაბიჭვრებო. ამას ყვიროდა და მომარჯვებული ბურთით, ხან ერთ პაციენტს გაეკიდებოდა, ხან მეორეს. მომინდა, გავცლოდი ამ სიგიჟეს და უკანმოუხედავად წამოვედი. ჩემს პალატას დავუბრუნდი.
* * *
ოთახში წიგნები დამხვდა. გადავხედე, არანაირი ისტორია სიყვარულზე, მხოლოდ ომი და მის შემდეგ მოპოვებული მშვიდობა, მშვიდობა და კვლავ მშვიდობა. უაზრო და მოსაწყენი იყო. ხანდახან გირჩევნია გული სიყვარულის მტკივნეულმა ისტორიამ დაგიწვას. იგრძნობ მაინც რომ გული კვლავ შეგრჩენია და ის კვლავ ცემს. ოთახში მთავარი ექიმი შემოვიდა.
- წიგნები მოგიტანეთ, სერ. პირადად მე შეგირჩიეთ. - აჰაა, მეც ასე ვიფიქრე. - წაიკითხეთ და იქნებ უფრო ადრეც გაგწეროთ.
გავუღიმე ექიმს, მსურდა, რომ მალე გასულიყო ჩემი ოთახიდან, თუმცა უაზრო საუბარი გამიბა. მე უბრალოდ თავს ვუქნევდი და ვეთანხმებოდი.
* * * უაზროდ თენდებოდა ყოველი დღე, ასევე უაზროდ იწურებოდა კიდეც და მასზე უფრო მეტად უაზრო ღამე დგებოდა. უკვე ვხვდებოდი, რომ პაციენტები, ექიმებიც და დამლაგებლებიც - ყველა შეშლილი იყო.
* * * ერთ ღამეს ჩემი ოთახის კარი გაიღო. ჩემს ექთანს მივამსგავსე, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ასე გვიან არასდროს მესტუმრებოდა. ის მომიახლოვდა. ოდნავ გახელილი თვალებით პირველად დავინახე მისი სახე და თვალები - უცნაური, აღუწერელი. საწოლზე ჩამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო. თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა, თუმცა აშკარად მე მომმართავდა.
- მე გავიგე რატომ ხართ აქ. გავიგე ეს და არ შემეძლო არ მეთქვა, არ გამემხილა ჩემი საიდუმლოც. იცით, მეც მჯერა, მართლა მჯერა სიყვარულის არსებობის. მაპატიეთ, რომ თქვენსავით ძლიერი არ ვარ და არ შემიძლია ეს ასე თამამად გამოვხატო, მაგრამ დამიჯერეთ, მე მართლა მჯერა. ვიცი, რომ ამიტომ დაგაკავეს აქ და ახლა ტვინს გირეცხავენ. ახლა ხომ სიყვარული აღარავის ადარდებს. გაყინული სახით დადის მსოფლიო და მშვიდობას ამყარებს. მშვიდობას რომლის საფუძველშიც ბოღმა დევს და როდის, ან სად გადაისვრის მასზე დაშენებულ ამ უაზრო მშვიდობას, კაცმა არ იცის. ეჰ, ნეტავ გესმოდეთ, ჩემი სერ. ეს თქვა და გასვლა დააპირა. მე ხელი ვტაცე და გავაჩერე, თუმცა შეკრთა, გამისხლტა და კარისაკენ გაიქცა. არ მინდოდა ახლა მისი გაშვება, მაგრამ სხვა რა დამრჩენოდა. მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი. გათენებისას კი მაინც ჩამთვლიმა და ბოლო კარის გახსნის ხმამ გამომაფხილზა. ის იყო, როგორც ყოველთვის ნემსით ხელში. მე ჩვეულებისამებრ შებრუნება დავაპირე, თუმცა მითხრა გაჩერდიო. გავჩერდი. შპრიციდან სითხე პირდაპირ იატაკზე გადმოღვარა, ოდნავ მორცხვი თვალები მომაპყრო და მითხრა:
- თქვენ გუშინ . . . - დიახ. მე გუშინ ყველაფერი გავიგონე. - ვინმეს ეტყვით? - განა დასამალია, რომ ამქვეყნად კიდევ შერჩენია ვინმეს ადამიანობა. - მე გამათავისუფლებენ, შემდეგ კი აქ მიკრავენ თავს. გთხოვთ, არ გინდათ. - როგორ შემიძლია, არ შევუსრულო ამქვეყნად დარჩენილ ერთადერთ ადამიანს ნებისმიერი თხოვნა. თქვენი სურვილისამებრ მოვქცევი.
