ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვატერპოლოო
ჟანრი: პროზა
28 მარტი, 2013


ოოო პატარა ცანცარა გონებავ ''ექსპრომტი''

ტრიალებს ქარიშხლისგან გულამღვრეული ფოთლები,ტოტები,კენჭები და სისხლისფერი თმა .  ნაბიჯი ნაბიჯს მიჰყვება და იშლება იგი  პირველი.  სამოსელი სამოსელს იცვლის და ცვდება იგი მეორე მესამესაგან. ღამე სისინებს,როგორც გველი ბრძენი და კარგისმტ*ვნელი. ჩავარდა სადღაც მეგობარი სავარძელში, გაიქცა სადღაც ჭიანჭველა და ვიღაც სპილოს(მსგავსი) მისდევს, უკვე სამი დღეა ის ფანჯრიდან ხტება და ვერ დაასრულა ეს მცდელობა, მეზობლებს მოსწყინდათ ამდენი ლოდინი ბოლო ს ვიღაცა იმას კი ეუბნებოდა -გადმოხტი დაგიჭერთო''.  გასრისეს ვაშლი და მატლი შეჭამეს. ვიღაც ძალიან ,ძალიან შორი მთებიდან იხედება,როგორც  ბრძენკაცი და შუბლზე მოცეკვავედ ჩამოსულ ოფლს იწმენდს,მოჰკიდებს  წყლიან დოქს ხელს და ჩაირეცხავს გულ-მუცელს მადლიანი  ფიქრით.  მას კლავს უსიცოცხლოობა,უსიცოცხლოობას კლავს სიგარეტი. ფრთებს ჭრიან გიჟები _ბუზებს.  შორი გზიდან მოდის დილა,10 ნაბიჯზე ჩაიკეცება და ტალახიან მიწაზე ისე  გაიშხლართება თითქოს მასაც დაბინძურება სურდეს...  დღეა,ჯერ ადრეა მზის გაშავებამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები