ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2013


გრძნობებმა იცის...

მე ცისარტყელას მოვპარავ ფერებს,
რომ შენი სულის ვხატო მშვენება.
მაინც არ მითხრა,ვერ დავიჯერებ,
სხვაც ბევრიაო ლამაზთვალება.
შენს იქით იცი?გზას ვერ ვხდევადი,
თუკი დამღუპავ,შენვე მიშველე.
,,მენატრებიო“ ნუღარ იძახი,
ძველ მოგონებებს ნუღარ იხსენებ.
დრო გავა, მერე დაგწყდება გული,
გრძნობებმა იცის ფიქრების აშლა
და დავიღალე ცხოვრებით რთულით...
არ შემიძლია უშენოდ,რა ვქნა?!
,,მე შენ მიყვარხარ“ არასდროს გეტყვი,
აქამდეც,იცი,არასდროს მითქვამს...
ღვინოთი არა,დათვრები ჩემით
მანამდე გული ტკივილებს იტანს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები