ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: თარგმანი
18 მარტი, 2013


ბუდისტური ზღაპარი

პირველი ნაწილი: http://www.urakparaki.com/?m=4&ID=64633

მეორე ნაწილი: http://www.urakparaki.com/?m=4&ID=64676

მესამე ნაწილი: http://urakparaki.com/?m=4&ID=65598

მეოთხრე ნაწილი: http://www.urakparaki.com/?m=4&ID=66479


(მეხუთე ნაწილი)




გადიოდნენ წლები და პანდუს მიერ, კოლშამბიში დაარსებული მონასტერი, მრავალი ბრძენი ბერის თავშეყრის ადგილად იქცა და საყოველთაოდ აღიარებულ, საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბდა ხალხისთვის.
ერთხელაც, გაიგო რა მეზობელი სამეფოს მეფემ, პანდუს მიერ დამზადებული ძვირფასეულობების სილამაზეზე, პანდუს ვეზირი მიუგზავნა და ბაჯაღლო–ოქროსგან და ყველაზე ძვირფასი ქვებისგან მორთული სამეფო გვირგვინის დამზადება შეუკვეთა.
როცა პანდუმ სამკაული დაამზადა, ის მეფის დედაქალაქში გაემგზავრა და თან დიდძალი ოქრო–ვერცხლი და სხვა ძვირფასეულობები წაიღო, რათა სავაჭრო საქმეებიც განეხორციელებინა. ქარავანი, რომელსაც ეს ძვირფასეულობა მიჰქონდა, შეიარაღებული ხალხით იყო დაცული, მაგრამ როცა მთის ხეობებს მიუყვებოდნენ, ყაჩაღები დაესხნენ თავს, მაგადუტას მეთაურობით, რომელიც მათი მეთაური გამხდარიყო და წინ მოუძღვოდა. ყაჩაღებმა დაცვას სძლიეს და მთელი განძეული ხელთ იგდეს. პანდუ ძლივს გადაურჩა ყაჩაღებს. ეს უბედურება, მას ძვირად დაუჯდა: მისი ქონება საგრძნობლად შემცირდა.
პანდუ ძალზედ გულდაწყვეტილი იყო, მაგრამ ის ზედმეტი ვაივიშის გარეშე ხვდებოდა ამ უბედურებას; ის ფიქრობდა: „მე დავიმსახურე ეს დანაკლისი წარსული ცოდვებით და წინა ცხოვრებებში ჩადენილი საქმეებით. ახალგაზრდობაშიც აუგად ვებყრობოდი ხალხს და თუ ახლა ვიმკი ამ საქმეების მოსავალს, ღმერთთან ჩივილი არაფერს მარგებს.“
ამის შედეგად, ის უფრო კეთილი გახდა სხვა არსებების მიმართ. ამ უბედურებამ, მხოლოდ მისი გულის განწმენდვას შეუწყო ხელი.
კვლავ გავიდნენ წლები და ისე მოხდა, რომ პატანკა, ახალგაზრდა ბერი, და ნარადას მოწაფე, კოლშამბის მთებში მოგზაურობისას, ყაჩაღებს ჩაუვარდათ ხელში და რადგან მას არანაირი საკუთრება არ გააჩნდა, ყაჩაღების ბელადმა გვარიანად სცემა და შემდეგ გაუშვა.
მომდევნო დილას, ტყეში მიმავალ პატანკას, ბრძოლის ხმა შემოესმა. მიუახლოვდა რა, იმ ადგილს, სადიდანაც ხმა ესმოდა, მან დაინახა, თუ როგორი გაცოფებულები ესხმოდნენ თავს ყაჩაღები თავიანთ მეთაურს, მაგადუტას.
მაგადუტა ლომივით იგერიებდა გამძვინვარებულ ყაჩაღებს და მრავალი მათგანიც გამოასალმა სიცოცხლეს, მაგრამ მტრები გაცილებით მეტნი იყვნენ და საბოლოო გამარჯვებაც მათ ხვდათ. მაგადუტა მრავალი ჭრილობების შედეგად დაეცა მიწაზე.
როგორც კი ყაჩაღები წავიდნენ, ახალგაზრდა ბერი დაცემულთა დასახმარებლად გამოვიდა, მაგრამ ყველა მათგანი მკვდარი იყო უკვე, მხოლოდ მათ მეთაურს შერჩენოდა სიცოცხლის ორიოდ პეშვი. ბერი, იმწამსვე მდინარისკენ ჩავიდა რათა წყალი მოეტანა მომაკვდავისთვის.