დამშვიდდა, დაძაბული სახე მოეშვა, ცოტა დადარდიანდა კიდეც. ალბათ, თავისმა უმოქმედობამ მოჰგვარა სევდა. ახლოს მივედი, მისი ხელი მეჭირა. მეორე ხელით თავი მაღლა ავაწევინე, თვალებში ჩავხედე ისე, როგორც არასდროს. ამ მომენტში, თითქოს, წამში ერთი ნანომეტრით ვუახლოვდებოდით ერთმანეთს, თუმცა ბოლო წამს, მან თავი ისევ ჩახარა და უკან გაიწია, მე კი მის ხელს ნაზად ვაკოცე. შემომხედა, კვლავ შეკრთა და ოთახი ისე ჩუმად დატოვა, რომ მე ფიქრებით გაშეშებული, დიდხანს ვერ მოვდიოდი გონს. ამ დღის მერე აღარც ნემსი გაუკეთებია ჩემთვის, არც რაიმე აბის დალევა დაუძალებია. ყოველ ღამე შემოდიოდა ჩემთან ოთახში და დაუღალავად მესაუბრებოდა, თუ როგორ უჭირდა, რადგან სხვებისაგან განსხვავებით, მას გააჩნდა სიყვარულის გრძნობა - მსოფლიოსაგან აკრძალული. ერთ ღამეს წიგნით ხელში გამომეცხადა...
* * * - რაღაც მინდა წაგიკითხო. - რა ჰქვია? - იანვრის მდინარე. - და რაზეა? - თუ მაცდი წაგიკითხავ.
მთვარის შუქი ოქროსფრად ანათებდა თხელ ფურცლებს და მის სახეს, რომელიც ერთადერთი სახე იყო ჩემს ცხოვრებაში. მე მეგონა, ორივე ერთნაირად ვფიქრობდით, რომ არასოდეს ვიქნებოდით ამ მოთხრობის პერსონაჟებივით. ის არასოდეს იქნებოდა ასეთი უიმედო და გულისმომკლავი და არც მე ვიქნებოდი იმ სულელი შეყვარებული ბიჭის როლში, რომელიც იმდენად დაღალა სიყვარულმა, რომ სურს სძულდეს იგი, თუმცა ვერ თმობს და უნდა, მთელი ცხოვრება უყუროს თავის საყვარელ ადამიანს, რომლისაც ამავდროულად ეშინია. ეშინია მისი ცივი გამოხედვის და ყოველი ცივი აზრის რომელიც ყოველგვარ იმედს უკლავს. ნეტავ რატომ ვიფიქრე, რომ არასოდეს აღმოვჩნდებოდით მათ როლებში?! ალბათ, ის სხვანაირად ფიქრობდა. იმ ღამეს გამახსენა - ხვალ გაგესაუბრებიან კვლავ, იცოდე ყველაფერში დაეთანხმე. არ მინდა, რომ აქ იყო. ხომ გაიგე, არ მინდა! იცოდე, თუ დაგტოვებენ მე ვერასოდეს მიხილავ. მისმა სიტყვებმა შემაშინა, თუკი გამწერდნენ, ისედაც ვეღარ ვნახავდი. გონება მებინდებოდა და შეშლილივით ვეკითხებოდი - რა ვქნა, რა გავაკეთო. ის კი მშვიდად მპასუხობდა - უნდა გახვიდეო. - შენ მეტი რომ არავინ მყავს, ვინც გამიგებს, როგორ უნდა მიგატოვო. - მეც სწორედ რომ არავინ მყავს შენ მეტი და ამიტომაც მინდა, გახვიდე. ადრე თუ გვიან, აქ მაინც გაგაგიჟებენ. მე კი მინდა, ერთი „ადამიანი“ მაინც მეგულებოდეს ამქვეყნად. - იქნებ მირჩევნია, რომ გავგიჟდე აქ შენთან ერთად, ვიდრე უშენობამ გამაგიჟოს?! შენ ხვალ აქედან გახვალ, თორემ ვეღარ მიხილავო. ეს თქვა და გავიდა.
* * *
მეორე დილით სხვა ექთანი შემოვიდა და ნემსი გამიკეთა. მე კი ის მოვიკითხე. მე რა ვიცი სად არისო, - უხეშად მიპასუხა. წადი და უფროსობას რომ გახვედრებენ დღეს, მათ ჰკითხეო.
* * *
როდესაც იმ უცნაურ ოთახში შემიყვანეს, სადაც ორი მამაკაცი და ერთი ქალი იჯდა, იგივე შეკითხვა დავსვი უმალ, თუმცა მითხრეს შეკითხვებს ჯერ ჩვენ დაგისვამთო. ერთი საათი გაბრუებული ვუსმენდი მათ. როგორც ჩანს, ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილე და ბოლოს ერთ-ერთმა მაგიდაზე დადებული გაზეთი გამომიცურა. პირველივე გვერდი სტატიებით იყო აჭრელებული, თუმცა მე ერთზე გამიშტერდა თვალი; გვერდით ფოტოც იყო. სტატიას თვალი ძლივს მივადევნე. სიტყვა სიტყვით ასე ეწერა - განსაკუთრებული სიმძიმის პაციენტთა ფსიქიატრიული კლინიკის ექთანმა, თავი ცენტრალურ მოედანზე დაიწვა. ის - „მე მიყვარს“ და მსგავს შემზარავ ფრაზებს ყვიროდა. სპეციალურმა დანაყოფებმა მოახერხეს გვამის სრული დაწვისაგან გადარჩენა. კანონმდებლობის თანახმად, პიროვნება ხალხის მტრად ცხადდება და ესჯება სამუდამო პატიმრობა. ცხედარი გადატანილია განსაკუთრებულად მძიმე დამნაშავეთა საპყრობილეში.
ეს ყველაფერი რომ წავიკითხე, თითქოს, გონება დამებინდა, ან პირიქით გამინათდა. წინად ნათქვამი ყოველი სიტყვის უარყოფა დავიწყე. ბოლოს დაცვამ გამიყვანა. ჩემს ოთახში შემაგდეს და რამდენიმე ნემსი გამიკეთეს. მას შემდეგ 2-3 საათი გავიდა და მე კი ამ ყოველივეს ვწერ. მალე დაღამდება და არ ვიცი, ამ ღამეს როგორ გადავიტან. მან მითხრა, ვეღარასოდეს მნახავო, მე კი მჯერა, რომ ვნახავ. ეს ჩანაწერები ჩემი დღიურივითაა, ასე რომ, მე ვერასოდეს შევძლებ მათ დამთავრებას. იმედი მაქვს, მის დამთავრებას ვინმე სხვა მაინც შეძლებს, თუ ამ ისტორიის წამკითხავს, რაიმე გრძნობა გაუჩნდება.
* * * როგორც სიკვდილის მიზეზში ჩაწერეს, მას მთვარეულივით დაუწყია იმ ღამეს სიარული. ხელებით თავისი ოთახის მინა დაუმსხვრევია, შემდეგ კი რკინის ბადეს გლეჯდა, თუმცა ამ დროს დაცვა შეაჩერა, მაგრამ რაღა იყო შესაჩერებელი. თავისივე სისხლში ცურავდა რკინის ბასრ ბადეზე გადაკიდებული და ყოველ ამოსუნთქვაზე პირიდან სისხლს ანთხევდა. მან უთხრა, ვეღარ მნახავო. ნეტავ რა იგულისხმა? იქნებ, სწორედ ეს. რაც მოხდა კი ნათელია, პაციენტი 1725 მაინც გავიდა თავისი საკნიდან. მართალია არა ხორციელად, მაგრამ მისი სული ხომ მაინც გავიდა. უფროსობა კი მისი სულის გაპარვამაც კი აღაშფოთა. თუმცა სიტუაცია მალე მიწყნარდა. მე კი მაინც მჯერა რომ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. დიიდი დიიიიდი მადლობა არტეს <3 ^_^ დიიდი დიიიიდი მადლობა არტეს <3 ^_^
9. სიყვარული - ცოტა პრობლემური სიტყვაა, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებში გვსვამს. რეალურად კი ეს უფრო მეტია, ვიდრე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა. ეს გონებისა და გულის მზადყოფნაა იმის მიმართ, რაც შენ გარშემო ტრიალებს..
მე კი მაინც მჯერა რომ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს.
