სანამ დაგვტოვებდა ყველას უყვარდა, მაგრამ შემდეგ ყველას დაავიწყდა, მეც კი იშვიათად ვიხსენებ, მხოლოდ მაშინ როცა მთვარე სასაფლაოს დასცქერის. მიყვარდა მაგრამ ამას ვერ ვხვდებოდი იქამდე სანამ არ დაგვტოვა, ის მასწავლიდა: მიწის მოვლას, ვაზის სიყვარულს და ათას საინტერესო საქმიანობას. აგრეთვე მიყვებოდა საქართველოზე და მის კუთხეებზე. მიყვარდა მისი მოსმენა, ღამით ძილის წინ ბუხართან დამსვამდა და მიყვებოდა სამას არაგველზე, ქიზიყელთა ვაჟკაცობაზე და ქართულ სულისკვეთებაზე. სანამ დაგვტოვებდა წინა ღამეს აივანზე იჯდა და მეც კალთაში ვეჯექი. (აივნიდან სასაფლაო მოჩანდა) სასაფლაოს გაჰყურებდა, ერთ ხანს დუმდა მერე მომიტრიალდა და ბოხი ხმით მიტხრა. _დაიხსომე შვილო, როცა მთვარე სასაფლაოს დასცქერის დიდ უბედურებას ელოდე. მე გამიკვირდა ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა, ან რას მივხვდებოდი მაშინ მხოლოდ რვა წლისა ვიყავი. მან დაგვტოვა და ანდერძად უცნაური რამ დაგვიტოვა. ანდერძი: _.... თუ თქვენ კითხულობთ ამ ნაწერს ესეეგი მე აღარ ვარ, ჩემი თხოვნა იქნება დამკრძალოდ ისეთ ადგილას სადაც მთვარის შუქი ვერ მიახწევს... სწორედ ამიტომ მახსენდება მხოლოდ მაშინ როცა მთვარე სასაფლაოს დაჰყურებს. * * * შუაღამისას გამეღვიძა, უხასიათოდ ვიყავი, არ ვფიქრობდი არაფერზე, აივანზე გავედი და გადავეყუდე მეგონა სუფთა ჰაერზე უკეთესად გავხდებოდი, მაგრამ გავშეშდი როდესაც მთვარის შუქით განათებული სასაფლაო დავინახე და პაპაჩემის სიტყვები გამახსენდა _დაიხსომე შვილო, როცა მთვარე სასაფლაოს დასცქერის დიდ უბედურებას ელოდე. და ავკანკალდი თვალიდან ცრემლი წამომივიდა და მეორე დღეს მოხდა უბედურება, დაიწყო ომი და მეც გამომიძახეს. ისვრიან! ისვრიან! კვდებიან, მარხავენ, ვისაც ვერ მარხავენ ლპებიან. სანგარში შეშლილი ჯარისკაცი შემოვარდა, ხელებში თორმეტი ან ცამეტი წლის გოგონა ესვენა, გოგონას სისხლი სდიოდა, ჯარისკაცი ბოლო ხმაზე ყვიროდა_ ექიმი! ექიმი!. შემდეგ დაბლა დააწვინა გოგონა თითქოს სუნთქავდა, მაგრამ... სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ზღაპრებში. უაზრო ომმა, უამრავი ადამიანი შეიწირა და მათ შორის თორმეტი ან ცამეტი წლის გოგონა. ვიბრძოლეთ, ვიტირეთ, სისხლი გვწყუროდა და წამოსვლას არ ვფიქრობდით მაგრამ ბრძანება მოვიდა. სახში მივედი და ერთფეროვანი, გაუარესებული ცხოვრება დავიწყე. არ ვჭამდი, არ ვსვამდი, არ მაინტერესებდა რა ხდებოდა ირგვლივ. ჩავიკეტე ჩემს ფიქრებში და ვფიქრობდი ომზე, ტყვიების ზუზუნზე, ბომბებზე, თორმეტი ან ცამეტი წლის გოგოზე, პაპაჩემიც კი გამახსენდა. ერთი კვირის შემდეგ ისევ გამოგვიძახეს და ისევ გაგვიშვეს ძველ ბრძოლის ველზე უიარაღოდ, ცხედრების დასაკრძალად. ჩვენთან ერთად მოძღვარიც იყო რადგან დაღუპულებისთვის წესი აეგო. ჩასვლისთანავე დავიწყეთ თხრა. მოხდა სასწაული, მზე ძლიერ აცხუნებდა, ღრუბლები კი არ იყო ცაზე და წვიმდა, წვიმდა ნაზად ღრუბელის გარეშე. მე მაღლა ავიხედე და ჩუმთ ჩავიჩურჩულე. _მზე პირს იბან. ჩემს გვერძე მდგარ მოძღვარს გაეღიმა და მანაც ჩურჩულით მითხრა. _არა შვილო, ეს მზის ცრემლებია. ეძღვნება ყველა დაღუპულ, ჯარისკაცს
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. თამრიკოს ვეთანხმები :) თამრიკოს ვეთანხმები :)
8. _მზე პირს იბან. ჩემს გვერძე მდგარ მოძღვარს გაეღიმა და მანაც ჩურჩულით მითხრა. _არა შვილო, ეს მზის ცრემლებია.
ყოჩაღ. მაგრამ მხოლოდ იმიტომ გაქებ, რომ შენი პირველი ნაწარმოებია! 4 _მზე პირს იბან. ჩემს გვერძე მდგარ მოძღვარს გაეღიმა და მანაც ჩურჩულით მითხრა. _არა შვილო, ეს მზის ცრემლებია.
ყოჩაღ. მაგრამ მხოლოდ იმიტომ გაქებ, რომ შენი პირველი ნაწარმოებია! 4
7. მზის ცრემლები....
ასე ჰქვია ყველა დაღუპულ ჯარისკაცს!
ხსოვნა იყოს ყველა იმ ბიჭის ჩვენს მაგივრად რომ წავიდა! მზის ცრემლები....
ასე ჰქვია ყველა დაღუპულ ჯარისკაცს!
ხსოვნა იყოს ყველა იმ ბიჭის ჩვენს მაგივრად რომ წავიდა!
6. ნატამ სწორი შეფასება მოგცა
ხო გრამატიკას მიხედე, რთული აღსაქმელია იცი შეცდომების გამო, მოკლედ უკეთესის იმედით, თითქმის მინიმუმს ვწერ:) ნატამ სწორი შეფასება მოგცა
ხო გრამატიკას მიხედე, რთული აღსაქმელია იცი შეცდომების გამო, მოკლედ უკეთესის იმედით, თითქმის მინიმუმს ვწერ:)
5. გრამატიკას რაც შეეხება მალე ამოვასწორებ. იმედია ამის გამო არ გამიწყრებით გრამატიკას რაც შეეხება მალე ამოვასწორებ. იმედია ამის გამო არ გამიწყრებით
4. ხო შევეცადე არ დამეტვირთა
ხო შევეცადე არ დამეტვირთა
3. ღრამატიკაში მოიკოჭლებ ორივე ფეხით. ღრამატიკაში მოიკოჭლებ ორივე ფეხით.
2. :( სევდიანი მაგრამ არასაკმარისად ემოციური :) :( სევდიანი მაგრამ არასაკმარისად ემოციური :)
1. ეს არის ჩემი პირველი ნაწარმოები რომელიც დავწერე ომის თემაზე და ძალიან გამიხარდება თუ თქვენ აზრს გამოთქვამთ ამ ნაწარმოებზე. მ ა დ ლ ო ბ თ ეს არის ჩემი პირველი ნაწარმოები რომელიც დავწერე ომის თემაზე და ძალიან გამიხარდება თუ თქვენ აზრს გამოთქვამთ ამ ნაწარმოებზე. მ ა დ ლ ო ბ თ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|