მაგადუტამ თვალები გაახილა და კბილთა ღრჭენით წარმოსთქვა: _ სად არიან ის უმადური ძაღლები, რომლებისთვისაც არაერთხელ მომიტანია გამარჯვების სიხარული? უჩემოდ, უთუოდ მალევე დაიღუპავენ თავებს.
_ ნუ ფიქრობთ თქვენს მეგობრებზე და თქვენი ცოდვილი ცხოვრების თანამგზავრებზე, _ უთხრა პატანკამ, _ მხოლოდ თქვენს სულზე იფიქრეთ და მისი ხსნის ეს შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომელიც ბოლოჟამს გეძლევათ. აგერ, წყალი გამომართვით და მომეშველეთ რომ ჭრილობები შეგიხვიოთ. ეგება და თქვენი სიცოცხლე ვიხსნა.
_ ამაოდ ცდილობ, _ უპასუხა მაგადუტამ, _ მე განწირული ვარ; იმ არამზადებმა სასიკვდილო ჭრილობა მომაყენეს. უმადური ნაძირლები! იმ ილეთებით მესხმოდნენ, რომლებიც თვითონ ვასწავლე.
_ თქვენ იმას იმკით, რაც დათესეთ, _ განაგრძო ბერმა. __ თქვენ რომ მათთვის სიკეთის კეთება გესწავლებინათ, მათგანაც სიკეთეს მიიღებდით სანაცვლოდ. თქვენ კი, კაცის კვლას ასწავლიდით, რის გამოც,  საკუთარი ხელით მოიკვდინეთ თავი.
_ სიმართლეს ბრძანებ, _ უპასუხა ყაჩაღთა მეთაურმა, _ მე დავიმსახურე ეს ხვედრი და მომავალი ცხოვრებებიც, იმ ბოროტების მკას უნდა შევალიო, რომელიც ამ და წინა ცხოვრებებში დავთესე. მასწავლეთ წმინდაო მამავ, რისი გაკეთება შემიძლია, რომ ცოდვებისგან შევიმსუბუქო სიცოცხლე, რომლებიც კლდესავით მაწვება მკერდზე. _ და პატანკამ უთხრა: _ გულიდან აღმოფხვერით ბოროტი სურვილები, ბოროტი ვნებები გაანადგურეთ და  სიკეთით აღივსეთ სული ყველა არსების მიმართ.
მეთაურმა უთხრა: _ მე ბევრ ბოროტებას ჩავდიოდი, სიკეთე სულ არ მიკეთებია. როგორღა შევძლებ სასოწარკვეთის აბლაბუდიდან თავის დაძვრენას, რომელიც ბოროტი გულის სურვილებით მოვქსოვე? ჩემი კარმა ჯოჯოხეთში ჩამფლავს და ვერასოდეს შევძლებ ხსნის გზაზე დადგომას.
ბერმა კი უთხრა: _ დიახ, თქვენი კარმა, მომდევნო განსხეულებებში მოიმკის იმ თესლის ნაყოფს, რომელიც დათესილი გაქვთ. ავ საქმეთა მკეთებელი, ვერ აიცილებს ამ საქმეთა შედეგებს. მაგრამ, ხელს ნუ ჩაიქნევთ: ყოველ ადამიანს შეუძლია გადარჩეს, მხოლოდ იმ პირობით, თუ ის, პიროვნების ილუზიას აღმოფხვრის თავისგან. სამაგალითოდ, ერთ ისტორიას მოგიყვები ძლევამოსილი ყაჩაღის შესახებ, რომელსაც კანდატა ერქვა და რომელმაც მოუნანიებლად დაასრულა სიცოცხლე და ეშმაკად იშვა ჯოჯოხეთში, სადაც ყველაზე საშინელი ტანჯვებით იტანჯებოდა თავისი ბოროტი საქმეების გამო. ის, მრავალი წელი იმყოფებოდა ჯოჯოხეთში და ვერაფრით აღწევდა თავს გამოუვალ მდგომარეობას, რა დროსაც, ბუდა მოევლინა ქვეყანას და როცა გასხივოსნების ნეტარ მდგომარეობას მიაღწია, ამ სასწაულებრივ მომენტში სინათლის სხივმა ჯოჯოხეთშიც გაანათა და ყველა დემონში სიცოცხლის და იმედის ნაპერწკალი გააღვივა. ყაჩაღმა კანდატამ ხმამაღლა შეჰყვირა: „ო, ნეტარო ბუდა, გაიღე მოწყალება ჩემზე! საშინლად ვიტანჯები; ვიცი რომ ბოროტებას ჩავდიოდი, მაგრამ ახლა, მე მინდა ჭეშმარიტების გზას დავადგე, მაგრამ არ ძალმიძს სასოწარკვეთის აბლაბუდიდან განთავისუფლება; დამეხმარე ღმერთო, მოიღე მოწყალება!“ – კარმის კანონის თანახმად, ბოროტ ქმედებებს, სულის დაღუპვისკენ მიჰყავს ადამიანი.