მოეწონა არტეს+++:)
სიყვარული - ცოტა პრობლემური სიტყვაა, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებში გვსვამს. რეალურად კი ეს უფრო მეტია, ვიდრე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა. ეს გონებისა და გულის მზადყოფნაა იმის მიმართ, რაც შენ გარშემო ტრიალებს..
მე კი მაინც მჯერა რომ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს.
მოეწონა არტეს+++:)
8. შესაძლოა მართალიც იყოთ, რადგან მე ყოველთვის გონებაში მრავალჯერ ვთამაშობ იმას, რასაც შემდგომ ვწერ. ჩემს პერსონაჟებს, უფრო მეტი დამახასიათებელი ნიშნები აქვთ ჩემთვის, რის გადმოცემასაც ხშირად ვერ ვახერხებ ნაწერით. აი თუნდაც ეს შემთხვევა ავიღოთ. ის რაც მე გონებაში დავდგი და გავითამაშე, ფურცელზე რომ გამომესახა, ალბათ 1–2 თვე დამჭირდებოდა და არა 1–2 დღე, როგორც ახლა მოვახმარე ამ ნაწერს. შესაძლოა მართალიც იყოთ, რადგან მე ყოველთვის გონებაში მრავალჯერ ვთამაშობ იმას, რასაც შემდგომ ვწერ. ჩემს პერსონაჟებს, უფრო მეტი დამახასიათებელი ნიშნები აქვთ ჩემთვის, რის გადმოცემასაც ხშირად ვერ ვახერხებ ნაწერით. აი თუნდაც ეს შემთხვევა ავიღოთ. ის რაც მე გონებაში დავდგი და გავითამაშე, ფურცელზე რომ გამომესახა, ალბათ 1–2 თვე დამჭირდებოდა და არა 1–2 დღე, როგორც ახლა მოვახმარე ამ ნაწერს.
7. მე უფრო დრამატურგიად მეჩვენა ეს ნაწარმოები მე უფრო დრამატურგიად მეჩვენა ეს ნაწარმოები
6. არა ნუ ღელავთ ცუდად არ გამიგია. შესაძლოა მე ვერ გამოვხატე ის ისე ზუსტად, როგორც მე მსურდა. :))) არა ნუ ღელავთ ცუდად არ გამიგია. შესაძლოა მე ვერ გამოვხატე ის ისე ზუსტად, როგორც მე მსურდა. :)))
5. მგონი, ცუდად გამიგეთ =)
არანაირი საყვედური =) მგონი, ცუდად გამიგეთ =)
არანაირი საყვედური =)
4. რატომ მსაყვედურობთ, მე ხომ არ მომიტყუებიხართ და არ მითქვამს, რომ ესაა პროზა საგიჟეთზე? დიახ სწორად შენიშნეთ. მართლაც არაა ეს პროზა საგიჟეთზე, შეიძლება პროზაც არაა, მაგრამ რაც არის, ის სხვა რაღაც, მე მომწონს. რატომ მსაყვედურობთ, მე ხომ არ მომიტყუებიხართ და არ მითქვამს, რომ ესაა პროზა საგიჟეთზე? დიახ სწორად შენიშნეთ. მართლაც არაა ეს პროზა საგიჟეთზე, შეიძლება პროზაც არაა, მაგრამ რაც არის, ის სხვა რაღაც, მე მომწონს.
3. - როგორ გეძინათ? - არ მახსოვს. - რადგან არ გახსოვთ, ესე იგი კარგად გძინებიათ.
ჰმ, რა უხამსი და გავრცელებული ტყუილია
ეს არაა პროზა საგიჟეთზე =) - როგორ გეძინათ? - არ მახსოვს. - რადგან არ გახსოვთ, ესე იგი კარგად გძინებიათ.
ჰმ, რა უხამსი და გავრცელებული ტყუილია
ეს არაა პროზა საგიჟეთზე =)
2. ვხვდებოდი, რომ პაციენტები, ექიმებიც და დამლაგებლებიც - ყველა შეშლილი იყო. ხო,ეს ძირითადად ასეა (ხოლმე) :) ვხვდებოდი, რომ პაციენტები, ექიმებიც და დამლაგებლებიც - ყველა შეშლილი იყო. ხო,ეს ძირითადად ასეა (ხოლმე) :)
1. საინტერესო იყო ( ++ საინტერესო იყო ( ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|