ვიცი რასაც გრძნობ უძილო ღამეს...
ვინც ხარ მანდ? გამოდი გონებიდან და მომეცი ძილის უფლება. რაც შეიძლება ნაკლები სიტყვა ჩემო დარცხვენილო ენავ და გულს ჰაერი მიეცი. ნერვები ეკლებივით მესობა სხეულზე და თითებს ვატკაცუნებ. დავხუჭავ თვალებს და შორს სიზმართან ახლოს მივიყუჟები,მაგრამ ეს რეალური მოჩვენებაა. ვხედავ მას ვინც ამ წუთას სამყაროს მირჩევნია,ვხედავ უხერხულ სიტოაციებს და მე ამაყად ვცდილობ თავი წარმოვაჩინო. აი სადაც არის ისიც მომიახლოვდება-წკაპ ... კადრი წყდება რადგან გვერდით ოთახიდან ხმა ისმის,რომელიღაც ადგა სა საპირფარეშოსკენ მიემართება. მეც დაყვითლებული,გამობერილი თვალებით შავ სივრცეს ვუყურებ და როგორც წყალი მგონია კედელი რომლის იქეთაც სიმშრალეა,ისე ბნელი მგონია ფარდა ,რომლის იქეთაც სრული იდილიაა,სინათლე. მოსვენებას აინც ვკარგავ იმიტომ,რომ ჩემი გარდერობი დილით უნდა გადმოტრიალდეს,არ ვიცი სად წავალ,ან რას ჩავიცვამ,მაგრამ ლამაზად და რაც მთავარია კომფორტულად უნდა გამოვიყურებოდე. გაოცება და ღიმილი ჩემთვის მონაცვლეობითი მიმიკებია,რომელსაც მეგობრებთან თუ ნაცნობებთან ვიყენებ. არსებობს ისეთი პრობლემები,დეტალები,წერტილები რაც შენმა მეგობარმაც არ უნდა იცოდეს... დილა მართლაც ნამდვილი დილაა,ცოტა სევდიანი,ცოტა იმედის მომცემიც, სავსე სითბოთი და ჩვეული სინათლით, მე მივდივარ ''''''...''''''
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გაიქეცი დედამიწიდან! გაიქეცი დედამიწიდან!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|