 | ავტორი: ბექზა ჟანრი: პოეზია 11 მარტი, 2013 |
წინადადებას ვგავარ: "დავღამდი", ახლა, როცა არ გათენებულხარ. ღიმილი შეგრჩა, როგორც ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი, ჩვენს ჩამქრალ ბუხარს.
სულ ერთ სიტყვაში გამოვიკეტე: "დავღამდი", გარეთ ისევ ნისლია... უყმუის მგელი, ღამის ცივ კერპებს, ვარსკვლავებს დაბლა, როცა ისვრიან.
სამყარო კი, გავს სიტყვას: "არ მკმარა", მგლური ინსტინქტით ისევ ნადირობს. ალბათ მოვწყდები ახლა ვარსკვლავად და შორს შევხვდები სულ სხვა ალიონს.
წინადადებას ვგავარ: "დავღამდი", შენ კი, სიზმრებს შორს გადევნებულხარ. გამოგეკიდო? – ალბათ აღარ ღირს... ვწუხვარ ძვირფასო, ძალიან ვწუხვარ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|