Прошли годы, и основанный Панду монастырь Колшамби сделался местом собрания мудрых монахов и стал известным как центр просвещения для народа.
В это время соседний царь, услыхав о красоте драгоценных украшений, приготовляемых Панду, послал к нему своего казначея, чтобы заказать корону чистого золота, украшенную самыми драгоценными камнями Индии.
Когда Панду окончил эту работу, он поехал в столицу царя и, надеясь делать там торговые дела, взял с собой большой запас золота. Караван, везший его драгоценности, был охраняем вооруженными людьми, но когда он достиг гор, то разбойники, с Магадутой, ставшим атаманом их, во главе, напали на него, побили охрану и захватили все драгоценные камни и золото. Сам Панду едва спасся. Это несчастие было большим ударом для благосостояния Панду: богатство его значительно уменьшилось.
Панду был очень огорчен, но переносил свои несчастия без ропота; он думал: “Я заслужил эти потери грехами, совершенными мною в моей прежней жизни. Я в молодости был жесток с народом; и если я теперь пожинаю плоды своих дурных дел, то мне нельзя жаловаться”.
Так как он стал много добрее ко всем существам, то несчастья его послужили только к очищению его сердца.
Опять прошли годы, и случилось, что Пантака, молодой монах и ученик Нарады, путешествуя в горах Колшамби, попал в руки разбойников. Так как у него не было никакой собственности, атаман разбойников крепко избил его и отпустил.
На следующее утро Пантака, идя через лес, услыхал шум битвы и, придя на этот шум, увидал много разбойников, которые с бешенством нападали на своего атамана Магадуту.
Магадута, как лев, окруженный собаками, отбивался от них и убил многих из нападавших. Но врагов его было слишком много, и под конец он был побежден и упал на землю замертво, покрытый ранами.
Как только разбойники ушли, молодой монах подошел к лежавшим, желая подать помощь раненым. Но все разбойники были уже мертвы, только в начальнике их оставалось немного жизни. Монах тотчас же направился к ручейку, бежавшему невдалеке, принес свежей воды в своем кувшине и подал умирающему.
Магадута открыл глаза и, скрипя зубами, сказал: — Где эти неблагодарные собаки, которых я столько раз водил к победе и успеху?
Без меня они скоро погибнут, как затравленные охотником шакалы.
— Не думайте о ваших товарищах и участниках вашей грешной жизни,— сказал Пантака,— но подумайте о вашей душе и воспользуйтесь в последний час той возможностью спасенья, которая представляется вам. Вот вам вода для питья, дайте я перевяжу ваши раны. Может быть, мне и удастся спасти вашу жизнь.
— Это бесполезно,— отвечал Магадута,— я приговорен; негодяи смертельно ранили меня. Неблагодарные подлецы! Они били меня теми ударами, которым я научил их.
— Вы пожинаете то, что посеяли,— продолжал монах. — Если бы вы учили своих товарищей делам добра, вы бы и получили от них добрые поступки. Но вы учили их убийству, и потому вы через свои дела убиты их рукою.
— Ваша правда,— отвечал атаман разбойников,— я заслужил свою участь, но как тяжел мой жребий тем, что я должен пожать плод всех моих дурных дел в будущих существованиях. Научите меня, святой отец, что я могу сделать, чтобы облегчить мою жизнь от грехов, которые давят меня, как скала, наваленная мне на грудь. И Пантака сказал: — Искорените ваши грешные желания, уничтожьте злые страсти и наполните свою душу добротою ко всем существам.
Атаман сказал: — Я делал много зла и не делал добра. Как могу я выпутаться из той сети горя, которую я связал из злых желаний моего сердца? Моя карма повлечет меня в ад, я никогда не буду в состоянии вступить на путь спасения.
И монах сказал: — Да, ваша карма пожнет в будущих воплощениях плоды тех семян, которые вы посеяли. Для делателя дурных дел нет избавления от последствий своих дурных поступков. Но не отчаивайтесь: всякий человек может спастись, но только с тем условием, чтобы он искоренил из себя заблуждение личности. Как пример этого, я расскажу вам историю великого разбойника Кандаты, который умер нераскаянным и вновь родился дьяволом в аду, где он мучился за свои дурные дела самыми ужасными страданиями. Он был уже в аду много лет и не мог избавиться от своего бедственного положения, когда Будда явился на земле и достиг блаженного состояния просветления. В это достопамятное время луч света попал и в ад, возбудив во всех демонах жизнь и надежду, и разбойник Кандата громко закричал:
“О Будда блаженный, сжалься надо мной! Я страшно страдаю; и хотя я делал зло, я желаю теперь идти по пути праведности. Но я не могу выпутаться из сети горя;
помоги мне, господи, сжалься надо мной!” Закон кармы таков, что злые дела ведут к погибели.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები