ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უფლისციხე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
27 მარტი, 2013


ქალის სიყვარული მარადიულია !


ქალმა დამწყევლა ლამაზმა,
თავისი ლალის ბაგეთი,
ღმერთმა ვერ მითხრას ათასმა
რა დავუშავე ასეთი;
მაგრამ ამ წყევლამ როგორ ვთქვა
გული სიცოცხლით დანამა;
თუ ვინმემ გული მამიკლას,
ისევე ამისთანამა!


ქალები ვერასოდეს გაიგებენ (ალბათ საბედნიეროდ) თუ როგორ გვიყვარან ჩვენ ისინი...
(აქ სიტყვა „როგორ“ მოიაზრებს ფორმას და არა ზომას).
ქალებს (საუბედუროდ) ბოლომდე არასოდეს ესმით  თუ რას ნიშნავენ  ისინი ჩვენთვის  !
(ისე, ვიკითხოთ სამართლიანად, ჩვენ კი გვესმის რა ფასი გვაქ მათთვის?!)
არც გაემტყუნებათ, ისინი ხომ სრულიად მოკლებულნი არიან სიღრმისეული ანალიზის უნარას?!...
სამაგიეროდ, უხვად, მოჭარბებულად შემკობილან ინტუიციით, რაც ჩვენ ასე ძლიერ გვაკლია ხოლმე - რიგ შემთხვევებში...
ქალის სიყვარული მუდმივი ცნებაა (ნუ რათქმაუნდა იმდენად მუდმივი, რამდენადაც კაცობრიობა შეიძლება ჩავთვალოთ მუდმივ სუბსტანციად). ერთ-ერთი გამოთვლით, ყოველი მამაკაცი (მამაკაცი მეთქი...) მინიმუმ 6 წუთში ერთხელ მაინც ფიქრობს ქალზე ! წარმოგიდგენიათ რამხელა  ზემოქმედების (ამ სიტყვის სასიამოვნო გაგებით) ქვეშ ვყოფილვართ?...
უცნაურია, მე პირადად, რამდენ ქალსაც შევხვედრივარ ცხოვრებაში, დღემდე რაღაცნაირ, ამოუხსნელ განცდას ვატარებ თითოეულის მიმართ - არ ვიცი ეს რას ნიშნავს... მართლა არ ვიცი !
ქალის სიყვარული ზოგჯერ ფულის, ნარკოტიკის, გავლენისა და ძალაუფლების სიყვარულზე მეტია !
მეტია, რადგან ქალებს ახასიათებთ მომაჯადოვებელი შარმის ფრქვევა და უდაოა, რომ ვერცერთი ჩვენგანი ვერ უძლებს ამ უღვთო გამოწვევას...
რა არი ქალის სიყვარული? ნეტარების ზენიტი და სალხინებელი თუ გასაგუდად მომართული სახელდახელო მარყუჟი?
გვირილებით მოფენილ მდელოზე მორაკრაკე ნაკადული თუ გულამღვრეული ჩანჩქერი - თეთრად მოქაფქაფე?...
სამწუხაროდ, ქალთა გულწრფელობა ამაზე დუმს !...
ვფიქრობ, ერთადერთი ვინც შეძლო, მოახერხა და კიდით-კიდემდე ჩასწვდა ქალის ცნობიერებას, ეს იყო ცვაიგი !
დიახ, სწორედ ის და სხვა ვერავინ შიფრავს ასე ზუსტად და ზედმიწევნით ქალის ბუნებას !
ვფიქრობ, ვერც ბალზაკი...
მე მიფიქრია პრობლემაზე, ანუ იმ იმ პარალელზე, რომელიც ჩვენსა და მათ შორის ივლება ხანდახან -
ეს არის ძალაუფლების წყურვილი !
(არვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ) დღეს ემანსიპაცია არსებობის კულმინაციაში იმყოფება და მას მგონი დასაღუპიც უნდა მოჰქონდეს ბევრი... ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ უანგარო გრძნობები უკვალოდ იკარგება ! არა და ქალის სიყავარული ხომ სრულიად უანგაროა - ეს  ყველამ კარგად ვიცით, ვიცით მაგრამ, როგორ გინდა ქალს დააჯერო და აუხსნა, რომ „სუფთა ხარ ამ საქმეში“?!..
თუმცა, ერთი მხრივ, ქალთა შეფასებით „ღალატი“ და ჩვენი შეფასებით „ღალატი“ ხომ სხვა და სხვა რამეა... მეორე მხრივ კი ჩვენ იმდენად ჩაწნულ-ჩაგრეხილები ვართ მათთან, რომ ზოგჯერ  ჭირს გახსენება, ესა თუ ის თვისება, ხასიათი და ემოცია შენი იყო თუ მისი... მას დაემსგავსე თუ ის შენ და ასშ...
დრო მიდის... იკარგება ქალის სილამაზე... ვივიწყებთ წარსულს... ცხოვრება შეძლებისდაგვარად გვიქადის კისრის მოგრეხას...
და ეს საზრუნავიც - ყოველდღიური.... დიახ, „ყოველდღიურობა“ აფუჭებს ყველაფერს !...
თუმცა მე არ მეშინია ! არ მეშინია, რადგან მწამს და მჯერა, რომ ქალის სიყვარული მარადიულია !
ხო და... რაც მარადიულია, ის უკვალოდ არ მიდი-მოდის !
მგონი, სწორედ ამიტომ აჩნევია ჩვენს გულებს ძველი სიყვარულის წარუშლელი ბილიკები...


                                                                                                                                                                  თბილისი, 2013 წლის 27 მარტი.
                                                                                                                                                        საუკეთესო განწყობით - უფლისციხე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს