ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქაღალდის სამყარო
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2013


12. 03...

არ  ვიცი  წერას  როგორ  იწყებენ  ხოლმე ,, მავანნი ამა სოფლისანი“ ან ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ,, ისა“ მე ვარ, უბრალოდ მომენატრე-რაღაცნაირად, ჩვენ ხომ გვიყვარდა ეს სიტყვა ,, რაღაცნაირად“, თვითონაც არ ვიცოდით რატომ, ხოდა ჩემი ლაგამამოდებული მონატრების გამოსახატავად  ვერც ვინმე ვიპოვე რომ გამეზიარებინა და მით უმეტეს ვერც შენ გიპოვე- ვიპოვე მუყაოს შავყდიანი მრუმე , უჯრედებიანი რვეული.
რატომ არ მომწერე? მე ხომ სიჩუმით გელოდი. , შენ გრძნობდი და ხვდებოდი რომ ეს სიჩუმე ბევრ მოწერილ სიტყვაზე უფრო ხმამაღალი იყო... არა, მე არ გსაყვედურობ, უბრალოდ მინდოდა ... არც მაგას აქვს მნიშვნელობა მე რა მინდოდა.

შენ როდასაც ამას კითხულობ , ჩათვალე რომ მე უკვე იქ ვარ, იქ სადაც უამრავი ფერგახუნებული, თუმც მაინც ამაყად მომზირალი ,,ბენჟამინია“ ,  ამაყი და უკარება, თუმც მე მაინც ვერ მაპარებს რომ ადამიანთა შეხება სიამოვნებს და ისეთ სახეს იღებს -ჩვენ რომ ვიცით...
ხო კიდე, ის  ზღვის გოჭი მიმყავს, ყოველ დილით ზუსტად  6 საათზე და 26 წუთზე ჭყვიტინით ძილი რომ დამიფრთხოს და სტაფილოები მაყრევინოს... საღამოობით კი დავჯდები იმ მინდორზე და შევხედავ პოზიორობის მოყვარულ ღრუბლებს და წარმოვიდგენ რომ შენ მიყვები ზღაპარს  ,, დგლუმპუცუნა“ მეფეზე , რომელიც არ იცინოდა...შენ კი ყოველივე ამის გახსენებაზე ის მანჭია ღრუბლები გაგიღიმებენ და არ გაგიკვირდეს რა, იცოდე რომ მათ მიზეზი ჰქონდათ.
მშვიდობით... შევხვდებით ოდესმე და მე მაშინ  მოგიყვები ყველაფერს , ყველაფერს დაწვრილებით- როდესაც ორივენი კატები ვიქნებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები