ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2013


8 მარტი რომ მოელოცა

8 მარტი რომ მოელოცა,
ქარი გზაში დაგვეწია,
ჯერ თვალებში შემოგვხედა,
მერე კაბა აგვიწია.
სახლში მისვლა არ გვცალა,
ფანჯრიდანაც შემოიჭრა,
ფარდა თვალწინ გვიფრიალა,
(თვითონ უკან დაიმალა),
სირმა,ფარჩა, ატლასებით
ტანზე კაბად მოგვატარა,
ცელქმა ოთახს დაუარა,
არც აცია, არც აცხელა,
ყვავილები ქოთნიანად
იატაკზე ჩამობერტყა.
ბოლოს სულ მთლად გაგვაოცა,
მზის სხივები ცას ჩამოხსნა,
ოქრო-ვერცხლად რომ აქცია,
მერე პირი დაგვიკოცნა,
განა ასეთია კოცნა?!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები