ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2013


***

ისევ უშენობით დნება საათები,
მზეა,ხელის გულზე იწვის ეს მილეთი,
დგას და გველოდება მუდამ მომღიმარი,
ძილი საუკუნო,ჟამი ერთადერთი.
დაჰქრის მოგონების ქარი ქუჩებს შორის,
გზები იფარება ფიფქით ,ხანაც ეკლით,
წვიმებს გაყოლილი შენ ხარ ზეცის წვეთი,
მე კი შენს თვალებში მკრთალი ანარეკლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები