 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 23 მარტი, 2013 |
მე ვზივარ ოთახში და ცხვირწინ კარია, ღამეა,ფანჯრებთან წყვდიადი ხმაურობს, ჩემში ყველაფერი ვნებამ გადარია, თვალებში მეტყობა ამ სახლის აურა. ოცნება წამიერ ღიმილს აეკიდა, სისხლი,ვერმორჩენილ მხრისძირას მაწვება. თვალი გავუსწორე სარკეს,მომერიდა და გულში დავთვალე ტანთხელი ნაძვები. ასეა ყოველთვის,იგივე სცენარით, მე ვთრგუნავ ჩემს თავსი ფრთებშესხმულ არსებას, დავთვალე ჩემს ირგვლივ სუყველა მცენარე, ყელში ამოვიდა და ღუზის ჩაშვებას დავიწყებ ნელ-ნელა,სანამ შორს შევცურავ და სანამ ჩემს ტყესაც იპოვის მეტყევე. უსულო საგნებიც დარდობენ მერწმუნეთ, ზოგჯერ ხმელი ხეა,ბევრ კაცზე მეტყველი... მე ვზივარ ოთახში და ცხვირწინ კარია, ღამეა,ფანჯრებთან წყვდიადი ხმაურობს, ჩემში ყველაფერი ვნებამ გადარია, თვალებსი მეტყობა ამ სახლის აურა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
და გულში დავთვალე ტანთხელი ნაძვები.
ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
და გულში დავთვალე ტანთხელი ნაძვები.
1. არეულია ზოგან რიტმი, მაგრამ იმდენად მომეწონა იდეა ამ ლექსის და რამოდენიმე მხატვრული სახე რომ....) არეულია ზოგან რიტმი, მაგრამ იმდენად მომეწონა იდეა ამ ლექსის და რამოდენიმე მხატვრული სახე რომ....)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|