 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 26 მარტი, 2013 |
ეს ჩვენ ვართ,სივრცეში გაჩრილი თაობა,
ომი რომ გვარივით-ანდერძით გვერგუნა,
მამები შვილებთან ყოველთვის დავობენ,
არკვევენ იმას, თუ ვინ არის ერთგული
იმ მიწის,რომელზეც ყოველთვის ომია,
იმ ქვეყნის რომელიც წააგავს ნაკლებად
ქვეყანას,აქ ცამდე იმდენად შორია
წამსვლელებს ვერ იტევს ფრთებშეხსმის ბაქნები...
აქ ყველა სუიციდს,აქვს ერთი სარჩული
და ყველა თანხმდება,რომ ძალზე რთულია,
იცხოვრო ჩვენს დროში,თან გერქვას ქართველი
უკვე სიგიჟეა,უკვე ტრაურია.
ამ ჩვენმა თაობამ,ომებში გაჩრილმა,
ვერაფრით იპოვა ცხოვრების მიზანი,
ბნელ ქალაქს აშინებს ძმისმკვლელთა აჩრდილნი,
აქ თუ ვერ ივარგეს,იქ რაღას იზამენ?!
ეს ჩვენი მამები,იმდენად უფერო,
იმდენად უდღეო ლანდები ყოფილან,
გულივით დაკარგეს,სამშობლოც,უფალიც,
ცოცხლებმა მოირგეს გვამების პროფილი.
და ჩვენი შვილები,ბავშვები რომლებსაც
სულაც არ უნახავთ,ჯერაც არ სმენიათ,
რომ ვგავდით ცხვრის ფარას,კურდღლებსაც,ღორებსაც
და სისხლი,ცრემლივით სულაც არ გვდენია.
ვიბრალებთ სხვის მიერ ჩადენილ გმირობებს,
ვუმალავთ სიმართლეს,ბრძოლიდან გაქცევას,
ჩენ დღემდე ვერ ვირჩენთ პირღია ჭრილობებს,
იმ დროის ჭრილობებს ზურგი, რომ გვაქციეს
მამებმა,რომლებიც ხოცავდნენ ერთმანეთს,
რა გასაკვირია თუ ჩვენც ვერ ვივარგეთ
შვილებად,(არ ვიცი რაღა ვთქვა ღმერთმანი)
ჩვენ მაინც ვაფასებთ და პატივს მივაგებთ...
ახლა კი იმედით შევცქერით პატარებს,
ვცდილობთ,რომ მათ მაინც არ ექცეთ წამებად
სიცოცხლე,გაკაფულ ბილიკზე ვატაროთ...
უღირსმა შვილებმა,ვივარგოთ მამებად!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ვერ წავიკითხე ბოლომდე...ვერ გავედი ანუ ბოლოში..და ბოლომდე რომ ვერ გავედი და სადამდეც გავედი იქამდე აპ აპ აპ..უვარგისია:( ვერ წავიკითხე ბოლომდე...ვერ გავედი ანუ ბოლოში..და ბოლომდე რომ ვერ გავედი და სადამდეც გავედი იქამდე აპ აპ აპ..უვარგისია:(
3.
საქართველოში არ დაბადებულა ომებში გაუჩრელი თაობა. საქამე იმაშია თაობას თავი ება თუ არა , ღირსეულ თავკაცს ვგულისხმობ. სამწუხაროდ უთაო თაობები მეტი იყო, ვიდრე თავიანი. ყველა ქვეყნის ისტორიაში ასეა. ყველაზე დიდი სახელმწიფოების ღირსეულებიც კი ცალ ხელზე დაგეტევა. უბრალოდ ახალი იარა ყველაზე მტკივნეულია. ძველი _ მხოლოდ მოგონებებში გტკივა, სხვისი კი საერთოდ არ გტკივა.
კარგი ლექსია ++
საქართველოში არ დაბადებულა ომებში გაუჩრელი თაობა. საქამე იმაშია თაობას თავი ება თუ არა , ღირსეულ თავკაცს ვგულისხმობ. სამწუხაროდ უთაო თაობები მეტი იყო, ვიდრე თავიანი. ყველა ქვეყნის ისტორიაში ასეა. ყველაზე დიდი სახელმწიფოების ღირსეულებიც კი ცალ ხელზე დაგეტევა. უბრალოდ ახალი იარა ყველაზე მტკივნეულია. ძველი _ მხოლოდ მოგონებებში გტკივა, სხვისი კი საერთოდ არ გტკივა.
კარგი ლექსია ++
1. ძალიან მაგარი ლექსია ეს. უნდა ვივარგოთ სხვა გზა არ გვაქვს.
საქართველოს ბოლო, ბრძოლისუნარიანი და ღირსეული თაობა, ილიასთან ერთად მოკვდა. იმის მერე ნორმალური თაობა არ ღირსებია ჩვენს მიწას, იყვნენ ცალკეული მებრძოლნი მაგრამ... და დღითიდღე გაგვამრუდეს. ყოველი მომდევნო თაობა იყო წინაზე უარესი ( ჯაჭვური რეაქცია ) და მივიღეთ დღევანდელი საქართველო. ძალიან მაგარი ლექსია ეს. უნდა ვივარგოთ სხვა გზა არ გვაქვს.
საქართველოს ბოლო, ბრძოლისუნარიანი და ღირსეული თაობა, ილიასთან ერთად მოკვდა. იმის მერე ნორმალური თაობა არ ღირსებია ჩვენს მიწას, იყვნენ ცალკეული მებრძოლნი მაგრამ... და დღითიდღე გაგვამრუდეს. ყოველი მომდევნო თაობა იყო წინაზე უარესი ( ჯაჭვური რეაქცია ) და მივიღეთ დღევანდელი საქართველო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|