ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია_ნუს
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2013


ხანდახან მთვარე შეიძლება შენს ცერზე პატარა იყოს

ხანდახან მთვარე შეიძლება შენს ცერზე პატარა იყოს
და ნემსის წვერზეც დაეკიდოს ანგელოსები,
ფხიზელ ამინდშიც ნამთვრალევმა იგრძნო ბახუსი,
ერთ თოხის ტარზე დატეული ნახო გაისი.

ყველა შავთეთრი შეგიძლია ფერებად ხატო,
ფრთაშეუსხმელი ოცნებები მზით გადაღებო,
ყველა ტაძარი ერთად ხელით დალეწო,
ცაში აფრინდე, ვარსკვლავების ველი გათელო.

ოქროს საწმისში საძებნელად ზღვები გარეცხო,
ლაბირინთებში მინოტავრი კვნესით ამღერო,
იანუსივით ორი სახე ერთად გახედნო,
ჰადესის კარზე აკაკუნო, შიში დაწყევლო.

ბევრ გზაში სწორედ ერთი ძნელი არჩიო,
თუ გული გერჩის დასალიერს კვალი დატიო,
ჯვრების ზიდვაში შეენაცვლო უფალს, ალილო,
მოდილიანის შთაგონების წყარო დალიო,

ხანდახან მთვარე შეიძლება შენს ცერზე პატარა იყოს,
ხანდახან მზემაც შეიძლება მზერა დაგიწყოს,
ხანდახან მარტო ერთხელ ჩუმად შენც გაიფიქრო,
ცერზე დატეულს მთვარეს ცელქად თასი შეუვსო,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები