ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2013


"ვისთვის" არაფრის მთქმელი

ნუ ელოდებით აღიარებას
ჩვენს ქალაქში ხომ ესაც შორია
ნუ ელოდებით მათგან სიყვარულს
ვისთვისაც თუნდაც,შენ გიცხოვრია

აქ დიადები ხომ თავს იკლავენ?!
ვინ ვარ?არავინ,რომ მე გიყვარდე
არ უყვართ ის ვინც,უნდა უყვარდეთ
უნდა იცოცხლოთ,მათთი სუმთქავდეთ

შური და ბოღმაა დიდების მწვერვალზე
თუ არ ქმნი შედევრს,ვინ ფიქრობს მწერალზე
გაგაჩუმებენ:_მე ვარ ზრდასრული
თუმცა ცინიზმსაც აქვს დასასრული

დღეს ამაოა ხალხთან მტკიცებით
რომ "მიწა იყავ და მიწად იქცევი"
რა რჩება ჩვენგან?ხსოვნა ციური
ხსოვნაც არ რჩება, მარადიული

ღამეულ აზრთა მძიმე ჭიდილით
ზოგნიც ხარობენ,სხვისი სიკვდილით
ძმობას ამბობენ და ზურგს გაქცევენ
ოცდაათ ვერცხლად,მტერზეც გაგცემენ

აქ აფასებენ მატერიალურს
უფლის რწმენას კი,არარეალურს
აქ შერიცხავენ პოეტს,მდაბიოდ
და რჩეულებმა უნდა ადიდოთ

რაც ოდიდგანვე შემოგვრჩენია
სისხლშიაც გვიჩქეფს რადგან,ჩვენია
წმინდა ძეგლების, ნანგრევთა გროვა
ჩაიმარხება წარსულის ხსოვნა

სხვებს რომ აბრალებთ და ახმაურებთ
თქვენვე გათელეთ_გადაუარეთ!
მაშინ ვაუწყებთ ქვეყნის აღსასრულს
როდესაც ქართველი,ივიწყებს ქართულს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები